საბერძნეთში 11 აგვისტოდან ბანკომატების მუშაობის წესი იცვლება – 4 ძირითადი ცვლილება

საბერძნეთში ბანკომატების მუშაობის რადიკალური ცვლილებები 11 გვისტოდან შევა ძალაში: მთავრობა ამცირებს ფულის განაღდების საკომისიოს და კერძო ოპერატორებისთვის აწესებს „ეროვნულ ლიმიტს“ – მაქსიმუმ 1.5 ევროს ტრანზაქციაზე. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კირიაკოს პიერაკაკისმა განაცხადა.
რა იცვლება
- ბერძნული ბანკის ბანკომატებიდან ნაღდი ფულის განაღდების საკომისიო 0% იქნება.
- საკომისიო გაუქმდება ქალაქებსა და სოფლებში, სადაც მხოლოდ ერთი ბანკომატი მუშაობს – მიუხედავად იმისა, ის ბანკს ეკუთვნის თუ კერძო ოპერატორს.
- მესამე მხარის ბანკომატებიდან (Euronet, Cashflex) ფულის განაღდებისთვის საკომისიოს მაქსიმალური ზღვარი 1.5 ევრო იქნება.
- ბალანსის უფასოდ შემოწმება და გადარიცხვების საკომისიოს გაერთიანება ბანკის ტარიფების შესაბამისად.
ოთხი ძირითადი ცვლილება
პირველი ცვლილება:
თუ მუნიციპალიტეტში ან თემში მხოლოდ ერთი ბანკომატია (მიუხედავად იმისა, ბანკს ეკუთვნის ის თუ კერძო ოპერატორს), საკომისიო უქმდება. ახლა ეს ვრცელდება მუნიციპალიტეტებზეც, რომელშიც თემები არ არის.
მეორე ცვლილება:
ΔΙΑΣ სისტემაში სხვა ბანკების ბანკომატებიდან ნაღდი ფულის განაღდების საკომისიო ნულდება.
მაგალითად: Eurobank-ის მომხმარებელი პირეოსის ბანკის ბანკომატიდან ნაღდ ფულს საკომისიოს გარეშე აიღებს.
გამონაკლისები: ახალი წესები არ ვრცელდება VIVA ბარათებსა და უცხოურ ბანკებზე.
მესამე ცვლილება:
თუ ბანკი ბანკომატის ოპერატორთან არის აფილირებული (მაგ. Cashflex და პირეოსის ბანკი), განაღდების საკომისიო ნულოვანი იქნება.
მეოთხე ცვლილება:
სხვა შემთხვევებისთვის შემოღებულია 1.5 ევროს ლიმიტი.
მაგალითად: თუ ეროვნული ბანკის ბარათის მფლობელი ფულს „ევრონეტის“ ბანკომატიდან იღებს, საკომისიო 1.5 ევროს არ გადააჭარბებს.
უცხოურ ბარათებზე ლიმიტი არ ვრცელდება, საკომისიოებს განსაზღვრავს გამცემი ბანკი.
კანონის დებულებები
პიერაკაკისის შესწორება ავსებს სამართლებრივ ხვრელებს და ახალ წესებს აწესებს:
საკომისიოს გაუქმება ბანკის ბანკომატებში.
საკომისიოს გაუქმება იმ ადგილებში, სადაც მხოლოდ ერთი ბანკომატია.
სხვა შემთხვევებისთვის საკომისიოს ლიმიტი – 1.5 ევრო.
ყველა ცვლილება ძალაში შედის 2025 წლის 11 აგვისტოს.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები