newsმიგრაციასაბერძნეთისაქართველო

უკვე შესაძლებელია ქართული ეროვნული მართვის მოწმობის ბერძნულში გადაცვლა და პირიქით

მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები უკვე თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ, მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის შემდეგი კატეგორიები/ქვეკატეგორიები: AM, A, A1, A2, B, B1, C, D, C1, D1, BE, CE, DE, C1E, D1E.

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას 2024 წლის 26 ივნისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მოეწერა ხელი.

2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტმა „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს, აგრეთვე, გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსა და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.

ამ საკითხზე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია იტალიასთანაც.

ამავე თემაზე: ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოსა და ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close