მსოფლიოსაზოგადოება

დაბრუნდება თუ არა ექსტრემალური სიცხე ევროპაში – სინოპტიკოსების პროგნოზი ივლისის მეორე ნახევრისთვის და გაფრთხილება

ევროპაში ივლისის დასაწყისში დაფიქსირებული ხანგრძლივი სიცხის ტალღის შემდეგ, რომელიც 2 ივლისს დასრულდა, ჰაერის ტემპერატურა თვის პირველ ნახევარში დროებით დასტაბილურდა, თუმცა, სინოპტიკოსთა პროგნოზით, ივლისის მეორე ნახევარში ტემპერატურამ შესაძლოა კვლავ მკვეთრად მოიმატოს. 

ჩრდილოეთიდან შემოსული ცივი ჰაერის მასების გამო, ტემპერატურა შემცირდა გაერთიანებულ სამეფოში და ჩრდილოეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონში. იმავე პერიოდში სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საშუალოზე ცხელი ამინდი დაფიქსირდა.

მონაცემების მიხედვით, ივლისის დარჩენილ დღეებში ნალექებია მოსალოდნელი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სკანდინავიასა და ალპებში. ცივი ჰაერის გავლენა, სავარაუდოდ, მომავალ კვირასაც გაგრძელდება და ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში ტემპერატურა პერიოდულად საშუალოზე დაბალ ნიშნულზეც კი დაეცემა.

ხოლო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე კვლავ ნალექის დეფიციტი შენარჩუნდება. ბერძენი სინოპტიკოსების გაფრთხილებით, საბერძნეთში, მაგალითად, უახლოეს დღეებში შესაძლოა ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწიოს ცელსიუსის სკალით.

თუმცა თბური ტალღების ზუსტი პროგნოზირება საკმაოდ რთულია. მეტეოროლოგები განმარტავენ, რომ ამინდის პირობები არამდგრადია და რიგ შემთხვევებში – სეზონისთვის უჩვეულოც. საბოლოო სურათი თვის ბოლოს უფრო გარკვევით გამოჩნდება.

ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპამ უკვე გადალახა ივლისის პირველი ექსტრემალური სიცხის ტალღა, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ადამიანური დანაკარგებით და გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი პერიოდები თვის მეორე ნახევარშიც განმეორდეს.

10-დღიანი უკიდურესი სიცხეების პერიოდში, 2 ივლისამდე, ბრიტანელების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროპის 12 დიდ ქალაქში  2 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, საიდანაც 1 500 სიკვდილი პირდაპირ სიცხის ზემოქმედების შედეგია. ამის შემდეგ, თვის პირველ ნახევარში კლიმატური პირობები დროებით შერბილდა.

ასაკობრივი შემადგენლობა:

  • კლიმატის შედეგად გარდაცვლილი 1500 ადამიანიდან 88% 65 წელს გადაცილებული იყო (The Guardian).

  • AP-ის ანგარიშის მიხედვით, ამ 1500 შემთხვევიდან 1100 გარდაცვლილი 75+ ასაკობრივ ჯგუფში შედიოდა.

  • კვლევაში ხაზგასმულია, რომ ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: კარდიოვასკულარული დარღვევები, დიაბეტი და რესპირატორული პრობლემები – ექსტრემალურ სიცხეში გარდაცვალების უფრო დიდ რისკს ქმნის.

გაფრთხილება! 

  • ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან 65+ ასაკის, განსაკუთრებით 75 წელზე მეტი ასაკის  ადამიანები!

  • დამატებითი რისკია ქრონიკული დაავადებების არსებობა – გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების დაავადებები, დიაბეტი, რომლებიც ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურასთან ერთად ადამიანის სიცოცხლეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.

ნინო ხოშტარია

დაკავშირებულ თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close