ნახეთ, დატკბით და იამაყეთ – ბალეტად ქცეული „ხორუმი“ და გამარჯვების სიხარულის ცეკვა ტატამიზე (ვიდეო)

ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვან ქართველ სოლისტს, 23 წლის გიორგი ფოცხიშვილს ვახტანგ ჭაბუკიანს ადარებენ. ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელიც კლასიკურ ბალეტში ქართული ცეკვიდან მივიდა, მართლაც აგრძელებს ეროვნული ქორეოგრაფიის საუკეთესო ტრადიციებს.
გიორგი ფოცხიშვილის შეუდარებელი ხორუმი:
საქართველოს 18-წლმდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ევროპის გუნდურ პირველობაზე კადეტთა შორის, რომელიც შერეული პრინციპით ჩატარდა სკოპიეში (ჩრდ. მაკედონიის რესპუბლიკა) – ერთმანეთს გოგონებისა და ბიჭების ერთობლივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველი ძიუდოისტები კიდევ უფრო წარმატებით გამოვიდნენ და ორი ოქროს (ქეთი რობაქიძე , 70კგ და გიორგი მუმლაძე, 81 კგ), ერთი ვერცხლისა (ცოტნე იჩქითიძე, 60 კგ) და ოთხი ბრინჯაოს მედალი (ნანა გულბიანი, 63 კგ, ვასილ გამეზარდაშვილი, 73 კგ, გიორგი ქარჩაიძე და ცოტნე აბალაკი, ორივე +90) მოიპოვეს.
გამარჯვების სიხარულის ცეკვა ტატამიზე:
კომენტარები