რჩევები

როგორ ავარჩიოთ კარგი საზამთრო და შევამოწმოთ მასში ნიტრატების შემცველობა

საზამთროს სეზონი, რეალურად, ივლის-აგვისტოს მიჯნაზე იწყება, თუმცა ეს საოცარი ხილი დახლებზე გაცილებით ადრე ჩნდება.

რატომ არ ღირს ადრე გაჩენილი საზამთროს შეძენა:

  • ზრდის დაჩქარებისთვის ხშირად იყენებენ ნიტრატებიან სასუქებსა და სტიმულატორებს;
  • სათბურის პირობებში მოყვანილი ჯიშები ნაკლებად ტკბილია;
  • ნამდვილი გემო და ნიტრატების მინიმალური შემცველობა მხოლოდ იმ საზამთროს აქვს, რომელიც სეზონზე მწიფდება.

რა უნდა ვიცოდეთ ნიტრატებზე

  • ეს არის ბუნებრივი მინერალური სასუქები, რომლებიც აუცილებელია მცენარეებისთვის;
  • კარგად დამწიფებულ საზამთროში ნიტრატები თითქმის არ რჩება – ისინი მწიფობის პროცესში ნაყოფიდან გამოდის;
  • ნიტრატები ნაწილობრივ შეიძლება დარჩეს მხოლოდ იმ ნაყოფის კანში, რომელიც კარგად არ არის დამწიფებული.

ნიტრატების მაღალი შემცველობა საკვებში იწვევს მწვავე მოწამლვას და შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული შედეგები, მაგალითად, ტაქიკარდია ან თავის ტკივილი.

როგორ გამოვავლინოთ ნიტრატები სახლის პირობებში

ჩადეთ საზამთროს რბილობის ნაჭერი ანადუღარ თბილ წყალში. თუ წყალი ვარდისფერ შეფერილობას მიიღებს – ნაყოფი არ არის უსაფრთხო და ჯობია, გადააგდოთ. თუ წყალი აიმღვრევა, ყველაფერი წესრიგშია და თამამად შეგიძლიათ მიირთვათ.

როგორ შევარჩიოთ მწიფე საზამთრო:

  • ზედაპირი უნდა იყოს პრიალა, ნაპრალებისა და ნაჭდევების გარეშე;
  • ზოლები – მკვეთრი და კონტრასტული;
  • „კუდი“ უნდა იყოს მშრალი, მაგრამ არა – გამხმარი;
  • უნდა ჰქონდეს მცირე ზომის, თანაბარი შეფერილობის ყვითელი ლაქა, რომელიც ნაყოფს მიწაზე დების გამო უჩნდება.

დარტყმისას „შიგნიდან“ უნდა ისმოდეს ღრმა და ვიბრირებადი ხმა, თუ ხმა ჩამქრალია – ნაყოფი გადამწიფებულია, ხოლო თუ ხმა ძალიან მაღალია – ნაყოფი მოუმწიფებელია.

განსაკუთრებული გაფრთხილება: არ იყიდოთ გაჭრილი ან გახეთქილი საზამთრო – მიკრობები სწრაფად აღწევენ ნაყოფში და ასეთი საზამთრო აღარ არის უსაფრთხო!

თამარ ქავჟარაძე

ამავე თემაზე: საზამთროს ლოსიონები და ნიღბები თქვენს კანს ახალგაზრდობას დაუბრუნებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close