მოგზაურობამსოფლიო

20 აგ­ვის­ტო­დან აშშ ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდე დეპოზიტს მოითხოვს

2025 წლის 20 აგვისტოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოქმედდება საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ტურისტულ ან საქმიან ვიზაზე განაცხადის შეტანისას რიგი ქვეყნების მოქალაქეებს მოეთხოვებათ სავალდებულო დეპოზიტი 5000, 10000 ან 15000 აშშ დოლარის ოდენობით, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო  Reuter-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ეტაპზე უცნობია, ვისზე გავრცელდება ახალი მოთხოვნა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც აშშ-ში დარჩენის ვადას რეგულარულად არღვევენ, ან შემოწმების პროცესი არასრულყოფილია. ასევე, პროგრამა საგარეო პოლიტიკის ფაქტორებიდან გამომდინარეც იმოქმედებს.

ახალი სავიზო პროგრამა 20 აგვისტოდან ამოქმედდება და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შტატებში ვიზიტით მყოფ პირებს დეპოზიტის თანხა სრულად დაუბრუნდებათ, თუ ისინი ქვეყანას ვიზით გათვალისწინებულ ვადაში დატოვებენ.

გარდა ამისა, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევა 250 აშშ დოლარის ოდენობის საფასური, რომელიც სავალდებულო იქნება არაიმიგრანტული ვიზების ყველა განმცხადებლისთვის, მათ შორის, B1/B2 ტურისტული ვიზის მისაღებად. თანხის დაბრუნება შესაძლებელია, თუ ვიზიტორები სავიზო რეჟიმს დაიცავენ. დაბრუნების მექანიზმი და ვადები ჯერ არ არის განსაზღვრული.

ახალმა ზომებმა აშშ-ის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვიზის ღირებულების ზრდამ შესაძლოა ქვეყანაში მოგზაურობისადმი ინტერესი შეამციროს.

დაკავშირებულ თემაზე: აშშ-ის ვიზაზე ახალი 250-დოლარიანი გადასახადი წესდება – ვის შეეხება და რა უნდა ვიცოდეთ?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close