პოლონეთიდან საქართველოს 27 მოქალაქე გამოაძევეს

თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის გამო პოლონეთიდან საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების ჯგუფი დეპორტირებული იქნა, – ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრეს-მდივანმა ადამ შლაპკამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მათი იძულებითი დეპორტირება რადომის (ცენტრალური პოლონეთი) აეროპორტიდან განხორციელდა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანა, ნებაყოფლობით ან იძულებით, 4600-ზე მეტმა უცხოელმა მოქალაქემ დატოვა.
სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, „იძულებით გაძევების შესახებ ბრძანება საქართველოს 20-მა მოქალაქემ ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიღო“.
ასევე განხორციელდა მოლდოვის ცხრა მოქალაქის დეპორტირება. საქართველოს ერთ მოქალაქეს ქურდობისთვის 12 ნასამართლობა ჰქონდა, ხოლო სხვა უცხოელები დაკავებულნი იყვნენ ისეთი სამართალდარღვევებისთვის, როგორიცაა ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და პოლონეთში უკანონოდ ყოფნა.
პოლონეთის ხელისუფლების თქმით, დეპორტირებულებს შორის ასევე არიან საზღვრის უკანონო გადაკვეთის თანამზრახველები და ორგანიზატორები, აგრეთვე, პირები, რომლებმაც პირადი მონაცემები ქვეყანაში ხელახლა შესვლის მიზნით შეცვალეს.
კომენტარები