
ტვერის ოლქში (რუსეთის ფედერაცია) ტრაგიკულად დაიღუპა 30 წლის რუსი მოდელი, „მის სამყარო 2017“-ის მონაწილე ქსენია ალექსანდროვა. ავტომობილი, რომელშიც იგი იმყოფებოდა, ცხენირემს (ლოსი) შეეჯახა. შეჯახება სასიკვდილო აღმოჩნდა: ახალგაზრდა ქალი მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდნენ მის გადასარჩენად, თუმცა ვერაფერს გახდნენ. მოდელი 12 აგვისტოს გარდაიცვალა.
ტრაგედიის დეტალები
ქსენია ალექსანდროვა სახლში ბრუნდებოდა მეუღლესთან – ილიასთან ერთად, რომელზეც 5 თვის წინ, მარტში დაქორწინდა. ახალგაზრდა ქალი ავტომობილში მგზავრის სავარძელში იჯდა, მძღოლის (მეუღლის) გვერდით, როდესაც ტყიდან მოულოდნელად ტრასაზე ლოსი გამოვარდა.
„ცხოველის დანახვიდან შეჯახებამდე ერთი წამი გავიდა. ვერაფრის გაკეთება მოვასწარი“, – თქვა მოდელის ქმარმა.
ძლიერი შეჯახების ტალღამ ახალგაზრდა ქალი მანქანის სალონიდან გადმოაგდო. ქსენიამ ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო. გამვლელმა მძღოლებმა დაზარალებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა სასწრაფო დახმარების ჯგუფი მხოლოდ 15 წუთის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე. ალექსანდროვა მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი მძიმე დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
ქსენია ალექსანდროვამ 2017 წელს რუსეთი წარადგინა „მის სამყაროს“ კონკურსზე და ასევე გახდა პირველი ვიცე-მისი „მის რუსეთის“ ეროვნულ კონკურსში. ერთი ტრაგიკული შემთხვევითობა კი ახალგაზრდა ქალს, რომელიც ბედნიერად და უზრუნველად ცხოვრობდა თავის რჩეულთან ერთად, სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ნინო ხოშტარია
View this post on Instagram
View this post on Instagram
კომენტარები