
ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას – „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ მილიარდერი პოლიტიკოსი ინფორმაციას თავად ავრცელებს სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი).
`2-1-ის თანაფარდობით, თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და ის აუცილებლად გექნებათ!
მაშინ, როდესაც საქმე მიდის ჩვენი ქვეყნის გაკოტრებამდე მფლანგველობისა და კორუფციის გამო, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა დემოკრატიაში.
დღეს „ამერიკის პარტია“ შეიქმნა იმისათვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი.
By a factor of 2 to 1, you want a new political party and you shall have it!
When it comes to bankrupting our country with waste & graft, we live in a one-party system, not a democracy.
Today, the America Party is formed to give you back your freedom. https://t.co/9K8AD04QQN
— Elon Musk (@elonmusk) July 5, 2025
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს – 4 ივლისს, მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვა 24 საათს გაგრძელდა. მასში მონაწილეობა მიიღო მილიონ 250 ათასამდე ადამიანმა და მათგან ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას 65,4%-მა დაუჭირა მხარი, 34,6% კი წინააღმდეგი იყო.
ნანა ძნელაძე
კომენტარები