მსოფლიოპოლიტიკა

რა ეწერა წერილში, რომელიც მელანია ტრამპმა პუტინს გაუგზავნა – შინაარსი ცნობილია

მელანია ტრამპის ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვის ისტორია რამდენიმე დღის წინ დაიწყო – იმ დროს, როდესაც რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ალასკაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ამერიკის პირველმა ლედიმ წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, თუმცა მისი შინაარსი არ გასაჯაროებულა. მხოლოდ ითქვა, რომ ტრამპმა ის პირადად გადასცა პუტინს. რამდენიმე დღის შემდეგ სიტუაცია გაირკვა, – ამერიკულმა ტელეკომპანია Fox News-მა გაამხილა, თუ რა სთხოვა მელანია ტრამპმა ვლადიმირ პუტინს.

ტელეკომპანია აქვეყნებს წერილს, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვალდიმირ პუტინს გაუგზავნა.

წერილში მელანია ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ბავშვების დაცვისკენ მოუწოდებს. „ფოქს ნიუსის“ ცნობით, როგორც კი ტრამპმა პუტინს წერილი გადასცა, მან ის დაუყოვნებლივ წაიკითხა ამერიკული დელეგაციის თანდასწრებით.

აღსანიშნავია, რომ წერილში არ არის ნახსენები უკრაინა ან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება.

„ყველა ბავშვს, განურჩევლად წარმომავლობის ქვეყნისა ან სოციალური სტატუსისა, ერთნაირი ოცნებები აქვს – სიყვარულზე, შესაძლებლობებსა და საფრთხისგან დაცულობაზე.

როგორც მშობლების, ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მომავალი თაობის იმედს. როგორც ლიდერების, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს შვილებს, რაც სცდება რამდენიმე ადამიანის კომფორტს. უდავოდ, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ, ღირსებით სავსე სამყარო შევქმნათ ყველასთვის, რათა ყველა ადამიანმა მშვიდად გაიღვიძოს და მომავალი საიმედოდ იყოს დაცული.

ეს მარტივი, მაგრამ ღრმა იდეაა, ბატონო პუტინ, რაშიც, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით: თითოეული თაობის შთამომავლები ცხოვრებას სისუფთავით იწყებენ – უმანკოებით, რომელიც აღემატება გეოგრაფიას, მმართველობას ან იდეოლოგიას.

და მაინც, დღევანდელ მსოფლიოში ზოგიერთი ბავშვი იძულებულია, თავის თავში ატაროს ჩუმი სიცილი, რომელსაც გარშემო არსებული სიბნელე არ შეხებია – ჩუმი წინააღმდეგობა იმ ძალების მიმართ, რომლებიც მათ მომავალს ემუქრებიან. ბატონო პუტინ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, დაუბრუნოთ მათ მელოდიური სიცილი.

ამ ბავშვების უმანკოების დაცვით, თქვენ უფრო მეტს გააკეთებთ, ვიდრე მხოლოდ რუსეთის მსახურებაა – თქვენ მთელ კაცობრიობას მოემსახურებით. ასეთი თამამი იდეა ყოველგვარ ადამიანურ დაყოფას სცდება და სწორედ თქვენ, ბატონო პუტინ, შეგიძლიათ ამ ხედვის რეალობად ქცევა დღესვე ერთი ხელმოწერით.

დრო დადგა“, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close