ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 25-31 აგვისტო

ამ კვირაში ცაზე ხუთი  მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. 26 აგვისტო, ვენერა-სატურნის ტრინი – ეს ასპექტი სიყვარულში ერთგულებასთან ასოცირდება. სატურნის ჰარმონიული გავლენა ვენერას სიყვარულს გარკვეულ სტაბილურობას და გრძნობების სიმწიფეს ანიჭებს. ხელსაყრელი პერიოდია გრძელვადიანი პარტნიორობისთვის. ეს ასპექტი, ასევე, ხელს უწყობს ფინანსური რესურსების რაციონალურ გამოყენებას. ფული გონივრულად იხარჯება, მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთებისა და საქონლის შეძენაზე. ბიუჯეტის ნაწილი შეიძლება მომავალში უფრო დიდი შესყიდვებისთვის გამოიყოს.

26-27 აგვისტო, ვენერა-ურანის სექსტილი – ეს ასპექტი შეიძლება სიყვარულისა და პარტნიორობის განახლებასთან იყოს დაკავშირებული. შესაძლოა ერთი ნახვით შეყვარება. მოსალოდნელია ფინანსური წარმატებებიც, მაგალითად, ლატარიაში მოგება.

26-27 აგვისტო, ვენერა-ნეპტუნის ტრინი – მიწიერი და ზეციური სიყვარულის ჰარმონიის ასპექტი. ეს ასპექტი ხასიათდება სიყვარულის დახვეწილი გრძნობით, ზრუნვის, სინაზისა და თავგანწირვის გამოვლინებებით. ადამიანებს, რომლებზეც ეს ასპექტი იმოქმედებს,  შეიძლება  ხელოვნების, შემოქმედების მიმართ მიზიდულობა გაუჩნდეთ. ეს განსაკუთრებით ეხება მხატვრობას, მუსიკას, სიმღერას. 27 აგვისტოს ვენერა-პლუტონის ოპოზიცია სექსუალური ლტოლვის მატების კლასიკური ასპექტია – სიყვარული აღიქმება, როგორც ძლიერი უკონტროლო ვნება და ეჭვიანობა. ასევე, ამ ასპექტის გავლენით შეიძლება გაიზარდოს მესაკუთრეობრივი ინსტინქტი, სიხარბე, ქონებისა და ფულის ფლობის სურვილი.

28-29 აგვისტო, ურანი-ნეპტუნის სექსტილი კი შორეულ პლანეტებს შორის უკიდურესად იშვიათი ასპექტია, რომელიც, პრაქტიკულად, არ იგრძნობა პირადი ცხოვრების დონეზე და გავლენას ახდენს თაობათა მასშტაბით. ამ თაობაში დაბადებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ დიდი შემოქმედებითი ნიჭი.

ზოგადად, ამ კვირაში შემოქმედებითი აღმავლობა ელით მათ, ვისი ინტერესებიც ხელოვნებას, ფსიქოლოგიასა და დიზაინს უკავშირდება. ნუ შეგეშინდებათ ახალი იდეების ექსპერიმენტირებისა. მოკლე მოგზაურობები და არაფორმალური შეხვედრები წარმატებული იქნება. იდეებისა და სიახლეების გაცვლა არა მხოლოდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, არამედ სასარგებლო ნაცნობებსაც შეგძენთ. მთავარია, ურთუიერთობისას სიმარტივე შეინარჩუნოთ და სხვებსაც მისცეთ საშუალება, გამოხატონ თავიანთი აზრი.

კვირის შუა რიცხვებმა შეიძლება განწყობის ცვალებადობა მოიტანოს და ძველი წყენა არა უთანხმოების მიზეზად, არამედ ურთიერთობებში კეთილშობილების გამოვლენისა და ჰარმონიის აღდგენის შესაძლებლობად იქცეს. შაბათ-კვირა კი შესანიშნავი დროა ოჯახური ვახშმებისა და ოჯახთან ერთად გატარებული მშვიდი საღამოებისთვის.

ვერძი

ამ კვირაში თქვენი კომუნიკაბელურობა საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ, ხოლო ახალი კავშირები და ნაცნობები დადებითად იმოქმედებენ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. სამსახურში გექნებათ სამუშაო, რომელიც სწრაფ რეაქციასა და გამბედაობას მოითხოვს, უფროსები კმაყოფილები იქნებიან თქვენი პუნქტუალურობით და მაღალი პროფესიული დონით. ხუთშაბათს არასასურველია ნებისმიერი ფინანსური საკითხის გადაწყვეტა, ამან შეიძლება გაუგებრობა და უთანხმოებები გამოიწვიოს. პირად ცხოვრებაში თქვენი სიმშვიდით ყველა რთული მომენტი მოგვარდება.

იყავით ყურადღებიანი და ფრთხილი შაბათ-კვირას, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. უმჯობესია ეს დღები თქვენს ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 25, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

კურო

ეს კვირა  ნათელი და სავსე იქნება სხვადასხვა შთაბეჭდილებითა და ღონისძიებებით, შეხვედრებითა და ახალი ნაცნობობით. ხელსაყრელი დროა ახალი სამსახურის მოსაძებნად. თქვენი იუმორის გრძნობა და პირადი ხიბლი შეიძლება დადებითად აისახოს თქვენს წარმატებაზე ბევრ საკითხში. სიმშვიდე და კონცენტრაცია საშუალებას მოგცემთ სასწაულები მოახდინოთ. კარგი დროა ძველი პროექტების დასასრულებლად და მოგების მისაღებად, თუმცა მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებს, ისიამოვნეთ თქვენ მიერ შექმნილი სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდით. არ გაწყენდათ ზღვაზე ან მთაში მცირეხნიანი მოგზაურობა. პირად ცხოვრებაში  შესაძლებელია სერიოზული კამათი გეგმებში შეუსაბამობის გამო. იყავით უფრო მომთმენი, წადით გონივრულ კომპრომისზე.

შაბათ-კვირას მეგობრულ წვეულებაზე დროს არაჩვეულებრივად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 27.

ტყუპი

ამ კვირაში ძალა მოიკრიბეთ და შეეგუეთ მიმდინარე მოვლენებს. სამსახურში შეცდომების თავიდან ასაცილებლად უფრო ყურადღებით უნდა იყოთ დეტალების მიმართ, დიდი მონდომება და თავდაჯერებულობა დაგჭირდებათ. თქვენი ძალისხმევა ხელმძღვანელებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება და, სულ ცოტა, მადლობას გეტყვიან. მრავალფეროვანი იდეები გექნებათ, რომელთაგან ბევრი მოგებას მოგიტანთ. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას შეგიძლიათ ელოდოთ უამრავ მოულოდნელ სიტუაციას და თანამოსაუბრეების ორიგინალურ ნაბიჯებს. შეეცადეთ არავისთან იკამათოთ; წინასწარ დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ზოგჯერ უმჯობესია გაჩუმდეთ და შემდეგ მშვიდად მოიქცეთ ისე, როგორც გსურთ, ვიდრე ამტკიცოთ, რომ მართალი ხართ. სავარაუდოდ, პრობლემები  გექნებათ ბავშვებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში.

შაბათ-კვირას ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას და კვებას.

სასიკეთო დღეები: 28, 29

არასასიკეთო დღე: 26.

კირჩხიბი

ამ კვირაში  სავარაუდოა საქმიანობის საკმაოდ მკვეთრი ცვლილება, თუმცა სამსახურის შეცვლა საერთოდ არ არის საჭირო, უბრალოდ, გამოჩნდება სხვა საკითხი და მასზე მოგიწევთ მუშაობა. მიიღეთ კოლეგების დახმარება, ეს ძალიან სასარგებლო იქნება. არასასურველია თქვენი ფინანსური კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენება. გადაჭარბებულმა თავდაჯერებულობამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები კოლეგებთან. ეს კვირა შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ნიჭის რეალიზაციისა და დიდი ხნის წინ გადადებული დელიკატური საკითხების გადასაჭრელად. ენდეთ თქვენს ინტუიციას, ის თქვენი წარმატების მთავარი მეგზური იქნება.

შაბათ-კვირას თქვენი საყვარელი ადამიანი რომანტიკულ მოგზაურობაში დაგპატიჟებთ.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 27.

ლომი

ეს კვირა ლომებს შინაგან დაძაბულობას და სამუშაოზე დატვირთვის ზრდას მოუტანს. ეცადეთ, თქვენი ენერგია მიზანმიმართულად მიმართოთ. შეგიძლიათ თავდაჯერებულად დაიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება, მაგრამ, ამავე დროს, შეეცადეთ, ზედმეტი საქმეებით არ გადაიტვირთოთ. პარასკევს ლიდერული თვისებების დემონსტრირების შანსი გექნებათ. მოაწესრიგეთ თქვენი ფინანსური საქმეები, დაგეგმეთ მომავალი. პირად ცხოვრებაში მოთმინება მოგიწევთ. შესაძლოა ნათესავებთან ურთიერთობა გართულდეს, თუმცა ურთიერთგაგებას მიაღწევთ. კვირის ბოლო სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის განცდას მოგიტანთ.

უმჯობესია, შაბათ-კვირა სახლში – ოჯახთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 28.

ქალწული

ამ კვირაში დასახული გეგმების წარმატებით განხორციელება თქვენს განწყობაზე იქნება დამოკიდებული. შეეცადეთ, ყურადღებით დაგეგმოთ თქვენი საქმიანი შეხვედრები. ორშაბათს მოგზაურობების და საქმიანი მივლინებების დაგეგმვა წარმატებული იქნება. ხუთშაბათს დახმარებისთვის მიმართეთ თქვენს აქტივობას და ინტუიციას – შესაძლებელია ორიგინალური პროექტების განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს: ახლა რისკების დრო არ არის, დაზოგეთ და რამდენჯერმე შეამოწმეთ თქვენი რესურსები. არ  გააფუჭოთ ურთიერთობა მათთან, ვინც თქვენს აზრს არ იზიარებს. შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.

შაბათ-კვირას მოგიწევთ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება.

სასიკეთო დღეები: 25, 31.

არასასიკეთო დღე: 27.

სასწორი

სამუშაო პერიოდი მთელი კვირის განმავლობაში ძალიან პროდუქტიული იქნება. საბოლოოდ შეძლებთ დიდი ხნის დაწყებული რთული პროექტების დასრულებას. ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. პარასკევს ელოდეთ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ თქვენი კავშირები და შესაძლებლობები კარიერული წინსვლისთვის. თქვენზეა დამოკიდებული ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლა. ხუთშაბათს არ ჩაერთოთ კამათში, რადგან ის არაფერს კონსტრუქციულს არ მოიტანს. პირად ცხოვრებაში ყურადღება უნდა მიაქციოთ ზრუნვის ჟესტებს და არა სიტყვებს.

შაბათი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კვირა კარგი დღეა სუფთა ჰაერზე გასეირნებისთვის.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

მორიელი

ეს კვირა გპირდებათ, რომ ენერგიული და საინტერესო იქნება, მაგრამ სამსახურში მოგიწევთ დეტალებზე ყურადღების გამახვილება და ყველა ინფორმაციის მრავალჯერადად შემოწმება. ნუ დაეყრდნობით მეხსიერებას ან ვერბალურ შეთანხმებებს, ყველაფერი ქაღალდზე ჩაიწერეთ. ეს სიფრთხილე სერიოზული პრობლემებისა და სამუშაოს ხელახლა შესრულების აუცილებლობისგან გიხსნით. ყველაზე რთულ კითხვებს მხოლოდ კვირის შუა რიცხვებისთვის მოეფინება ნათელი, პარასკევს სოლიდური მოგება გელით. პირად ცხოვრებაში ღირს საყვარელი ადამიანების მოსმენა, მათი აზრი სასარგებლო იქნება.

შაბათ-კვირას ახალი შთაბეჭდილებები, მოგზაურობები, ახალ ადამიანებთან კომუნიკაცია გელოდებათ. ახლობლებთან ურთიერთობა უმჯობესდება.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 27.

მშვილდოსანი

ამ კვირაში შესაძლებელია ბიზნესპარტნიორებთან სირთულეები, იპოვეთ გონივრული კომპრომისი. მიჰყევით თქვენს გეგმებსა და განზრახვებს. ფრთხილად იყავით კოლეგებთან და უფროსებთან ურთიერთობისას, თქვენი ყველა განცხადება მათ არ მოეწონებათ. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეგიძლიათ მეგობრების მხარდაჭერაზე დაყრდნობა. სამსახურსა და სახლში შესაძლებელია მცირე კონფლიქტები, ამიტომ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ სიტყვებსა და ქმედებებთან დაკავშირებით. ურთიერთობისას უნდა მოერიდოთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებსა და ემოციურობას. პარასკევს მოგზაურობები ხელსაყრელი იქნება. არ გადადოთ დაგეგმილი შვებულება.

შაბათ-კვირა  უმჯობესია მეგობრებთან შეხვედრას დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 25, 29

არასასიკეთო დღე: 28.

თხის რქა

თხის რქებს უნიკალური შანსი ექნებათ, შეარბილონ კონფლიქტები და გააუმჯობესონ ურთიერთობები არაკეთილმოსურნეებთანაც კი. თქვენი ტაქტი და დიპლომატია განსაკუთრებით ძლიერი იქნება ამ კვირაში. ორშაბათს შესაძლებელია შეფერხებები საქმეებში, მაგრამ ისინი სწრაფად მოგვარდება. პარასკევს მოსალოდნელია ახალი შესაძლებლობები გაგეხსნათ. სასიამოვნო და თბილი სიურპრიზები გელოდებათ ოჯახურ წრეში, რაც გააძლიერებს სიახლოვის განცდას. ეს დრო შესაფერისია ძველი ჭრილობების მოშუშებისა და პირად გარემოში სიყვარულის, ნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს აღსადგენად.

შაბათ-კვირას შეეცადეთ მშვიდ გარემოში, მარტომ დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 25

მერწყული

ეს კვირა ხელსაყრელია კარიერული ზრდისა და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. ორშაბათს სასურველია, არ გაჯიუტდეთ თქვენი ავტორიტეტისა და კომპეტენციის დაცვისას, განსაკუთრებით ამ საკითხში უფრო გამოცდილი ადამიანების თანდასწრებით. ეცადეთ, თავიდანვე ჩაახშოთ შესაძლო კამათი, ყველაფერი ხუმრობად აქციოთ. ხუთშაბათს გექნებათ შესაძლებლობა, გამოავლინოთ თქვენი ერუდიცია, იქნება მრავალი შეხვედრა, სატელეფონო საუბარი, მოგზაურობა. კვირის მეორე ნახევარში შეიძლება დაგჭირდეთ ისეთი უნარი, როგორიცაა დიპლომატია.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, დაძლიოთ სხვის საქმეებში თქვენი რჩევებით ჩარევის სურვილი, ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 29.

თევზები

ამ კვირაში თევზებს გაუმართლებთ, თუ გრძნობებისა და იდეების გამოხატვის ახალ, დახვეწილ და შემოქმედებით გზებს იპოვიან. ენდეთ თქვენს გემოვნებას და სურვილებს, შექმენით ატმოსფერო, რომელიც გამოგაცოცხლებთ. სასურველია, იფიქროთ თქვენი იმიჯის შეცვლაზე. დააკვირდით თქვენს მეტყველებას, შეეცადეთ, დაფიქრდეთ იმაზე, თუ რას ამბობთ. გარემოებები გიბიძგებთ, გადახედოთ თქვენს პრინციპებსა და ქცევით სტერეოტიპებს. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია ეჭვიანობის მომენტები, მაგრამ უმნიშვნელო. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან, განსაკუთრებით კი – ბავშვებთან.

შაბათს ან კვირას გექნებათ მოულოდნელი შეხვედრა, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 30.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close