მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

რა დროს და საიდან შეგვეძლება მეტეორული წვიმის „შოუს“ დანახვა, რომელიც სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა

პერსეიდების ნაკადი, რომელსაც მეტეორთა წვიმას უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასტრონომიული მოვლენაა. დედამიწიდან მასზე დაკვირვება ყოველწლიურად ივლისს-აგვისტოშია შესაძლებელი. წელს ეს მეტეორული ნაკადი პიკს 12 აგვისტოს მიაღწევს. ამ პერიოდში საათში რამდენიმე ათეული, ზოგჯერ კი ასეული მეტეორის დანახვაა შესაძლებელი.

მეტეორული წვიმა ხდება მაშინ, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში უკიდურესად მაღალი სიჩქარით, პარალელური ტრაექტორიით შემოიჭრება კოსმოსური ნარჩენები – მეტეორიდები. მათი უმეტესობა ქვიშის მარცვალზე პატარაა და, შესაბამისად, ყველა მათგანი ატოსფეროში შემოსვლისას იწვება, რაც დედამიწიდან კაშკაშა ნათების სახით ჩანს.

ამ მოვლენის დანახვა ქალაქიდან ჭირს, რადგან სინათლის დაბინძურება ხელს გვიშლის მეტეორული წვიმის დანახვაში. სწორედ ამიტომ, ასტრონომიის მოყვარულები თუ ასტროფოტოგრაფები 12 აგვისტოსთვის ქალაქგარეთ მიდიან, რათა ეს სანახაობა არ გამოტოვონ.

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი აგვისტოს მეტეორული წვიმის შესახებ წერს.

„მეტეორების წვიმა გვაქვს ყოველ წელს დაახლოებით 17 ივლისიდან – 24 აგვისტომდე, პიკი წელს 12 აგვისტოს უწევს. ასე რომ, მოემზადეთ, სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა, 23:00 სთ-დან შეიარაღდით, თქვენი სურვილებით, დახატეთ ან ჩამოწერეთ საოცნებო თუ რაციონალური მიზნები. პერსეიდების (მეტეორთა) ნაკადი მოწყვეტილი ვარსკვლავების ეფექტს ქმნიან, თუმცა სინამდვილეში ეს კოსმოსური მტვერია, რომლისგანაც შენც, მეც და ყველა ამ სამყაროს ნაწილი შედგება… – წერს ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში.

მეტეორული წვიმა წელიწადში რამდენჯერმე ხდება, მაგრამ მხოლოდ სამი მათგანი აღწევს საათში 100-ზე მეტ ერთეულს, ესენია: პერსეიდები აგვისტოში, ჯემინიდები დეკემბერში და კვადრანტიდები იანვარში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close