ცნობილი მილიარდერის უაზრო სიკვდილი – ბოლივუდის ვარსკვლავის ყოფილ ქმარს პირში ფუტკარი შეუფრინდა…

ინდოეთში ცნობილი მილიარდერი, ბოლივუდის მსახიობის, კარიშმა კაპურის ყოფილი ქმარი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მას პირში ფუტკარი შეუფრინდა.
სანჯაი კაპური, სათადარიგო ავტონაწილების მსოფლიო გიგანტის, Sona Comstar-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც მამისგან შემდეგ მემკვიდრეობით ერგო, ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან მეგობრობდა და ხშირად თამაშობდა პოლოს არისტოკრატიის წარმომადგენლებთან ერთად.
იგი იმ საბედისწერო დღესაც პოლოს თამაშობდა ლონდონში, როდესაც პირში ფუტკარი შეუფრინდა და ყელის მიდამოში უკბინა. 53 წლის ბიზნესმენს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გული გაუჩერდა.
მოულოდნელად გარდაცვლილი ბიზნესმენი 19 ივნისს დაკრძალეს დელიში.
სანჯაი კაპურს სამი ქორწინებიდან სამი შვილი დარჩა. მისი პირველი ცოლი იყო მოდის დიზაინერი ნანდიტა მაჰტანი, რომელთანაც ოფიციალურად 1996 წელს დაქორწინდა და ოთხი წლის შემდეგ გაეყარა. 2003 წელს მან მსახიობი კარიშმა კაპური შეირთო ცოლად. წყვილს ორი შვილი შეეძინა – სამაირა (ამჟამად 20 წლისაა) და კიანი (14 წლის). 2014 წელს კარიშმამ და სანჯაიმ ურთიერთშეთანხმებით განქორწინებაზე შეიტანეს განცხადება სასამართლოში. პროცესი 2016 წელს დასრულდა. კარიშმასთან დაშორების შემდეგ, 2017 წელს სანჯეი პრია საჩდევზე დაქორწინდა. გარდაცვალების მომენტში იგი პრიაზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი 6 წლის ვაჟი – აზარიასი ჰყავს.
Forbes-მა გარდაცვალების მომენტში კაპურის პირადი წმინდა ქონება 1,2 მლრდ აშშ დოლარად შეაფასა, ხოლო მისი კომპანიის, Sona Comstar-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, Bloomberg-ის ცნობით, 31000 ინდურ რუპიას (თითქმის 4 მილიარდი დოლარი) უდრის.
კანონის თანახმად, კაპურის ქონებისა და სიმდიდრის მართვა მის მეუღლეს, პრია საჩდევს გადაეცემა, თუმცა მემკვიდრეობის გარეშე არც კარიშმა კაპურთან საერთო მისი ორი შვილი დარჩება.
ნანა ძნელაძე
კომენტარები