ვიდეომსოფლიო

ჩინეთში ხიდი ჩაინგრა და სატვირთო მანქანა მძღოლთან ერთად უფსკრულის თავზე დაეკიდა (ვიდეო)

ჩინეთში, გიუჯოუს პროვინციაში ექსტრემალური შემთხვევა მოხდა – გადაუღებელი წვიმების გამო მდინარეზე ხიდი ჩაინგრა. ამ დროს ხიდზე ერთი სატვირთო მანქანა იმყოფებოდა, რომლის კაბინა მძღოლითურთ უფსკრულის თავზე დაეკიდა.

გავრცელდა ვიდეო შემთხვევის ადგილიდან, რომელშიც ჩანს სატვირთოს კაბინაში თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი. ვიდეოში ისმის, როგორ ეუბნება მას ამ ამბის შემსწრე სხვა ადამიანი, რომელიც ვიდეოს იღებს, რომ მობილური კავშირი არ არის და მოუწევს, დაელოდოს, სანამ მეხანძრე-მაშველები მოვლენ.

საბედნიეროდ, ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ადგილზე მისულმა მაშველებმა შეძლეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი მძღოლის გადარჩენა. სატვირთოს მისაბმელის წონამ ავტომანქანა შეაკავა უფსკრულში გადაჩეხისგან, სანამ მაშველები მივიდოდნენ.

გუიჯოუს პროვინციის ტრანსპორტის დეპარტამენტის WeChat-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშაბათს, დილის 7:40 საათზე (თბილისის დროით 3:40 სთ-ზე) ჰოუზის მდინარის ხიდი ჩაინგრა მეწყრის შედეგად, რომელიც ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობით დაზარალებულ ჩინეთის პროვინცია გუიჯოუში აღმოსავლეთ აზიის ყოველწლიური მუსონი გაძლიერდა და რამდენიმედღიანი წვიმების შემდეგ მდინარეები ადიდდა. ამჟამინდელი წყალდიდობა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია.

მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ნალექია მოსალოდნელი. ისინი აცხადებენ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პროვინციებში, მათ შორის, გუიჯოუში, რომლებიც ძლიერი შტორმებისგან უკვე დაზარალდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close