ისრაელში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის ვიზები ავტომატურად გაგრძელდება – რა სახის ვიზებს შეეხება ეს ცვლილება

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზები ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით.
ადამიანებს არსად მისვლა არ სჭირდებათ, ვიზები ავტომატურად გაგრძელდება 2025 წლის 30 სექტემბრამდე.
„მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის – PIBA-ს – მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გაწვდით შემდეგ ინფორმაციას:
უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით.
მომსახურება ავტომატურია, 30.09.25-მდე.
გაგრძელდება შემდეგი სახის ვიზები:
სამუშაო ვიზა, ტიპი B/1, ზოგადი;
ტურისტული ვიზა, ტიპი B/2;
მოხალისეობრივი ვიზა, ტიპი B/4;
დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/1;
სტუდენტური ვიზა, ტიპი A/2 (გარდა სოფლის მეურნეობაში ანაზღაურებადი პირებისა);
სასულიერო პირების ვიზა, ტიპი A/3;
თანმხლები ვიზა, ტიპი A/4;
დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/5;
ვიზა DCO ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად მისვლა საჭირო არ არის“, – ნათქვამია ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ისრაელში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7
+972 3 609 3206
კომენტარები