ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 30 ივნისი – 6 ივლისი

ამ კვირაში ცაზე 3 მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება, ყველა მათგანი ჰარმონიული ხასიათისაა და ვენერასთან ასოცირდება, ამიტომ მთელი კვირა შეიძლება რბილი დადებითი ტონებით იყოს შეფერადებული, განსაკუთრებით სასიყვარულო მიმართულებით.

 4 ივლისი, ვენერა-ურანის შეერთება – ამ ასპექტმა შეიძლება ხელი შეუწყოს სასიყვარულო გრძნობების გამძაფრებას, მოსალოდნელია ერთი ნახვით შეყვარება, თუმცა, როგორც წესი, ასე წარმოშობილი სიყვარულის დამახასიათებელი თვისება მისი სისუსტეა და  დიდხანს ვერ გასტანს. ასევე, ასპექტმა შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური წარმატება, ლატარიაში მოგება.

6 ივლისი, ვენერასატურნის სექსტილი – ეს ასპექტი ხელს უწყობს სიყვარულში ერთგულებას. პარტნიორობისას შეიძლება გაიზარდოს პასუხისმგებლობის, სტაბილურობისა და საიმედოობის გრძნობა. ამ ასპექტში სიყვარულის ენა დაკავშირებულია მატერიალურ მხარდაჭერასთან, ზრუნვასთან, პრაქტიკულ დახმარებასთან. ფინანსური საკითხების გადაჭრისას შეიძლება გაიმარჯვოს ფულის ეკონომიურად დახარჯვის, მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთების შეძენის და, თუ შესაძლებელია, დანაზოგისთვის თანხის გადადების სურვილმა.

6 ივლისი, ვენერანეპტუნის სექსტილი –  ეს ასპექტი კი ხელს უწყობს დახვეწილ სიყვარულს. ასპექტის სიმბოლიკა დაკავშირებულია მიწიერი და ზეციური სიყვარულის ჰარმონიულ კომბინაციასთან. დამახასიათებელია საყვარელი ადამიანის მიმართ სინაზისა და ზრუნვის გამოვლინებები. სიყვარულის გარდა, შეიძლება გაძლიერდეს რელიგიური გრძნობების გამოვლინებები და ხელოვნებისადმი მიზიდულობა.

ზოგადად, ამ კვირაში ზოდიაქოს ბევრი ნიშანი განიცდის ემოციურ რყევებს. მთავარია შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და არ დანებდეთ, შემდეგ კი შეძლებთ ნებისმიერი სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას.

ვერძი

ეცადეთ, ამ კვირაში თქვენი სამუშაო დროულად შეასრულოთ, ეს ზედმეტი პრობლემებისგან გიხსნით. თქვენს შრომას შეამჩნევენ და დააფასებენ. თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება, გარშემო მყოფები მოგისმენენ და რჩევას გკითხავენ, მაგრამ ნუ გახდებით ამპარტავანი. ოთხშაბათს შესაძლებელია კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან. სასურველია რაციონალურად გამოიყენოთ თქვენი ენერგია და შეამციროთ სამუშაო დატვირთვა. დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა წარმატებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია გულწრფელი საუბრები, რის შემდეგაც ბევრი რამ თავის ადგილზე დადგება.

შაბათ-კვირას საკმარისი ყურადღება მიაქციეთ ოჯახს. უმჯობესია ეს დღეები ქალაქგარეთ ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

კურო

ამ კვირაში საქმიანი და შემოქმედებითი აქტივობების ზრდა გრძელდება, რაც საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ დიდი ხნის დაგეგმილი საქმეები. ნუ მოუსმენთ ირგვლივ მყოფების რჩევებს, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას – ის თქვენი ერთგული მოკავშირეა. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანები თქვენგან ყურადღებას და სითბოს ელიან. პარასკევი შეიძლება იყოს იდეების განხორციელების დღე, გაიხსენეთ თქვენი ძველი დაპირებები და შეეცადეთ შეასრულოთ ისინი.

შაბათს სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ. კვირას მოერიდეთ სპონტანურ შესყიდვებს: არსებობს დიდი ალბათობა, რომ ინანებთ.

სასიკეთო დღეები: 3, 5

არასასიკეთო დღე: 2.

ტყუპი

ამ კვირაში ბევრს მიაღწევთ, თუ წინასწარ დაადგენთ საქმეების თანმიმდევრობას თქვენთვის მათი მნიშვნელობის მიხედვით და არ ჩაეჭიდებით ყველაფერს, რაც თავში მოგივათ. შესაძლებელია საინტერესო საქმიანი წინადადებები, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღების ღირსია – წარმატებას მოგიტანთ! სამსახურში მოერიდეთ ჭორებს, რადგან  შეიძლება სხვის კონფლიქტში აღმოჩნდეთ ჩათრეული. პარასკევს რომანტიკულ სფეროში გაგახარებთ მოულოდნელი გულწრფელი აღიარება იმ ადამიანისგან, რომლის სიმპათიაშიც ეჭვი გეპარებათ.

შაბათ-კვირა ისე გაატარეთ, რომ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი აღადგინოთ.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

კირჩხიბი

ამ კვირაში თქვენი მონდომება და აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩება. შეეცადეთ განიხილოთ თქვენს ხელმძღვანელობასთან ყველა ის საკითხი, რომელიც გაწუხებთ. შესაძლებელია პოზიტიური ცვლილებები სამსახურში და კარიერული ზრდა. კვირის მეორე ნახევარში წინ პოზიციაზე წამოიწევს ოჯახური ურთიერთობები და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ყურადღებაზე საყვარელი ადამიანების მიმართ. შეეცადეთ, აპატიოთ მათ მცირე ნაკლოვანებები და სისუსტეები.

შაბათ-კვირას იზრუნეთ საკუთარ თავზე – ნუ უგულებელყოფთ სხეულის სიგნალებს, მასაც სჭირდება მოვლა.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 30.

ლომი

დატვირთული პერიოდი გელით, განსაკუთრებით საქმიან სფეროში. არ გაუშვათ ხელიდან ინიციატივის აღების შანსი – თქვენს აზრს მოისმენენ და გაითვალისწინებენ. ხუთშაბათი თქვენგან მოითხოვს ისეთ თვისებებს, როგორიცაა: მონდომება, სიტუაციაში მყისიერად ჩართვის უნარი, თავდაჯერებულობა. პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობები დიდწილად თქვენს გამძლეობასა და დიპლომატიაზე იქნება დამოკიდებული. მეგობრებთან ურთიერთობაში შესაძლებელია მოულოდნელი კონფლიქტები ეჭვიანობის ან მეტოქეობის გამო. ფინანსურმა საკითხებს რაც შეეხება, შეიძლება ბიუჯეტის გადახედვა დადგეს დღის წესრიგში..

სამსახურის საქმეებში რომ ჩაეფლობით, შეეცადეთ, ოჯახიც არ დატოვოთ ყურადღების გარეშე. შაბათ-კვირას ბავშვებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სასიკეთო დღეები: 2, 3.

არასასიკეთო დღე: 30. 

ქალწული

კვირის დასაწყისში სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდებათ – გარემოებები სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, თუმცა სიტუაცია მალე დასტაბილურდება და შეძლებთ თითქმის ყველა ამოცანის გადაჭრას დაგეგმილ დროში. ეცადეთ, რეალისტურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და წვრილმანებზე ნუ განაწყენდებით. ნაკლები დაპირებები გაეცით, მათი შესრულება ადვილი არ იქნება. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ახალმა ნაცნობმა.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ და მეტი აქტიურობისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 2, 6.

არასასიკეთო დღე: 5.

სასწორი

ამ კვირაში ბევრი საქმე გექნებათ გასაკეთებელი, რაც დიდ ყურადღებას მოითხოვს. თვალყური ადევნეთ დოკუმენტებსა და ვალდებულებებს – გაუგებრობა შეიძლება პრობლემებში გადაიზარდოს. სამშაბათს შესაძლოა ვინმე გააღიზიანოთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ შურიანი ადამიანებისა, ისინი ვერ შეგაჩერებენ. კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კომუნიკაციისთვის, მოლაპარაკებებისთვის და ძველი კავშირების აღსადგენად. შეიძლება შემოგთავაზონ თანამშრომლობა, რომელზეც უარის თქმა რთული იქნება, თუმცა კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ.

კვირის ბოლოს თქვენი ძალისხმევა ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინაშე ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილეთ.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 30.

მორიელი

ამ კვირაში ყველა საქმის მართვას საკმაოდ მარტივად შეძლებთ. თქვენი მიზნები შეიძლება სხვებისთვის მიუწვდომელი ჩანდეს, მაგრამ თქვენი მონდომების წყალობით საოცარ შედეგებს მიიღებთ. შესაძლებელია საინტერესო ფინანსური შემოთავაზებები გქონდეთ, რომლებიც არასტანდარტული გადაწყვეტილებების მოფიქრებას და დამკვიდრებული ჩვევებისგან თავის დაღწევას მოითხოვს, მაგრამ ბრწყინვალე პერსპექტივებს გაგიხსნით. რაიმეს შეცვლის შინაგანი მოთხოვნილება გაგიჩნდებათ. შესაძლოა საქმე პროფესიას, ცხოვრების წესს ან გარემოს ეხებოდეს. მნიშვნელოვანია, არ იჩქაროთ – ინტუიცია ზუსტად მიგანიშნებთ, როგორ იმოქმედოთ.

შაბათ-კვირას დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდებით და დაუვიწყარ დროს გაატარებთ..

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

მშვილდოსანი

სამსახურში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, უბრალოდ, ნუ ეცდებით, მეტისმეტად ორიგინალური იყოთ. შესაძლოა ძველი, დაუმთავრებელი საქმეების მოგვარებაც მოგიხდეთ. ასევე, შეეცადეთ, გაათავისუფლოთ თქვენი სახლი ზედმეტი, გამოუსადეგარი ნივთებისგან. სამშაბათს წარმატებული იქნება მოკლე მოგზაურობა. ოთხშაბათს უმჯობესია არ დაგეგმოთ რაიმე სერიოზული და არ დაუკავშირდეთ უცნობ ადამიანებს. სიყვარულის ფრონტზე მოსალოდნელია აღსარება, რამაც შესაძლოა თქვენი გეგმები შეცვალოს.

შაბათ-კვირას მოაწყვეთ პიკნიკი აგარაკზე ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 4.

თხის რქა

ამ კვირაში შეეცადეთ პირად ცხოვრებაში შეცდომების გამოსწორებას – ასეთი შესაძლებლობა ნამდვილად გექნებათ. სამსახურში თქვენი წარმატება დიდწილად თქვენს აქტივობასა და ინიციატივაზე იქნება დამოკიდებული. მნიშვნელოვანია შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება და ემოციების კონტროლი. შესაძლოა დაწინაურების შეთავაზება მიიღოთ. პარასკევი ენერგიულ და შემოქმედებით აღმავლობას მოგიტანთ, გამოიყენეთ ეს დრო. ფრთხილად იყავით ტექნოლოგიებთან და ტრანსპორტთან – არსებობს მცირე ავარიების რისკი. ამ კვირაში ბავშვები თავიანთი მიღწევებით გაგახარებენ.

შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

მერწყული

კვირის დასაწყისში, სავარაუდოდ, სირთულეებია ნათესავებთან ან მეზობლებთან კომუნიკაციაში, აზრი არ აქვს მათთვის თქვენი პოზიციის შესახებ უთხრათ, ისინი მაინც არ მოგისმენენ. უბრალოდ, კონფლიქტს განერიდეთ. დაუცველობის გრძნობა ხელს შეგიშლით კონცენტრირებაში, თუმცა თქვენ კიდევ უფრო მეტი ძალა და ცოდნა გაქვთ, ვიდრე გგონიათ. ფინანსური საკითხები შეიძლება ყურადღების ცენტრში იყოს, როგორც ჩანს, დროა სამსახური შეიცვალოთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია არჩევანის გაკეთება წარსულსა და მომავალს შორის.

შაბათ-კვირას შეეცადეთ ენერგია აღიდგინოთ – დაკავდით სპორტით!

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 4.

თევზები

ამ კვირაში ნუ ენდობით უცნობებს. კვირის პირველ ნახევარში ძველ მეგობრებთან შეხვედრა ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. კვირის შუა პერიოდი კარგია ახალი ჰობის დასაწყებად ან რაიმე საგნის შესასწავლად. ხუთშაბათს და პარასკევს უმჯობესია არ გადადგათ რაიმე მკვეთრი ნაბიჯი, გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფინანსურ საკითხებს რაც შეეხება, უფრო ფრთხილად უნდა იყოთ – განსაკუთრებით სესხებისა და კრედიტების შემთხვევაში.

შაბათ-კვირა ძველ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას უნდა დაეთმოს, შეეცადეთ ჯგუფის შეკრებას, დასვენებას და განტვირთვას.

სასიკეთო დღეები: 30,

არასასიკეთო დღე: 1, 4.

 თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close