ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7-13 ივლისი

ამ კვირაში ცაზე ორი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. ვენერა-პლუტონის ტრინი (7 ივლისი) მთავარი ასპექტია, რომელიც მთელი კვირის ტონს განსაზღვრავს. უპირველეს ყოვლისა, ამ ასპექტს შეუძლია სტიმულირება გაუწიოს შეყვარებულებს შორის პირად და ინტიმურ ურთიერთობებს. ურთიერთობები შეიძლება გახდეს უფრო ვნებიანი და ნათელი. მარტოხელებს შეუძლიათ უფრო თამამად დაიწყონ სასიყვარულო ურთიერთობები.

ამ ასპექტის რეალიზაციის კიდევ ერთი დადებითი თემა ბიზნესი და ფინანსებია. არსებობს დიდი ფინანსური რესურსების მოპოვების შანსი. ბიზნესმენებისთვის კარგი დროა გარე ინვესტორების მოსაძებნად და, აგრეთვე,  საკუთარი ინვესტიციების განსახორციელებლად.

12 ივლისი, მზე-აღმავალი კვანძის ტრინი – ამ ასპექტმა კი შეიძლება გამოიწვიოს ბედის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ნაცნობობა და მოგზაურობები. ამ დროს შეიძლება მოხდეს კონტაქტი, რის შედეგადაც შესაძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ შემდგომში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ხედვის არეში გამოჩნდებიან – მათ შეიძლება რაიმე სარგებელი მოგიტანონ. კარგი დროა ინფორმაციის შესწავლისა და ანალიტიკური დამუშავებისთვის.

ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იწყება – ურანის ინგრესიით ტყუპის ნიშანში. ეს მომენტი შეიძლება შევადაროთ ახალი ტალღის ჩართვას: აზრების აჩქარება, იდეათა რევოლუცია, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, სწავლების განახლება. სამყაროს ენა იცვლება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ენაზე საუბარი ვისწავლოთ.

7 ივლისი – უმნიშვნელოვანესი დღეა, ის თითქოს მიჯნას წარმოადგენს ძველსა და ახალს შორის. 11:48 საათზე (თბილისის დროით – gmt+4) ურანი, გონების მოულოდნელი განათებისა და კოსმოსური ევოლუციის პლანეტა, პირველად ბოლო 84 წლის განმავლობაში, ტყუპის ნიშანში შედის და ხსნის პორტალს მომავალში. ეს არის დღე, როდესაც გენიალურობისა და ინტუიციის მოულოდნელმა „აფეთქებამ“ შეიძლება ბევრი რამ ამოატრიალოს (შეცვალოს), ხოლო შეხვედრას, იდეას, ფრაზას, გონების განათებას შეუძლია პირადი და შემოქმედებითი გზა შეგაცვლევინოთ. სამყარო მზადაა ცოდნის, სახე-ხატების, ინფორმაციების ახლებურად გასააზრებლად.

ბევრი ადამიანი იგრძნობს, რომ გონებაში რაღაცამ „გაიტკაცუნა“ და ეს მხოლოდ დასაწყისია…

11 ივლისს, თბილისის დროით 00:36 სთ-ზე დგება სავსემთვარეობა თხის რქაში. ივლისის სავსე მთვარეს „ირმის მთვარესაც“ (Buck Moon) უწოდებენ.

რატომ „ირმის მთვარე“?

სახელი მოდის ჩრდილოამერიკული ფოლკლორიდან და ტრადიციულად უკავშირდება პერიოდს, როცა ირმებს ახალი რქები ეზრდებათ – ანუ ზაფხულის შუაში, როცა ბუნება აქტიურად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ამერიკულ ტრადიციაშია ფესვგადგმული, ის ხშირად გამოიყენება მთვარის ფაზების თანამედროვე ასტრონომიულ კალენდრებში მთელ მსოფლიოში. ამ სავსე მთვარეს სუპერმთვარის ეფექტიც ექნება სიკაშკაშის მხრივ.

თხის რქა არის ძალაუფლების, სტრუქტურის, გამოცდილებისა და შინაგანი ღერძის ნიშანი. ამიტომ ამ სავსემთვარეობისას არჩევანის წინაშე ვდგავართ: რა მიგვაქვს მომავალში და რას ვტოვებთ? ეს სავსემთვარეობა არის მოვალეობის თემის, ჭეშმარიტი ორიენტირებისა და სიმწიფის კულმინაცია.

გააფორმეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და პროექტები 11 ივლისთან ახლო თარიღებში და ისინი დროის ზეწოლას გაუძლებენ. კვირის შუა პერიოდში უნდა გამოჩნდეს ჩვენი არჩევანის შედეგები, განსაკუთრებით პროფესიულ, ფინანსურ და მშობლობასთან დაკავშირებულ სფეროებში. ურთიერთობებშიც სიცხადე შემოვა – ვნება თუ ორმხრივი პასუხისმგებლობა?

ვერძი

ამ კვირაში თქვენი ქმედებები მოულოდნელ შედეგებს მოიტანს – არა ზუსტად იმას, რასაც ელოდით, მაგრამ ღირებულს. შეეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გონებრივი წონასწორობა, მოერიდოთ პირდაპირობას და სიხისტეს და სხვებს მოუსმინოთ.  რაც უფრო მეტ ძალისხმევას გაწევთ, მით უფრო გაგიადვილდებათ მოგვიანებით სირთულეებთან გამკლავება. მოერიდეთ სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობების დალაგებას. ფხიზლად და წინდახედულად უნდა შეადგინოთ კომპეტენტური მოქმედების გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ კიბეზე ასვლაში და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სიყვარულის საკითხებში ყველაფერი წესრიგშია.

ამ შაბათ-კვირას სურვილს აუცილებლად აისრულებთ.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 7.

კურო

ამ კვირაში სანამ ახალ მიმზიდველ შეთავაზებას დათანხმდებით, ემოციები გვერდზე გადადეთ და ლოგიკას მწვანე შუქი აუნთეთ. შეეცადეთ, გააანალიზოთ სიტუაცია. თქვენს ეფექტურობას, უბრალოდ, საოცრებების მოხდენა შეუძლია, თქვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსე იქნება დატვირთული საქმიანობით. ეცადეთ, თავი აარიდოთ უსიამოვნო შეხვედრებს და ფუჭ, უსაგნო და უშედეგო საუბრებს. ნუ იქნებით პესიმისტი. მოვლენების იძულებით გადახვევის მცდელობა წარმატებას არ მოგიტანთ, იყავით მომთმენი. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ და რომლებიც თქვენს ძლიერ მხარეებს შეგახსენებენ. ურთიერთობებში არ უნდა ელოდოთ ინიციატივას პარტნიორისგან – ამჯერად სიტყვა თქვენია.

შაბათ-კვირას უაღრესად მნიშვნელოვანია, დაუკვირდეთ, რას იტყვით, უყურადღებოდ ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება უთანხმოება გამოიწვიოს.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 11.

ტყუპი

ამ კვირაში თქვენი ძალიან ამბიციური გეგმები იწყებს რეალიზებას, უბრალოდ, საკუთარი თავის უნდა გჯეროდეთ. თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა განსაზღვრავს მიღებულ ანაზღაურებას, მაგრამ არ დაივიწყოთ დასვენება და ნუ იმუშავებთ თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. ნუ ჩაერთვებით დავებში – დაზოგეთ ენერგია საკუთარი მიზნებისთვის. შვებულება საშუალებას მოგცემთ, საბოლოოდ დაისვენოთ სამსახურსა და სახლში არსებული პრობლემებისგან. პარასკევი შესანიშნავი დღეა შეხვედრებისა და მეგობრული წვეულებებისთვის, არ დაგავიწყდეთ მეგობრებთან, ნათესავებსა და ნაცნობებთან შეხმიანება, ყველა იმ ადამიანისთვის ხმის მიწვდენა, რომელთა ნახვაც გსურთ. თქვენს პირად ცხოვრებაში ახალი, არაჩვეულებრივი გზები გამოჩნდება.

შაბათ-კვირა კარგია მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 10.

კირჩხიბი

ამ კვირაში თქვენი მიზნის მისაღწევად მოგიწევთ თავისუფალი დროისა და გეგმების გაწირვა. უნდა გაგამხნევოთ იმ ფაქტმა, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, შეიძლება კარგი აღმოჩნდეს. მაქსიმალურად ეცადეთ, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი, ეს კარიერული წინსვლის საწინდარია. უმჯობესია, ბიზნესი გულწრფელად და ღიად აწარმოოთ, მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ პრობლემები. ეცადეთ, ზედმეტ ამბიციებს არ აჰყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ავტორიტეტი რისკის ქვეშ დადგება. შეიძლება ახალი, პერსპექტიული შეთავაზებებით კმაყოფილი დარჩეთ. იფიქრეთ თქვენი საქმიანი იმიჯის შეცვლაზე. მოერიდეთ უხეშ სიტყვებს – ახლა ყველა სიტყვას წონა აქვს.

შაბათი ხელსაყრელი დღე იქნება დიდი ხნის განმავლობაში გადადებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. კვირას ბავშვებს თქვენი ყურადღება დასჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 11.

ლომი

კარგი პერიოდია. თქვენი წარმატება დამოკიდებულია თქვენს ენერგიაზე ბიზნესში. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, გაფართოვდება ჰორიზონტები, იქნება ზრდა პროფესიულ სფეროში. შესაძლებელია მეგობრებისა და ახლობლების დახმარება, რაც აუცილებლად გაგახარებთ. არ არის გამორიცხული ახალი ნაცნობები რომანტიკული პერსპექტივით, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირამდე გადადეთ. აკონტროლეთ ემოციები, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნეიტრალიტეტი. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ უთანხმოებები, დარღვეულის აღდგენა ადვილი არ იქნება, უმჯობესია, რისკზე არ წახვიდეთ. ნუ ეცდებით წარსულის ამოშლას, გახსოვდეთ ის ისეთი, როგორიც არის.

შაბათ-კვირას თქვენი ქარიზმა პიკზე იქნება – გამოიყენეთ ეს უპირატესობა გუნდში ან ოჯახში თქვენი ავტორიტეტის გასაძლიერებლად.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 8.

ქალწული

ამ კვირაში სასარგებლო იქნება ახალი პროფესიული ცოდნის მიღება, ხარვეზების შევსება და თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობების მთელი დიდებულებით დემონსტრირება, რათა არ იგრძნოთ თავი უხერხულად გარკვეულ საკითხებში საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, სიტუაცია და ადამიანები შეიძლება საპირისპირო მიმართულებით შემობრუნდეს და გაგაოცოთ. თქვენი სიმშვიდე ყველა მწვავე მომენტს გამოასწორებს. მოულოდნელი წარმატება შესაძლებელია მცირე საქმეში, რომელიც დიდი ხანია დაიწყეთ, მაგრამ მნიშვნელობას არ ანიჭებდით. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე – ის დროული და სასიკეთო იქნება.

შაბათ-კვირას იფიქრეთ შვებულების აღებაზე.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 11.

სასწორი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ განახორციელოთ თქვენი გეგმები, თუნდაც ყველაზე გიჟური. ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს, არამედ იმოქმედეთ და ნუ შეგეშინდებათ რისკზე წასვლისა საჭიროების შემთხვევაში. შეძლებთ გავლენიან ადამიანებთან ძლიერი კავშირების დამყარებას. სამსახურში თქვენი წარმატებები გაგახარებთ, მაგრამ პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები კიდევ უფრო მეტად შთაგაგონებთ. ორიგინალურობა, ენერგიულობა და ნათელი გონება საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ ბევრ პრობლემას, ხოლო თანდაყოლილი დიპლომატია ფინანსური სირთულეების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

სამსახური თქვენი დროის მნიშვნელოვან ნაწილს წაიღებს. შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

მორიელი

ეს კვირა კარგია დასვენებისთვის, ამიტომ, თუ შესაძლებელია, წადით შვებულებაში. კვირის დასაწყისი საკმაოდ ოპტიმისტურია, თუმცა თქვენი ზოგიერთი გეგმა შეიძლება ჩაიშალოს, მაგრამ ეს იმედგაცრუების მიზეზი არ არის, ისინი მხოლოდ ახალ, უფრო რეალისტურ მიზნებს დაუთმობენ ადგილს. რთული საკითხები განსაკუთრებული დაბრკოლებების გარეშე მოგვარდება. შეეცადეთ, საუკეთესოდ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი. სიყვარულში შესაძლოა ცხარე საუბრები – მაგრამ ისინი აუცილებელია ურთიერთობების გასაწმენდად. შეეცადეთ, შეიკავოთ ემოციები და ფსიქიკური წონასწორობა შეინარჩუნოთ. გულწრფელობა თქვენი მოკავშირეა.

შაბათ-კვირას კომპრომისზე წასვლა სასარგებლო იქნება თქვენთვის ახლობლებთან ურთიერთობისას.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

მშვილდოსანი

პრაქტიკულობა და თავშეკავება ის თვისებებია, რომლებიც წარმატებამდე მიგიყვანთ. ამ კვირაში შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს კარიერაში. ეცადეთ, დაიჭიროთ ცვლილებების ვიბრაციები, რათა მაქსიმალურად ისარგებლოთ ხელსაყრელი შესაძლებლობებით. ნუ ინერვიულებთ სამსახურში არსებულ მცირე პრობლემებზე, ისინი მალე წარსულს ჩაბარდება. გარკვეულმა ვალდებულებებმა შეიძლება გაიძულოთ, უცნობ საქმეს შეეჭიდოთ: არ ინერვიულოთ, ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებთ. თქვენი მიდრეკილება, ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ, მისასალმებელია, მაგრამ ამ კვირაში არ უნდა იჩქაროთ.

შაბათ-კვირას ფრთხილად იყავით, რადგან ნებისმიერი ნათქვამი ფრაზა შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. კარგი დროა მოკლე მოგზაურობისთვის, გარემოს შესაცვლელად.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 7.

თხის რქა

ამ კვირაში ფრთხილად იყავით და არაფრის გაკეთება არ იჩქაროთ. კარგი იქნება, თუ დააკვირდებით თქვენს გარემოს, რათა შემდგომში სწორი წარმოდგენა შეგექმნათ იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ურთიერთობთ. მოგიწევთ, დამოუკიდებლად გამოხვიდეთ იმ სიტუაციიდან, რომელშიც საყვარელი ადამიანები ჩაითრიეთ. ორგანიზაციული საკითხების მოგვარების დროა. ინდივიდუალური შემოქმედებითი მუშაობა მოქნილი გრაფიკით ნაყოფიერი იქნება. მშვიდ გარემოში შეგიძლიათ გადაჭრათ მრავალი პრობლემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვდა.

შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გაატარეთ, ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს შეხვედრებით.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 11.

მერწყული

ამ კვირაში უნდა გამოიყენოთ შესაფერისი მომენტი თქვენი ნიჭის გამოსავლენად. ბედი ყველაზე მოულოდნელ მომენტში გაგიღიმებთ და ძველი, თითქმის დავიწყებული სურვილების ასრულებას გპირდებათ. ნუ ეტყვით უარს მეგობრებს დახმარებაზე, მაგრამ ამავდროულად შეეცადეთ, თავად გადაჭრათ თქვენი პრობლემები. ნუ ეცდებით მოვლენების დაჩქარებას, საჭირო არ არის. სასურველია რისკზე არ წახვიდეთ ძალიან დიდი სიმაღლის დაძლევის გადაწყვეტილებით, ბევრი რამის გაწირვა მოგიწევთ და დანაკარგები შეიძლება გამოუსწორებელი იყოს.

შაბათ-კვირას ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად დრო დაგჭირდებათ. უფრო მეტი სითბო და სიკეთე გამოიჩინეთ თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ, პრაქტიკაში აჩვენეთ, თუ როგორ აფასებთ და გიყვართ ისინი.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 11

თევზები

ამ კვირის დასაწყისში მიღებული ინფორმაცია შეიძლება არაზუსტი და დამახინჯებული იყოს, ამიტომ ეცადეთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ ან სარისკო გადაწყვეტილებებს. ოთხშაბათს თქვენი წარმატება ბიზნესში თქვენს აქტივობასა და შემოქმედებითობაზე იქნება დამოკიდებული, მოგზაურობები და საქმიანი ვიზიტები წარმატებული იქნება. შესაძლებელია სასიამოვნო აღმოჩენები საკუთარ თავზე. ამ კვირაში შინაგან სიმშვიდეს თანდათანობით დაიბრუნებთ, განსაკუთრებით იმ საკითხებში, სადაც ლამის კონტროლი დაკარგეთ.

შაბათ-კვირას მარტოობა ხელს შეუწყობს სიმშვიდეს და ძალების აღდგენას.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 10.

 თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close