საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის გაფრთხილებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა და ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით მოქალაქეებმა ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
ესპანეთის სამეფოში, განსაკუთრებით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, გალისიაში, კასტილია და ლეონსაში, ასევე, ექსტრემადურაში ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.
გთხოვთ, გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე, მოერიდოთ ხანძრების ზონებს, გაითვალისწინოთ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომრებზე:
საქართველოს საელჩო: +34691387221;
სასწრაფო დახმარება ესპანეთში: 112“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, საელჩო უთითებს საიტის მისამართს, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ხანძრების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღონ.
კომენტარები