იტალიასაზოგადოება

იტალიაში მეტეოროლოგიურმა პირობებმა ორი ადამიანი იმსხვერპლა – იტალიასა და საბერძნეთში ტემპერატურა კიდევ მოიმატებს

დასავლეთ ევროპაში სიცხის ტალღა პიკს უახლოეს დღეებში მიაღწევს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ასეთმა მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა ელექტროქსელების მუშაობაში საგანგებო სიტუაციები გამოიწვიოს და ჯანმრთელობას  საფრთხე შეუქმნას.  

ევროპაში უამინდობას უკვე ორი ადამიანი შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები იტალიის მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი მათგანი, 47 წლის მამაკაცი ძლიერი სიცხისგან მშენებლობაზე გახდა შეუძლოდ, მეორე დაღუპული კი, 70 წლის მამაკაცი, ტურინში წყალდიდობას ემსხვერპლა.

პორტუგალიასა და ესპანეთში კი ივნისის თვისთვის რეკორდულად მაღალი 46.6 ტემპერატურა ფიქსირდება.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ტემპერატურის მცირედით კლებას პროგნოზირებენ, თუმცა სიცხე კიდევ უფრო მოიმატებს ბალკანეთში, იტალიასა და საბერძნეთში.

სიცხის ძლიერ ტალღებს ელოდებიან საფრანგეთში. ქვეყნის 16 დეპარტამენტში, მათ შორის, დედაქალაქში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. დროებით დაიხურება ეიფელის კოშკი.

„მსოფლიოს მოუწევს, ისწავლოს ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ცხოვრება“, – განაცხადეს გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურ სააგენტოში.

როგორც სააგენტოში ამბობენ, მომავალში ადამიანები მზად უნდა იყვნენ, რომ ხშირად დაფიქსირდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ამის მიზეზი ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილებებია.

„სიცხემ სიკვდილი არ უნდა გამოიწვიოს. ჩვენ გვაქვს ცოდნა, გვაქვს ინსტრუმენტები და შეგვიძლია სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა კლერ ნულისმა.

მისივე თქმით, ივლისი, ტრადიციულად, წლის ყველაზე ცხელი თვეა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, თუმცა ჰაერის ტემპერატურა წელს განსაკუთრებით მაღალია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close