ქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიგო – „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა და ევროპის სუპერთასის მფლობელი გახდა

ჩემპიონთა თასის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასისთვის ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ტოტემჰემს“ დაუპირისპირდა, ძირითადი დროის 2:2 დასრულების შემდეგ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა და ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენა ორჯერ შეეძლო – მე-8 წუთზე კარში დარტყმა სცადა, მაგრამ მცველებმა ხელი შეუშალეს, ხოლო 35-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ გოლის გატანა უსმან დემბელეს შეეძლო, თუმცა მიზანს ააცილა.

შეტევების გამწვავებას „ტოტენჰემი“ უფრო ახერხებდა და 39-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა – ინგლისელების შეტევა მიკი ვან დე ვენმა დააგვირგვინა და ლონდონელები დააწინაურა.

48-ე წუთზე კი ფრანგების კარში მეორე ბურთი კრისტიან რომერომ გაიტანა და „პსჟ“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მე-60 წუთზე კვარაცხელია შეცვალეს. „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ მეორე ტიტულისთვის ბრძოლის წაგებასთან ახლოს იყო, მაგრამ პარიზელთა ბოლო წუთების შტურმმა შედეგი გამოიღო – 85-ე წუთზე ლი კანგ-ინმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 90+4-ე წუთზე გონსალო რამოშმა წონასწორობა აღადგინა.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც პარიზელებმა უკეთ შეასრულეს, 4:3 მოიგეს და ევროპის სუპერთასის მფლობელები გახდნენ.

მერაბ მამულაშვილი

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close