საზოგადოებასაქართველო

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სტატისტიკა საქართველოში: 2025 წლის პირველ ნახევარში 64 ადამიანი გაუჩინარდა

2025 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1024 ადამიანია აღრიცხული – ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში (1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით) 64 ადამიანი გაუჩინარდა, მათგან ამ დროისთვის მხოლოდ 36 იპოვეს. აღმოჩენილთაგან 6 ადამიანი გარდაცვლილი იყო. დანარჩენი 28 მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა აღრიცხვას საქართველოს შსს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან აწარმოებს. სტატისტიკის თანახმად, დაკარგულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია.

დაკარგულები, უმეტესად, საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის დასაწყისამდე პერიოდში გაუჩინარებულთა შორისაა უცხო ქვეყნის 7 მოქალაქეც, რომელთაგან 5 უკვე ნაპოვნია.

დაკარგულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება, აგრეთვე, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close