მოგზაურობატექნოლოგიები

აგვისტოში JLO-ს კონცერტზე ერევანში მიდიხარ? სამოგზაურო ინტერნეტის შეძენა არ დაგავიწყდეს!

3 აგვისტოს ერევანში ლეგენდარული მომღერალი ჯენიფერ ლოპესი კონცერტს გამართავს. თუ შოუზე დასწრებას გეგმავ, არ დაგავიწყდეს, რომ ინტერნეტთან წვდომა აუცილებლად დაგჭირდება. გაიმარტივე მოგზაურობის დღეები და შეიძინე MB-ები წინასწარ. 

mobineX-ის მობილური ინტერნეტ პაკეტები სომხეთში სამოგზაუროდ

დღეს ინტერნეტი ნებისმიერი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. MB-ების საკმარისი რაოდენობის გარეშე ქუჩებში ორიენტაცია, ღირსშესანიშნაობების პოვნა, მუზეუმებისა თუ სასტუმროების დაჯავშნა, სოციალურ ქსელებზე წვდომა და ახლობლებთან კავშირის შენარჩუნება გაგიჭირდება.

mobineX-ი გთავაზობს ხელმისაწვდომ, ხარისხიან და სწრაფ სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტებს სომხეთისთვის. სერვისი მოიცავს როგორც ფიზიკურ SIM ბარათს, ისე eSIM ვერსიას. შეგიძლია აირჩიო სომხეთის ლოკალური პაკეტი ან რეგიონული. ევროპის თითქმის ყველა პაკეტი სომხეთსაც ფარავს.

როდის არის საუკეთესო დრო ინტერნეტ პაკეტის გასააქტიურებლად

ჯობს, ინტერნეტ პაკეტი წინასწარ შეიძინო, რათა შემდგომში პრობლემები არ შეგექმნას. როგორც წესი, მოგზაურების უმეტესობა ამას 1-2 დღით ადრე აკეთებს. თუ კონცერტის შემდეგ ქალაქში კიდევ რამდენიმე დღით აპირებ დარჩენას და სომხეთის ტურისტული ადგილების დათვალიერებაც გსურს, მუზეუმებისა და სხვა კულტურული ღირსშესანიშნაობების ბილეთების შეძენა პირდაპირ mobineX-ის აპლიკაციით შეგიძლია. 

შეჯამება

თუ ჯენიფერ ლოპესის კონცერტზე მიდიხარ, გირჩევთ, ინტერნეტ პაკეტი წინასწარ შეიძინო, რათა ერევანში გატარებული დღეები კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო იყოს. კონცერტის შთაბეჭდილებები მეგობრებსაც ხომ უნდა გაუზიარო? mobineX-ი გთავაზობს ხელმისაწვდომ და ხარისხიან სამოგზაურო ინტერნეტპაკეტებს სომხეთისთვის, როგორც ფიზიკური SIM-ის, ისე eSIM ფორმატში. შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი და გაუზიარე კონცერტისგან მიღებული ემოციები საყვარელ ადამიანებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close