ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 18 – 24 აგვისტო

ამ კვირაში ცაზე ორი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. 18 აგვისტო, მერკური-მარსის სექსტილი – ამჯერად ეს ასპექტი მეორდება. წინა ასპექტი იყო 14 აგვისტოს, როდესაც მერკური პირდაპირ მოძრაობდა, ახლა კი რეტროგრადული მიმართულება მიიღო და მარსთან სექსტილი გაიმეორა. განსხვავება ისაა, რომ ახლა ზოგიერთი საკითხი, რომელიც წარსულში დაუმთავრებელი დარჩა, შეიძლება აქტუალური იყოს. შესაძლოა რაღაც გაიხსენოთ და დაასრულოთ. ინტელექტუალური აქტივობის დინამიკა კი მაღალი რჩება. ასევე შეგიძლიათ რაიმეს (ენა, ხელობა..) სწავლა, მოგზაურობა და ახალი კონტაქტების დამყარება. ინფორმაციასა და დოკუმენტებთან მუშაობა კარგად წარიმართება.
24 აგვისტო – მზე-ურანის კვადრატი შეუზღუდავი თავისუფლებისკენ სწრაფვის დაძაბული ასპექტია. ადამიანები, რომლებზეც ეს ასპექტი იმოქმედებს, შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ იმისკენ, რომ ნებისმიერი ვალდებულება და გარე გარემოება ისე აღიქვან, როგორც საკუთარი პირადი თავისუფლების შემზღუდველი ფაქტორი. მათთვის პასუხისმგებლობის აღება და დისციპლინის მიღწევა შეიძლება უკიდურესად რთული იყოს.
ამ კვირაში დომინირებს რადიკალური ქმედებების სურვილი, ქაოსისა და ნგრევისკენ მიდრეკილება პირადი თავისუფლებისთვის რევოლუციური ბრძოლის საფარქვეშ. ამ ფონზე, იზრდება ელექტროენერგიის ინდუსტრიასა და ტრანსპორტში ავარიების ალბათობა. შესაძლოა მოხდეს აფეთქებები, რომელიც ადამიანის მიერ იქნება გამოწვეული.
დრო ხელსაყრელია პროექტებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ლოგიკა, მკაფიო თანმიმდევრობა და დეტალებისადმი ყურადღება, მაგრამ, ამავე დროს, მოერიდეთ როგორც საკუთარი თავის, ისე ირგვლივ მყოფების მიმართ ზედმეტად კრიტიკულ დამოკიდებულებას. ცხოვრებაში ჰარმონია ყოველთვის არ მიიღწევა მკაცრი კონტროლით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ საქმეებსა და ურთიერთობებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ იყო დარჩენილი. მიეცით მათ შანსი, იპოვონ ახალი საყრდენები. მთავარია არ იჩქაროთ!
ვერძი
ამ კვირაში დაფიქრდით განათლებაზე და საკუთარი კულტურის გაუმჯობესებაზე. იყავით გონიერი და წინდახედული გადაწყვეტილებების მიღებისას, რადგან თქვენი უახლოესი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. თუ არ იზარმაცებთ, შეძლებთ ბრწყინვალე შედეგების მიღწევას თქვენს საქმიანობაში. ნუ უგულებელყოფთ შემთხვევით საუბრებს – შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია შეიტყოთ. თქვენს ფინანსურ საქმეებსა და პარტნიორობას შეიძლება დიდი ძალა და ენერგია დასჭირდეს. თუ რისკისკენ ხართ მიდრეკილი, უმჯობესია ახლავე მოერიდოთ ასეთ სიტუაციებს. კვირის ბოლოსთვის ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და თავდაჯერებულობაც მოიმატებს.
შაბათ-კვირას დაეხმარეთ მეზობლებს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში – ეს თქვენს ავტორიტეტს გაზრდის.
სასიკეთო დღეები: 21, 23.
არასასიკეთო დღე: 18.
კურო
კვირის პირველი ნახევარი მეორეზე უფრო წარმატებული იქნება. სოციალურმა აქტივობებმა შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო წაიღოს. სამშაბათს და ოთხშაბათს შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. სწორად უნდა შეაფასოთ თქვენი ემოციური მდგომარეობა და ისწავლოთ გრძნობების გამოხატვის კონტროლი. თუ უკიდურესობებში არ გადავარდებით, თქვენ წინაშე დიდი ხნის ნანატრი პროფესიული და შემოქმედებითი პერსპექტივები გაიხსნება. მხიარულება და ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ თქვენს მიზანს და შეუფერხებლად გადახვიდეთ ახალ ამოცანებზე. პროფესიულ სფეროში შესაძლებლობა გექნებათ დაეუფლოთ ახალ უნარს, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადგებათ. ფინანსური საკითხები სიფრთხილეს მოითხოვს – მოერიდეთ გაუაზრებელ, სპონტანურ დანახარჯებს.
კვირას მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი საყვარელი ადამიანებისგან, რაც განწყობას აგიმაღლებთ.
სასიკეთო დღეები: 19, 20.
არასასიკეთო დღე: 23.
ტყუპი
ამ კვირაში ინტელექტუალური დატვირთვა გაიზრდება, მაგრამ შემოქმედებითი სამუშაო სიამოვნებას მოგანიჭებთ. გარდა ამისა, გექნებათ მოხერხებული გრაფიკი და კარგი ჰონორარი. ამ კვირიდან შეგიძლიათ ელოდოთ შთაგონებას და ახალ უჩვეულო იდეებს. გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით ხელსაყრელია საზღვრების გაფართოებისკენ მიმართული აქტივობები. სარისკო წამოწყებები წარმატებით დასრულდება, თუ სწორად განსაზღვრავთ თქვენს ძლიერ მხარეებს და დიდ იმედებს არ დაამყარებთ სხვების დახმარებაზე. კვირის ბოლოს თქვენი ყურადღება საყოფაცხოვრებო და ოჯახურ საკითხებზე იქნება მიმართული.
შაბათ-კვირას შესანიშნავად დაისვენებთ, თუ ზღვაზე ან ტბაზე წახვალთ. მოსალოდნელია პერსპექტიული ნაცნობობა.
სასიკეთო დღეები: 22, 24.
არასასიკეთო დღე: 19.
კირჩხიბი
უახლოეს დღეებში ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ, ნუ იჩქარებთ და წარმატებები გარანტირებული გექნებათ. სამშაბათს ჯობია ჩრდილში დარჩეთ და იქიდან მართოთ სიტუაცია. ოთხშაბათი კარგი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ნუ გადადებთ პრობლემების გადაჭრას, რადგან საქმეები დაგროვდება და დაძაბულობა გაიზრდება. დროა საკუთარი თავისგან მოითხოვოთ ის, რის მიღწევაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ. კარგი შანსი გექნებათ, თქვენი სოციალური სტატუსი შეცვალოთ, რაშიც ახლობლები დაგეხმარებიან. მიხვდებით, რომ მზად ხართ მნიშვნელოვანი მიზნისკენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმისთვის.
შაბათ-კვირას ოჯახურ საკითხებში წამყვანი როლის შესრულება მოგიწევთ.
სასიკეთო დღეები: 20, 22.
არასასიკეთო დღე: 18.
ლომი
სანამ იმოქმედებთ, იფიქრეთ მოსალოდნელ შედეგებზე. შეეცადეთ, რეალისტურად შეაფასოთ თქვენი ძლიერი მხარეები – ნუ აიღებთ დამატებით სამუშაოს და მძიმე ვალდებულებებს. შეეცადეთ, არსებულ სიტუაციას სხვა კუთხით შეხედოთ და ორიგინალური გადაწყვეტილებები იპოვოთ. გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა მარტივი იყოს სტრუქტურა, საფუძველი ყველაფერს სჭირდება. ხუთშაბათს უმჯობესია არ დაიწყოთ ახალი საქმეები და არ ელოდოთ მყისიერ მოგებას. ეცადეთ, კრიტიკულად შეაფასოთ თქვენი სამუშაო და ნუ გეგონებათ, რომ ყველაფერს სხვებზე უკეთ აკეთებთ. შაბათს შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა ადამიანებთან წარსულიდან, რაც ძლიერ ემოციებს გააღვიძებს.
კვირას შეეცადეთ, ბუნებაში გახვიდეთ და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 21, 23.
არასასიკეთო დღე: 20.
ქალწული
ამ კვირაში მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ქმედებებზე კონცენტრირდეთ და დრო წვრილმანებზე არ დაკარგოთ, მაშინ ყველა სამუშაო წარმატებული იქნება. ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები იხსნება სამსახურშიც და პირად სფეროშიც. შესაძლოა თანამშრომლობის საინტერესო ვარიანტი შემოგთავაზონ. თავისუფლად შეგიძლიათ დაეყრდნოთ მეგობრების მხარდაჭერას. მთავარია თანმიმდევრული იყოთ და თქვენი დიპლომატიური უნარები გამოავლინოთ. პირად ცხოვრებაში იქნება შანსი, ურთიერთობები უფრო თბილი და სანდო გახადოთ. გულწრფელ საუბრებს თავს ნუ აარიდებთ – ეს უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე დუმილი.
უმჯობესია შაბათ-კვირა სახლში გაატაროთ, შეიძლება მოულოდნელი სტუმრების მასპინძლობა მოგიწიოთ.
სასიკეთო დღეები: 19, 24.
არასასიკეთო დღე: 20.
სასწორი
ამ კვირაში დიდი ყურადღება დაგჭირდებათ, სიფრთხილე არ დაგაზარალებთ, რათა რეალურ წარმატებას მიაღწიოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ეცადეთ, არ ითამაშოთ „დამალობანა“ და ახლობლები არ მოატყუოთ. გარკვეული სირთულეები სავარაუდოა, მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი საკმაოდ ადვილად დასაძლევი იქნება. მოუსმინეთ ინტუიციის ხმას – ის არ მოგატყუებთ და საკმაოდ კარგ გადაწყვეტილებებსაც გიკარნახეთ. ოთხშაბათი და შაბათი კარგია ყველაზე რთული პრობლემების გადასაჭრელად. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გაღიზიანება არ გამოავლინოთ ირგვლივ მყოფებისა და ახლობლების მიმართ.
შაბათ-კვირას ოჯახური პრობლემები ისე მოაგვარეთ, რომ დასვენებისა და ძალების აღდგენის დროც დაგრჩეთ.
სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 19.
მორიელი
ამ კვირაში ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თქვენი სიმშვიდე და მახვილგონიერება სასიკეთო გავლენას მოახდენს გარშემო მყოფებზე. გექნებათ შანსი, მნიშვნელოვნად გააძლიეროთ თქვენი ავტორიტეტი. წარმოუდგენელი იდეებით აღსავსე იქნებით. თქვენი სურვილები შეიძლება ახდეს სწორედ იმ მომენტში, როდესაც დადებითი შედეგის იმედი გადაგეწურებათ. სავარაუდოა გარკვეული შეფერხებები ბიზნესში და სირთულეები სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობისას. შეიმუშავეთ შესასრულებელი სამუშაოს მკაფიო განრიგი და მკაცრად დაიცავით. პრობლემები მათი წარმოშობისთანავე მოაგვარეთ, ორჭოფობაზე ენერგიას და დროს ნუ დახარჯავთ. თუ უჩვეულო სიტუაციაში არ დაიბნევით, რომანტიკული შეხვედრა გელით.
შაბათ-კვირას ფრთხილად იყავით საუბრისას, რადგან ნებისმიერი საუბარი შეიძლება კონფლიქტით დასრულდეს.
სასიკეთო დღეები: 19,
არასასიკეთო დღე: 20.
მშვილდოსანი
კვირის დასაწყისში უკიდურესად ფრთხილად იყავით, სწორად შეაფასეთ თქვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი საქმიანი რეპუტაცია რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ოთხშაბათს საბოლოოდ შეძლებთ რამდენიმე სხვადასხვა საკითხის ერთი ხელის მოსმით გადაჭრას. მეგობრები მხარს დაუჭერენ თქვენს იდეას, თუნდაც ეს სარისკოდ მოეჩვენოთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები, რომლებიც სულს გაგითბობთ. ნუ იტყვით უარს შეხვედრებზე, თუნდაც დაღლილი იყოთ. ბედი გიღიმით, იყავით გონიერი და რაც მთავარია – ნუ იჩქარებთ, ნუ ქმნით აურზაურს თქვენს გარშემო.
შაბათ-კვირისთვის იგრძნობთ შთაგონების მოზღვავებას და მოქმედების წყურვილს, რაშიც სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობა ძალიან დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 20, 21.
არასასიკეთო დღე: 19.
თხის რქა
სამსახურში, რაც არ უნდა ეცადოთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ჩანს. ახლა არაფრის შეცვლის დრო არ არის. უმჯობესია არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდეთ და ობიექტურად შეაფასოთ. გახსოვდეთ, საჭიროა სწორი დავალების არჩევა და რეალური მიზნის დასახვა. ყველაზე წარმოუდგენელი გეგმებიც კი გავლენიანი ადამიანების მტკიცე მხარდაჭერას მოიპოვებს. ურთიერთობებში მოთმინება გამოიჩინეთ, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი კონფლიქტები. ნუ გაღიზიანდებით წვრილმანებზე. კვირის ბოლოსთვის მიიღებთ პასუხს კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.
შაბათს საინტერესო ინფორმაცია და მეგობრული კომუნიკაცია გაგახარებთ.
სასიკეთო დღეები: 20, 24.
არასასიკეთო დღე: 22.
მერწყული
დროა წინ წახვიდეთ, შეგიძლიათ უსაფრთხოდ გააფართოოთ თქვენი ბიზნესი, ან ახალი ტიპის საქმიანობა დაიწყოთ. ამ კვირაში საკმაოდ ხშირად მოგიწევთ კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება, დიპლომატია უფრო მეტად დაფასდება, ვიდრე პრინციპულობა. ნუ შეგეშინდებათ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. ეცადეთ, არ იკამათოთ უფროსებთან, ამან შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. დაწინაურების დიდი ალბათობაა. სასურველია, არ ჩაერთოთ ინტრიგებში და არ იჭორაოთ კოლეგებსა და ნაცნობებზე.
შაბათ-კვირას თქვენი გეგმები შეიძლება ჩაიშალოს ახლო მეგობრების გამო.
სასიკეთო დღეები: 21, 22.
არასასიკეთო დღე: 18.
თევზები
ამ კვირაში შეიძლება გაგიჭირდეთ სწრაფი ნაბიჯის გადადგმის გადაწყვეტილების მიღება. გადალახეთ ეს პატარა შიში და იგრძნობთ კმაყოფილებას და თავდაჯერებულობას საკუთარი ძალების მიმართ. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ, როგორც ყოველთვის, საუკეთესო ფორმაში ხართ. სამსახურში დიდი ხნის პრობლემის გადაჭრის შანსი გექნებათ, შეძლებთ რამდენიმე საქმის ერთდროულად მოგვარებას. მოერიდეთ უსარგებლო შეხვედრებსა და ფუჭ, უაზრო საუბრებს. პირადი ცხოვრება ჰარმონიითა და ურთიერთგაგებით გაგახარებთ.
შაბათ-კვირა კარგი დასვენებისა და სასიხარულო აღმოჩენების დროა.
სასიკეთო დღეები: 19, 20.
არასასიკეთო დღე: 18.
თამთა გურული
კომენტარები