რომელი ქვეყნებიდან გამოგზავნეს ივლისში ყველაზე მეტი თანხა – ტოპ 10 ქვეყანა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 337 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13%-ით (38.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.3%-ს შეადგენს, შესაბამისი 149.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 16.4%-ია. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-იდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივლისში აშშ-იდან 21.1%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 60.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ქვეყნების რეიტინგში აშშ პირველ პოზიციაზეა.
რაც შეეხება რუსეთს, მართალია ფულადი გზავნილები ამ ქვეყნიდან კლების ტენდენციით ხასიათდება და ივლისშიც შემცირდა წლიურად 0.5%-ით, თუმცა ის 45.3 მლნ აშშ დოლარით მესამე უმსხვილესი კონტრიბუტორია.
ფულადი გზავნილები ივლისში – ტოპ 10 ქვეყანა:
# | ქვეყანა | ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) | ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
1 | აშშ | $60.93 მილიონი; | 21.05% |
2 | იტალია | $55.72 მილიონი; | 13.99% |
3 | რუსეთის ფედერაცია | $45.25 მილიონი; | -0.47% |
4 | გერმანია | $29.24 მილიონი; | 18.38% |
5 | საბერძნეთი | $26,09 მილიონი; | 12.41% |
6 | ისრაელი | $24.07 მილიონი; | 11% |
7 | ყირგიზეთი | $11.29 მილიონი; | 44.05% |
8 | თურქეთი | $10.03 მილიონი; | 9.42% |
9 | ესპანეთი | $10.02 მილიონი; | 42.18% |
10 | ყაზახეთი | $8.66 მილიონი; | -17.66% |
კომენტარები