საზოგადოებაჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 28 ივლისი – 3 აგვისტო

ამ კვირაში ცაზე სამი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. 31 ივლისი და 1-ელი აგვისტო, მზე-მერკურის შეერთება – ასპექტი, რომელიც დაკავშირებულია გაზრდილ რაციონალიზმთან და ინტელექტუალურ აქტივობასთან. შესანიშნავი ასპექტია სწავლისთვის, კონტაქტებისა და მოგზაურობისთვის. მაღალი ცნობისმოყვარეობის წყალობით, თქვენი ჰორიზონტი შეიძლება გაფართოვდეს. ეს ასპექტი შეიძლება გამოიყენოთ ისეთი პროექტების შესამუშავებლად, რომლებიც დიდ ინტელექტუალურ ძალას მოითხოვს. წარმატებით მიმდინარეობს ტექსტთან, დოკუმენტებთან და ანგარიშებთან მუშაობა. კარგია საქმიანი და სოციალური კავშირების გაფართოება და გაძლიერება.

1-ელი აგვისტო, ვენერა-სატურნის კვადრატი – ამ პლანეტებს შორის დაძაბულმა ასპექტმა შეიძლება სიყვარულში იმედგაცრუება გამოიწვიოს. რომანტიკულ და პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია დროებითი „გაცივება“. ამ ასპექტით დაზარალებული ადამიანი შეიძლება ინტიმურ ურთიერთობებში უარის თქმის წინაშე აღმოჩნდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს განცდა, რომ არავის უყვარხართ. ასევე შეიძლება გაძლიერდეს ეჭვიანობის გრძნობა. რადგან ვენერა ფულსა და მოძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია დანაკარგები. შეიძლება თანხის დაზოგვა მოგიწიოთ.

1-2 აგვისტო, ვენერა-ნეპტუნის კვადრატი – ამ ასპექტში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ილუზიები საკუთარ თავსა და ვნებაზე. ასპექტი, როგორც ჩანს, ადამიანის გრძნობებს აბუნდოვანებს და ადვილად მიჰყავს თვითმოტყუებამდე. საყვარელ ადამიანს შეიძლება მივაწეროთ ისეთი თვისებები, რომლებიც მას არ გააჩნია. ასევე, ქონებისა და ფინანსების საკითხებში არსებობს რისკი, რომ მოტყუების, თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ.

რეტროგრადული მერკური ამ კვირაში ორმაგი ძალით მძვინვარებს, განსაკუთრებით შაბათ-კვირას. ზოდიაქოს უმეტესი ნიშნის წარმომადგენლებმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს. ვარსკვლავების რჩევით, ამ პერიოდში უმჯობესია არ დაგეგმოთ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე ან არ დაიწყოთ ახალი პროექტები.

ვერძი

აქტიური კვირა გექნებათ, სავსე საქმეებითა და შეხვედრებით. კარგი იქნება, თუ ინტუიციას მოუსმენთ: ის დაგეხმარებათ მნიშვნელოვანისა და უმნიშვნელოს გარჩევაში. სულიერი და მატერიალური ზრდისა და განვითარების ახალი რაუნდისთვის, უნდა მოიშოროთ ყველაფერი არასაჭირო, რაც თქვენს ცხოვრებაში არეულობას ქმნის. სამშაბათს ნუ მისცემთ თქვენს პარტნიორებს კონფლიქტურ სიტუაციაში ჩათრევის უფლებას. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ფინანსურ საკითხებში. ოთხშაბათს, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. ორგანიზებულობა და თვითდისციპლინა დაგეხმარებათ საქმეების მოწესრიგებაში. პირად ცხოვრებაში ბევრ თქვენგანს დიდი შანსი აქვს, ღირსეული პარტნიორი იპოვოს.

შეეცადეთ, აქტიურად გაატაროთ შაბთ-კვირა, ითამაშეთ პლაჟის ფრენბურთი, ივაჯიშეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 1.

კურო

ამ კვირაში შეეცადეთ, ოდნავ შეცვალოთ თქვენი კომუნიკაციის სტილი, განაახლოთ თქვენი პრიორიტეტები, გააფართოოთ აუდიტორია. იმისათვის, რომ შესანიშნავ მოსაუბრედ ჩაითვალოთ, ბევრი საუბარი არ არის საჭირო, გაცილებით მნიშვნელოვანია მოსმენის უნარი. და თქვენ მიიღებთ ძალიან ღირებულ ინფორმაციას. შეეცადეთ სამსახურში არ გადაიტვირთოთ. ნუ დაგეგმავთ დიდ შესყიდვებს ან სერიოზულ წამოწყებებს – ეს კვირა ხელსაყრელია ძველი საქმეების დასასრულებლად. რეკომენდებულია საქმიან დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად დასვენებას დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 29, 2.

არასასიკეთო დღე: 31.

ტყუპი

ამ კვირაში მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ შესყიდვების განხორციელებისას და შემოსავლის გაზრდის გზების პოვნაში. ეს კარგი დროა მატერიალური საკითხების გადასაჭრელად. თქვენი შემოქმედებითი იდეები და წამოწყებები განსაკუთრებით წარმატებული იქნება. არ გამოტოვოთ შანსი, რომ პროფესიულ სფეროში საკუთარი თავი წარმოაჩინოთ – შეამჩნევენ, თუმცა ნუ ჩაერთვებით ვერბალურ კამათში: სიტყვები შეიძლება ორაზროვნად აღიქმებოდეს. პირად ცხოვრებაში მოგიწევთ მთელი ძალისა და შესაძლებლობების მობილიზება გადამწყვეტი მოქმედებისთვის.

უმჯობესია, შაბათ-კვირა სახლში ან აგარაკზე გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 1.

კირჩხიბი

ამ კვირაში ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს გარემოს. შეგიძლიათ მიიღოთ კარგი რჩევები და შედეგიანი დახმარება გარშემო მყოფიბისგან. თქვენს თავს მომხდარი წვრილმანები მიიღეთ, როგორც სიგნალები, რომლებიც მიუთითებს, თუ რომელი მიმართულებით უნდა შეცვალოთ თქვენი ქცევა. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას – შესაძლოა, ღირს თქვენი ჩვეული რუტინის შეცვლა. ახლა ხელსაყრელი დროა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, მივლინებებში წასასვლელად ან შვებულების დასაწყებად. თუ ოჯახის საჭიროებებს უგულებელყოფთ,  სერიოზული კონფლიქტების თავიდან აცილება შეუძლებელია.

შაბათ-კვირას დაისვენეთ ქალაქგარეთ: მაგალითად, შეგიძლიათ პიკნიკზე წახვიდეთ მეგობრებთან, ნაცნობებთან ან ნათესავებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 1, 2.

არასასიკეთო დღე: 28.

ლომი

შესაძლოა თავგადასავლები გიზიდავთ – სიყვარულში ან კარიერაში, თუმცა ამ კვირაში ვარსკვლავები შინაგანი დისციპლინის შენარჩუნებას გირჩევენ. თვითკონტროლი საშუალებას მოგცემთ რთულ სიტუაციაში გამარჯვებული გამოხვიდეთ, ნუ აჩვენებთ ირგვლივ მყოფებს თქვენს გაღიზიანებას ან ეჭვებს. სამშაბათს წარსულთან დაკავშირებული სასიამოვნო ამბებია მოსალოდნელი. პარასკევს დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ ყველაფრის მიღწევას, რაც გსურდათ.

შაბათ-კვირას, სავარაუდოდ, ყოველდღიური საკითხებით იქნებით დაკავებული, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 2.

ქალწული

ამ კვირაში შეეცადეთ, მოიშოროთ ყველაფერი არასაჭირო, წვრილმანი, რაც ხელს გიშლით როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში. შესაძლოა, გადაწყვიტოთ, თავად გაარკვიოთ რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი. თქვენი გამჭრიახობის წყალობით, აუცილებლად მოიძიებთ საჭირო ინფორმაციას. კარგი დროა ახალი მეგობრების ან ახალი სამსახურის მოსაძებნად. მოერიდეთ კამათს და ნუ გადადებთ საოჯახო საქმეებს: სწორედ თქვენ გარშემო წესრიგის წყალობით იპოვით სიმშვიდეს. დაუთმეთ მეტი თავისუფალი დრო თქვენს შვილებს.

შაბათ-კვირას შესაძლოა შორეული ნათესავი გესტუმროთ – მასთან საუბარი საინტერესო და ინფორმაციული იქნება.

სასიკეთო დღეები: 28, 1.

არასასიკეთო დღე: 31.

სასწორი

ამ კვირაში მატერიალური ფასეულობებით დატკბებით. შესაძლოა შემოსავლის დონის გაზრდა ან დიდი ბონუსის მიღება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პერიოდში ფულის დეფიციტი არ გექნებათ, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი რეპუტაციისადმი ყურადღების მიქცევა. ეცადეთ, არ მიიღოთ მონაწილეობა საიდუმლო ან უკანონო საქმიანობაში. თქვენი პირადი ცხოვრებაც ნაყოფიერი იქნება, თუ სიტუაციას თავად არ გააფუჭებთ და დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ. მარტოხელა სასწორებს ახალმა ნაცნობობამ შეიძლება ბედი გაუხსნას და ცხოვრების პარტნიორი აპოვნინოს.

კვირის მეორე ნახევარში არ უნდა დატვირთოთ თავი რაიმე პრობლემებით. შაბათ-კვირას ეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 29.

მორიელი

სამსახური არ მოითხოვს თქვენგან ზედმეტ სტრესს და ძალისხმევას, რაც იმას ნიშნავს, რომ გექნებათ შესაძლებლობა, უფრო ხშირად იყოთ სახლში და მეტი დაისვენოთ. ამ კვირაში დაინახავთ საყვარელი ადამიანების ერთგულებას. ბევრი მეგობრული კომუნიკაცია გექნებათ. შესაძლოა, საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ, რომლებიც თქვენი თანამოაზრეები გახდებიან. კვირის ბოლოს, ხელსაყრელი სიტუაცია შეიქმნება ძველი პრობლემების გადასაჭრელად და კარიერის გასაკეთებლად. მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მცოდნე ადამიანებთან.

შაბათ-კვირას განსაკუთრებით გაგახარებთ ბავშვებთან ურთიერთობა, მათთან ერთად იხალისებთ და სურვილებსაც შეუსრულებთ.

სასიკეთო დღეები: 29, 3.

არასასიკეთო დღე: 2.

მშვილდოსანი

ამ კვირაში მოგზაურობები და კონტაქტები წარმატებული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი მოგზაურობები ან შორეულ რეგიონებში დასვენება. ვითარება გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს და გაზრდის თვითშეფასებას. ახლა მხოლოდ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს უნდა დაეყრდნოთ, სერიოზულად და მიზანმიმართულად მოილაპარაკოთ ოპონენტებთან. ხუთშაბათი შეიძლება იყოს არახელსაყრელი დღე, როდესაც გეგმები ჩაიშლება. ზომიერება წარმატებამდე მიგიყვანთ. კონცენტრირდით ერთ პროექტზე.

შაბათ-კვირას ოჯახში შესაძლებელია მცირე კონფლიქტი. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მალე ყველაფერი გაირკვევა.

სასიკეთო დღეები: 28, 2.

არასასიკეთო დღე: 31

თხის რქა

შესაძლოა ენერგიის მოზღვავება იგრძნოთ, ბევრი რამის მიღწევის შანსი არსებობს, მაგრამ მოერიდეთ ცარიელ საუბრებსა და ტრაბახს. წარმატებას მიაღწევთ, თუ თანამოაზრე ადამიანების გუნდში იმუშავებთ. ბედი გათვლილ რისკზე წასვლას შემოგთავაზებთ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. სამუშაომ შეიძლება თქვენგან მაქსიმალური ძალისხმევა და დრო მოითხოვოს, ობიექტურად შეაფასეთ, გჭირდებათ თუ არა ეს. სწრაფი რეაქცია, თავშეკავება და ქმედებებში თანმიმდევრულობა კარგ შედეგს მოგიტანთ. კვირის ბოლოს თქვენს ჯანმრთელობას შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება დასჭირდეს.

კვირას შეეცადეთ ბუნებაში გახვიდეთ და მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 31, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

მერწყული

ამ კვირაში არავისთვის ანგარიშის გაწევა არ გევალებათ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიტუაციას თქვენზე უკეთ აკონტროლებს, ნუ გადააფიქრებინებთ, უმჯობესია ეს ილუზია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. კვირის მეორე ნახევარში ყურადღება გაამახვილეთ იმ მიზნის მიღწევაზე, რომლისკენაც მრავალი წელია ისწრაფვით. ახლა შეძლებთ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას – არ გადადოთ!

კვირის ბოლოს სპონტანური მოგზაურობა თქვენთვის სასარგებლო იქნება, თუმცა იზრდება მცირე დაზიანებების ალბათობა – ფრთხილად იყავით.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 30.

თევზები

ამ კვირაში წინ, ახალი თვისებრივი ცვლილებებისკენ ისწრაფვით, უკან ნუ გაიხედავთ, თორემ წარსული შეცდომების მოგონებების ბადეში მოხვდებით. კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ, უნდა იპოვოთ ოქროს შუალედი სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის. შეიძლება მიიღოთ უჩვეულო შემოთავაზება – ნუ უგულებელყოფთ მას მაშინვე, რადგან შესაძლოა, თქვენი საბანკო ანგარიშები დიდი თანხით შეივსოს. კვირის ბოლოს განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდებით ირგვლივ მყოფების სიტყვებისა და განწყობების მიმართ.

კვირას ეცადეთ, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ფინანსური დანაკარგების რისკს გაზრდის.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 31.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close