„ცოცხალმა ნოსტრადამუსმა“ და ბაბა ვანგამ ერთნაირი შემაშფოთებელი პროგნოზები გააკეთეს 2025 წლისთვის – ახდება თუ არა?

ვანგამ და ბრაზილიელმა ათოს სალომემ (Athos Salomé), რომელიც ცნობილია, როგორც „ცოცხალი ნოსტრადამუსი“ (Nostradamus Vivo), ერთმანეთის მსგავსი პროგნოზები გააკეთეს 2025 წლისთვის, წერს ამერიკული გამოცემა New York Post-ი.
მიუხედავად იმისა, რომ ბაბა ვანგა, ბრმა ბულგარელი ნათელმხილველი, 1996 წელს გარდაიცვალა, მან მომავლისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება დატოვა და დღევანდელი ექსტრასენსებიც, მათ შორის, ცნობილი „ცოცხალი ნოსტრადამუსი“, ამ კონკრეტულ პროგნოზს ეთანხმებიან.
მან იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანები 2025 წელს უცხოპლანეტელებთან კონტაქტს დაამყარებენ და ეს მოვლენა, სავარაუდოდ, „მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას“ დაემთხვევა.
პარანორმალური მოვლენების 38 წლის თვითგამოცხადებულმა ექსპერტმა და წინასწარმეტყველმა ბრაზილიიდან, ათოს სალომემ, Daily Mail-ს განუცხადა, რომ ტექნოლოგიური წინსვლა და კოსმოსური კვლევების ზრდა ბოლოს და ბოლოს ჩვენი მოკრძალებული სახეობის არამიწიერ სიცოცხლესთან დაახლოებას გამოიწვევს.
„ჯეიმს უების ტელესკოპის წყალობით კაცობრიობამ შესაძლოა საბოლოოდ მიიღოს პასუხი უცხოპლანეტური სიცოცხლის არსებობის შესახებ, ხოლო ისეთი ქვეყნების მთავრობებმა, როგორიცაა აშშ, შეიძლება უცხოპლანეტელების შესახებ ფაილები სააშკარაოზე გამოიტანონ“, – განმარტა მან. „თუ ეს სიმართლეა, ამ აღმოჩენებმა შეიძლება რევოლუციური გადატრიალება მოახდინოს ჩვენს წარმოდგენაზე იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ვარსებობთ – და საკუთარი თავის შესახებ“.
„ჯეიმს უების ტელესკოპი, რომელმაც ჩვენი პლანეტა 2021 წლის დეკემბერში დატოვა, ამჟამად მზის გარშემო ბრუნავს. მიუხედავად იმისა, რომ მან ნამდვილად გააკეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი ასტრონომიული აღმოჩენა, როგორიცაა, მათ შორის, ეგზოპლანეტის აღმოჩენა 2025 წლის ივნისში, მას ჯერ არ აღმოუჩენია არცერთი არამიწიერი სიცოცხლე – თუმცა, არასდროს უნდა თქვა: „არასდროს“.
… წლის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატი უკვე ჩატარდა – უიმბლდონი, სუპერთასი და NBA-ს პლეი-ოფი (რომელი ერთი დავასახელოთ), მაგრამ ჯერ ნახევარი წელი წინაა და კიდევ ბევრი სპორტული ღონისძიება ჩატარდება. საინტერესოა, რომელი მათგანი მიიზიდავს უცხოპლანეტელებს“, – წერს გამოცემა.
ვინ არის „ცოცხალი ნოსტრადამუსი“
21-ე საუკუნის პოლიტიკური და ტექნოლოგიური რყევების ფონზე ახალგაზრდა ბრაზილიელი მისტიკოსის, ათოს სალომეს ფიგურამ სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინა. მას შეშლილს უწოდებდნენ, შემდეგ კი სკეპტიკოსებს მოუწიათ, მისთვის წინასწარმეტყველი ეწოდებინათ.
ახლა მას აღარ დასცინიან. ბოლოს და ბოლოს, მან იწინასწარმეტყველა COVID-19-ის პანდემია, დედოფალ ელიზაბეთ II-ის გარდაცვალება და ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენაც კი. და მისი ახალი წინასწარმეტყველებები აღარ აღიქმება, როგორც ფანტაზიები, არამედ, როგორც საშიში რეალობა, რომელიც ჩვენ თვალწინ იშლება.
ათოს სალომე ამ რეალობას „კობალტის ქარიშხლის დროს“ უწოდებს – მომენტს, როდესაც კაცობრიობა შედის კონფლიქტების ჰიბრიდულ ეპოქაში, სადაც არა მხოლოდ ტანკი ან დრონი ხდება იარაღი, არამედ კოდები, თანამგზავრები, ციფრული ტრანსფორმაციები.
წინასწარმეტყველის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროგნოზი უკრაინას ეხება. ათოს სალომეს თქმით, 2026 წლის გაზაფხულისთვის კონფლიქტი დასრულდება არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, არამედ ქვეყნის გაყოფით. უფრო მეტიც, პრორუსული ტერიტორიები საერთაშორისო აღიარებას მიიღებს.
თამთა გურული
მსგავს თემაზე: რას ამბობდა ვანგა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის შესახებ
კომენტარები