ჯანმრთელობარჩევები

სიცხით შეზავებული მაგნიტური შტორმები სახიფათო „კოქტეილია“ – რატომ იზრდება უკონტროლო აგრესია ამ დღეებში

მაგნიტური ქარიშხალი სიცხესთან ერთად სახიფათო „კოქტეილია“. მაშინაც კი, თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ გაქვთ, არ გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები და სხეული, ზოგადად, ძლიერია, იმ პირობებში, როდესაც სიცხე და მაგნიტური შტორმები გაერთიანებულია, მაინც შეიძლება ნერვებმა ადვილად გიმტყუნოთ.

ფიზიოლოგიური სტრესი გადახურებისგან:

როდესაც ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე იწევს, ადამიანის სხეული თერმორეგულაციის მექანიზმს რთავს, რათა არ გადახურდეს – ეს რესურსების ძალიან სერიოზულ ხარჯვას მოითხოვს. ამ დროს ორგანიზმი ფიზიკურად იფიტება. ამას ისიც ემატება, რომ ცხელ ამინდებში ადამიანს მადა ეკარგება. ამ ფონზე, უმნიშვნელო გამღიზიანებლებიც კი უკონტროლო აგრესიულ რეაქციებს იწვევს.

რატომ შეიძლება დაზარალდეს ფსიქიკა

გეომაგნიტური დარღვევები უარყოფითად მოქმედებს მელატონინის (ძილის ჰორმონი) გამომუშავებაზე, რაც აუარესებს ძილისა და ღამის დასვენების ხარისხს. გარდა ამისა, ის ასტიმულირებენ ტვინის აქტივობას, ზრდის შფოთს და გაღიზიანებას. სიცხესთან ერთად, გეოშტორმების ეფექტმა შეიძლება ზოგადად მშვიდი ადამიანებიც კი კონფლიქტური გახადოს.

რატომ ხდება ეს:

სიცხეში ჰაერში  ჟანგბადის რაოდენობა მცირდება (ქალაქებში კი ჰაერი ასევე გაჯერებულია მავნე ქიმიური მინარევებით). შედეგად ზარალდება ტვინი, რომელიც განიცდის ჰიპოქსიას (ჟანგბადის შიმშილი) და ინტოქსიკაციას მავნე გამონაბოლქვებით. ამაზე ორგანიზმის რეაქციაა სისხლში კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონის მატება, რაც ხელს უწყობს ნეგატიური ემოციების გაჩენას და მათ გაძლიერებას. მაგნიტური ქარიშხლები ართულებს სიტუაციას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევით – ეს ამძაფრებს ტვინისთვის ჟანგბადის ნაკლებობის პრობლემას და აუარესებს მის უნარს, ადაპტირდეს რთულ სიტუაციასთან.

ასე რომ, ცხელ ამინდებში ადამიანმა შეიძლება გამოავლინოს გაღიზიანება, ბრაზი და აგრესია – ეს უნდა გვახსოვდეს და არ უნდა ჩავებათ კონფლიქტებში, რომელთა შედეგები შეიძლება  არაპროგნოზირებადი იყოს.

თვალი ადევნეთ ამინდის პროგნოზს და მაგნიტური შტორმების კალენდარს, გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც გეოშტორმების სიცხესთან შეზავებულ სახიფათო „კოქტეილს“ ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალებს.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: ახალი თვის ახალი პროგნოზი – მაგნიტური შტორმები 2025 წლის ივლისში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close