ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კრიმინალური ისტორია აქვს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­სა­ზღვრო პატ­რუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სა­ში­შია. მა­მა­კა­ცი ახლა ICE-ის მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ იმყოფება და მიმდინარეობს მისი დეპორტაციის პროცედურა.

US Border Patrol-ის გავრცელებულ პოსტში, რომელსაც თან ახლავს დაკავებულის სურათები, დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე აშშ-ში 2023 წელს ჩავიდა და თავშესაფარი მო­ი­თხო­ვა.

საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) ის 19 ივნისს ბრუკლინში დააკავა, რადგან მისი კრიმინალური წარსულის შესწავლის შემდეგ, იგი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნიეს.

პოსტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს წარსულში ბრალი ჰქონდა წაყენებული კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობისთვის, ასევე საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე ადამიანებით ვაჭრობისთვის. არსებული ინფორმაციით, მას 25-წლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, ციხეში კი 9 წელი აქვს გატარებული.

ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს აღიარებული აქვს რუსულ КГБ-სთან თანამშრომლობა.

მას დანაშაულები აშშ-შიც აქვს ჩადენილი.

აშშ-ში ჩასვლის შემდეგ იგი 2024 წლის თებერვალში ორჯერ დააკავეს – ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და ერთხელაც მოპარული ნივთების ფლობისთვის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close