მსოფლიოnewsსაზოგადოება

საფრანგეთში, სანაპიროებზე მოწევა აიკრძალა – კიდევ სად ამოქმედდა ახალი წესები

საფრანგეთში პირველ ივლისს ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან სანაპიროებზე მოწევა იკრძალება. ახალი რეგულაციების მიზანია მოზარდების დაცვა პასიური მოწევის საფრთხისგან, რაც, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში წელიწადში 3000-დან 5000-მდე ადამიანს კლავს.

ახალი წესების თანახმად, მოწევა ასევე იკრძალება ავტობუსის გაჩერებებიდან და ბიბლიოთეკებიდან, საცურაო აუზებიდან და სკოლებიდან ათი მეტრის რადიუსში – ყველა იმ ადგილზე, სადაც ბავშვები ხშირად მოძრაობენ. აკრძალვა არ ვრცელდება ბარებისა და რესტორნების ტერასებზე.

აკრძალვის დამრღვევ ნებისმიერ პირს 135-დან 700 ევრომდე ჯარიმა დაეკისრება.

ახალ წესებში არაფერია ნათქვამი ელექტროსიგარეტებზე.

მანანა ბანძელაძე

P. S. „თამბაქოს საწინააღმდეგო პროგრამის“ წარდგენისას 2023 წლის დეკემბერში საფრანგეთის მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ორელიან რუსომ (ამჟამად ამ თანამდებობას იანიკ ნედერი/Yannick Neuder იკავებს) განაცხადა, რომ ეს არის მთავრობის გეგმის ნაწილი, რომელიც თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების აღსაკვეთად შემუშავდა. მისივე განცხადებით, „გეგმის მიზანია, 2032 წლისთვის ქვეყანაში იყოს თამბაქოსგან თავისუფალი თაობა“.

საფრანგეთში 12 მლნ  მწეველია და მოწევა ყოველწლიურად 75 ათასი სიკვდილის შემთხვევის მიზეზი ხდება, ანუ გარდაცვალების ყოველი 10 შემთხვევიდან ერთი თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება.

მაშინ ასევე აღინიშნა, რომ სიგარეტის ღირებულება თანდათანობით გაიზრდება და 2025 წლისთვის ერთი კოლოფი 12 ევროს, 2027 წლისთვის კი – 13 ევროს მიაღწევს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close