მსოფლიოტექნოლოგიები

15 წელიწადში ადამიანები მთვარესა და მარსზე დასახლდებიან – ESA-მ წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ასეთი მომავალი ძალიან ახლოსაა

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განცხადებით, 2040 წლისთვის ადამიანებმა შესაძლოა არა მხოლოდ ფეხი დადგან წითელ პლანეტაზე, არამედ იქ ცხოვრებაც დაიწყონ.

ორბიტალური ბაზები, მთვარესა და მარსზე დასახლებები, ავტონომიური სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისტემები და კოსმოსში თევზის მოყვანაც კი აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ სტრატეგია, რომელიც ჩაწერილია „სტრატეგია 2040“ და „ტექნოლოგია 2040 ხედვის“ დოკუმენტებში.

„ეს არ არის მხოლოდ გეგმა, ეს არის მოწოდება მოქმედებისკენ“, – ხაზგასმით აღნიშნა ESA-ს გენერალურმა დირექტორმა იოზეფ აშბახერმა სააგენტოს წევრი ქვეყნებისადმი მიმართვისას.

მეცნიერების თქმით, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ტექნოლოგია შეცვლის არა მხოლოდ ჩვენს წარმოდგენას სამყაროს შესახებ, არამედ მასში ადამიანების როლსაც. გეგმები მოიცავს იონური ძრავების, კვანტური კომპიუტერების, მისიების მართვის ხელოვნური ინტელექტის შექმნას, ასევე, სხვა პლანეტებზე საცხოვრებელი ნაგებობების 3D ბეჭდვას.

Technology 2040 Vision-ში აღწერილია სცენარი, რომლის მიხედვითაც ადამიანები ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე ცხოვრობენ და მუშაობენ. სტრატეგიის ავტორები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ისეთი მდგრადი პირობების შექმნა, რომლებიც ადამიანს დედამიწის მიღმა ყოველდღიური ცხოვრების საშუალებას მისცემს.

„ამ კოსმოსური ოაზისების მაცხოვრებლებს არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ აყვავების საშუალებასაც ექნებათ“, – ნათქვამია დოკუმენტში „ტექნოლოგია 2040 ხედვა“.

სანამ ინჟინრები ბაზებს აპროექტებენ, ფრანგი მეცნიერები საკვების მარაგზე მუშაობენ. პროექტი Lunar Hatch კოსმოსში – მთვარეზე ან მარსზე – ზღვის ქორჭილის მოშენების მეთოდს ავითარებს.

იგეგმება ქვირითის სპეციალურ ავზებში გადატანა, რათა მომავალ კოლონისტებს თევზი – ცილის, ომეგა-3-ის და B ჯგუფის ვიტამინების წყარო – მიაწოდონ. გათვლებით, შვიდი ადამიანის ოთხი თვის განმავლობაში გამოსაკვებად დაახლოებით 200 ქორჭილა იქნება საჭირო.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close