მოგზაურობაპოლიტიკა

ვიზების გასაცემად აშშ-ის საელჩო საქართველოში სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლას ითხოვს

ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც საელჩო წერს, მცდარი ან არასრული ინფორმაციის მითითებამ, მათ შორის, სოციალური მედიის ანგარიშების გამოტოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიზაზე უარი და მომავალში ვიზის მიღების შესაძლებლობის დაკარგვა.

„ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია – თავიანთი იდენტობისა და აშშ-ის კანონის შესაბამისად ქვეყანაში დაშვების დასადგენად – შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს ისინი საჯარო.

სავიზო სკრინინგის დროს ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას ვიყენებთ – მათ შორის სოციალური მედიის მონაცემებს – იმ პირების გამოსავლენად, რომლებსაც აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ ან რომლებიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. 2019 წლიდან აშშ-მა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო სავიზო აპლიკაციაში სოციალური მედიის იდენტიფიკატორების მითითება სავალდებულო გახადა.

აპლიკანტები ვალდებულნი არიან, სოციალურ მედიაში მათი ყველა იდენტიფიკატორი მიუთითონ. მცდარი ან არასრული ინფორმაციის მითითებამ, მათ შორის, სოციალური მედიის ანგარიშების გამოტოვებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ვიზაზე უარი და მომავალში ვიზის მიღების შესაძლებლობის დაკარგვა“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close