პოლიტიკასაბერძნეთი

კუნძულ კრეტაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს – რა იყო მისი სამიზნე

ბერძენმა ძალოვანებმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანელი მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის კრეტის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, სუდის ყურეში, საზღვაო ბაზას ფოტოებს უღებდა, იტყობინება ბერძნულ გაზეთი Ekathimerini.

26 წლის მამაკაცი 22 ივნისს დააკავეს ეროვნული დაზვერვის სამსახურის (EYP) და საბერძნეთის პოლიციის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი აზერბაიჯანში დაიბადა, თუმცა პოლონური პასპორტი აქვს.

მამაკაცი სასტუმროში 18 ივნისს დარეგისტრირდა და ითხოვა ნომერი სუდის ყურის ხედით. მან წინასწარ გადაიხადა ერთი თვის საფასური, მაგრამ, როგორც ამბობენ, ოთახიდან თითქმის არ გამოსულა.

მისი ნომრის ჩხრეკისას ამოღებული კამერიდან და ლეპტოპიდან შეგროვებული ციფრული მტკიცებულებები შეიცავდა დაახლოებით 5000 ფაილს საზღვაო ბაზაზე შესული და გამომავალი გემების შესახებ.

წყაროების ცნობით, ეჭვმიტანილი არ თანამშრომლობს საბერძნეთის ხელისუფლებასთან. ხელისუფლება იძიებს მის შესაძლო კავშირს კიდევ ერთ აზერბაიჯანელთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლიმასოლში დააკავეს ბრიტანეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ჯაშუშობის ბრალდებით. დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა 21 ივნისს საღამოს განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) კვიპროსში ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. თავდასხმა კვიპროსის უსაფრთხოების სამსახურებმა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობით აღკვეთეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close