ჰოროსკოპი

ზოდიაქოს მე-13 იდუმალი ნიშანი – რომელ პერიოდში იბადებიან ამ ნიშნით?

ძველ ბაბილონში მცხოვრებმა ასტროლოგებმა, რომლებმაც ჰოროსკოპი შექმნეს, კარგად იცოდნენ, რომ სინამდვილეში ზოდიაქოს 13 ნიშანი არსებობს. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერის მოსაზრებით, ბაბილონელმა ასტროლოგებმა მე-13 ნიშანი – გველისმჭერი ჰოროსკოპიდან იმიტომ ამოიღეს, რომ ის ჰარმონიას არღვევდა ზოდიაქოს ნიშნებისა და თვეების რაოდენობას შორის. რატომ შეჩერდა ყურადღება სწორედ გველისმჭერზე – უცნობია.

გველისმჭერმა თავისი სახელი ბერძნული მითოლოგიის ღმერთის, ასკლეპიოსის პატივსაცემად მიიღო (რომაული მითოლოგიით – ესკულაპი). მან თავი მედიცინას მიუძღვნა და მოკვდავთ გველის შხამით მკურნალობდა.

გველისმჭერის სიმბოლო, რა თქმა უნდა, გველია. ეს ერთადერთი თანავარსკვლავედია, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება – „გველის კუდისა“ და „გველის თავისგან“. ზოდიაქო განთავსებულია გველის თანავარსკვლავედის შიგნით და მას დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად ჰყოფს.

დროს, რომელსაც მზე გველოსნის ნიშანში ატარებს,  „გადახრუკულ (დამწვარ) გზას“ ან Via Combusta-ს უწოდებენ. თავად თანავარსკვლავედი ზეცაში მორიელისა და მშვილდოსნის ნიშნებს შორის არის განთავსებული – ადგილზე, რომელსაც ასტრონომებმა „შავი მზე“ ან „გალაქტიკის გული“ უწოდეს.

აქედან მომდინარეობს მოსაზრება, რომ ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ამ სამყაროს განუსაზღვრელი და უჩვეულო ბედით ევლინებიან. გველისმჭერებზე ამბობენ, რომ იოლად შეუძლიათ ბედისწერით დადგენილი მოვლენების შეცვლა და თავიანთი ცხოვრების სრულფასოვანი მბრძანებლები არიან.

რომელ პერიოდში იბადებიან ამ ნიშნით

გველისმჭერი (გველოსანი), როგორც ზოდიაქოს ნიშანი, მოქმედებას იწყებს 30 ნოემბერს და ასრულებს 17 დეკემბერს. ასტროლოგიურ ჰოროსკოპში ის მორიელსა და მშვილდოსანს შორის არის განთავსებული. ასტროლოგები, რომლებიც სრული ზოდიაქოს წრით – 13 ნიშნით ხელმძღვანელობენ, ამბობენ, რომ გველოსნის მოქმედების პერიოდში სამყაროს ევლინებიან კაშკაშა და საინტერესო ბედის ადამიანები, რომლებსაც კაცობრიობის ისტორიაში ხშირად უკავიათ განსაკუთრებული ადგილი.

ასტროლოგების აზრით, ეს სულიერი გასხივოსნების ნიშანია. მათ ცხოვრებისეულ გზას განსაკუთრებული დანიშნულება აქვს. ისინი ხშირად ირჩევენ ხალხის მსახურებასთან დაკავშირებულ ბედს და ეს შეიძლება იყოს მუსიკა, ხელოვნება, პოლიტიკა, რელიგია და ა.შ. სამუშაოზე გველისმჭერები მთლიანად იხარჯებიან, ამიტომ პირად ცხოვრებაში იშვიათად არიან ბედნიერები. არ უფრთხიან სირთულეებს – რაც უფრო რთულია ამოცანა, მით მეტი აზარტით იბრძვიან.

გველმჭერის ძირითადი მახასიათებლები:

1. სიზმრების ამხსნელი, აქვს ძლიერი წინათგრძნობის უნარი;

2. იზიდავს წარმატებასა და ბედნიერებას;

3. მაღალი იდეალების მატარებელია. ადამიანი, რომელიც მშვიდობისა და ჰარმონიისკენ ისწრაფვის;

4. მედიცინის ან მეცნიერების დოქტორი;

5. მოწოდებულია მუდმივი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, აქვს სხვების განკურნების უნარი;

6. არქიტექტორი, მშენებელი, ვარსკვლავებისკენ იწევს – როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით;

7. საგადასახადო ინსპექტორი;

8. გარკვეულია ასტროლოგიაში, შესანიშნავი ექსტრასენსია;

9. აუცილებლად ეყოლება დიდი ოჯახი, მაგრამ ასაკში;

10. მისი იღბლიანი რიცხვია 12;

11. ჰყავს ფარული მტრები ოჯახში ან საახლობლო წრეში;

12. შესანიშნავი მშობელია;

13. ცხოვრებაში მაღალ პოზიციაზე დგას, ხელმძღვანელია და სიკვდილის შემდეგაც ადიდებენ მის სახელს;

14. ბრძენი და გენიალური;

15. უყვარს ფერადი სამოსი.

ცნობილი გველისმჭერები

ყველაზე ცნობილი გველისმჭერები არიან: ნოსტრადამუსი, ესპანელი დრამატურგი ლოპე დე ვეგა, ასევე, ვუდი ალენი, ტეილორ სვიფტი, ბრიტნი სპირსი, კიმ ბესინჯერი, მილა იოვოვიჩი, ალისა ფრეინდლიხი, იენ სომერჰოლდერი და სხვ.

გველისმჭერის ნიშნის გათვალისწინებით, როგორ შეიცვალებოდა ჰოროსკოპი 

ვერძი: 19 აპრილი – 13 მაისი
კურო: 14 მაისი – 19 ივნისი
ტყუპი: 20 ივნისი – 20 ივლისი
კირჩხიბი: 21 ივლისი – 9 აგვისტო
ლომი: 10 აგვისტო – 15 სექტემბერი
ქალწული: 16 სექტემბერი – 30 ოქტომბერი
სასწორი: 31 ოქტომბერი – 22 ნოემბერი
მორიელი: 23 ნოემბერი – 29 ნოემბერი
გველისმჭერი(გველოსანი): 30 ნოემბერი – 17 დეკემბერი
მშვილდოსანი: 18 დეკემბერი – 18 იანვარი
თხის რქა: 19 იანვარი – 15 თებერვალი
მერწყული: 16 თებერვალი – 11 მარტი
თევზები: 12 მარტი – 18 აპრილი

„ნასას“ ასტრონომებისა და მეცნიერების თქმით, ამჟამად არანაირი აზრი არა აქვს მეცამეტე ნიშნის შეტანას ჰოროსკოპში, რადგან პირველი ასტროლოგიური ჰოროსკოპის შემდეგ უკვე სამ ათასზე მეტი წელი გავიდა და ახლა თანავარსკვლავედების განლაგება კარდინალურად შეიცვალა.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close