ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური  პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 16-22 ივნისი

ამ კვირაში ცაზე 3 მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება. 19 ივნისი, იუპიტერ-ნეპტუნის კვადრატი – გრძელვადიანი ასპექტია, რომელიც შეიძლება ივნისის თვის ბოლომდე გაგრძელდეს. იგი გავლენას ახდენს იდეებისა და იდეოლოგიური დამოკიდებულებების დონეზე. ადამიანი, რომელიც ამ ასპექტის გავლენის ქვეშ მოექცევა, შეიძლება მგრძნობიარე იყოს ცრუ იდეების მიმართ. ეს განსაკუთრებით შეიძლება ეხებოდეს რელიგიურ შეხედულებებს. მოსალოდნელია მოექცეთ რელიგიური მოძრაობების, სექტების გავლენის ქვეშ და გახდეთ მოტყუების მსხვერპლი, დაკარგოთ ქონება. უფრო მეტიც, ასპექტი ვლინდება შთაგონების დონეზე და ძალადობის გამოვლინებების გარეშე. მას შეუძლია გამოვლინდეს თავგანწირული ქმედებებით, საკუთარი ქონების განაწილებით კეთილი, თუმცა ცრუ მოტივებით.

21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა. ეს დღეს, ზოგადად, მშვიდი იქნება, ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობა მფარველი პლანეტებისგან ენერგიის დამატებით იმპულსს მიიღებს.

22 ივნისი, მარსი-იუპიტერის სექსტილი  –  ეს ასპექტი კი ხელს უწყობს წარმატებულ აქტიურ მუშაობას. მას შეუძლია გამოვლინდეს საზოგადოებასა და პირად ცხოვრებაში, მაგრამ განსაკუთრებით წარმატებულია ბიზნესსაქმიანობაში. ქცევის სტილი შეიძლება იყოს სწრაფი, თავდაჯერებული და მასშტაბური.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს 22-23 ივნისის კვადრატი, მზე-სატურნი – ასპექტი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბრკოლებებთან და მათ დასაძლევად ენერგიის დიდ ხარჯვასთან. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება, იმუნიტეტის დაქვეითება, დაღლილობის მომატება, სისუსტე.  ყველაზე მეტად მორიელებსა და თხის რქებს გაუჭირდებათ, თუმცა ვარსკვლავები მთელი კვირის განმავლობაში მათთვისაც სასიამოვნო სიურპრიზებს ამზადებენ.

ვერძი

ამ კვირაში ფარული პრობლემები აშკარა გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სასწრაფოდ მოგვარებაა საჭირო. ეს მომავალში სერიოზული სირთულეებისგან გიხსნით. სამსახურში აჩქარებული სამუშაო გელით, მოსალოდნელია ფიზიკურად მოგიწიოთ მუშაობა. კვირის დასაწყისში შეგიძლიათ სასიამოვნოდ გააკვირვოთ თქვენი ხელმძღვანელი რთული საკითხის მარტივი გადაწყვეტით, ეს თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. პარასკევს შესაძლოა მოულოდნელად გაიხსნას თქვენთვის ახალი პროფესიული პერსპექტივები.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, ბუნებაში დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.

სასიკეთო დღეები:  20, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

კურო

ამ კვირაში ნუ ეცდებით ყველა დაგეგმილი სამუშაოს დასრულებას, რადგან უბრალოდ ვერ შეძლებთ ამის გაკეთებას. კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ. შუა კვირაში მოსალოდნელია შეხვედრები მეგობრებთან, ახალი შესაძლებლობები სამსახურში. ხუთშაბათს გამოიჩინეთ ინიციატივა პროფესიულ საკითხებში, ნუ დაელოდებით, როდის მიითვისებს ვინმე თქვენს მიღწევებს. გარკვეული სირთულეები გელოდებათ საოჯახო საქმეებში და ბავშვებთან ურთიერთობაში.

შაბათ-კვირას მეგობრები საჭირო დახმარებას შემოგთავაზებენ და უარი არ თქვათ.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 17.

ტყუპი

ვინ თქვა, რომ სასწაულები არ ხდება?! მიეცით მათ საშუალება, შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში. წარმატებული კვირა გექნებათ ყველა ასპექტში, განსაკუთრებით კი ბიზნესსფეროში. თქვენი დამახასიათებელი სიჯიუტე ახლა უსარგებლოა, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. მოუსმინეთ ინტუიციის ხმას, დაუჯერეთ მის მინიშნებებს და კარიერული წინსვლა გარანტირებულია. ხელმძღვანელობა დააფასებს თქვენს საოცარ ეფექტიანობას.

შაბათ კვირას მოგზაურობა და მეგობრებთან  შეხვედრები წარმატებული იქნება.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

კირჩხიბი

ამ კვირაში არ უნდა მოდუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეგმილ საქმეებს ვერ გაუმკლავდებით. გსურთ თუ არა, მოგიწევთ კონცენტრირება. კარიერაში შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდეთ. ოთხშაბათს უნდა გამოიჩინოთ მონდომება და ყურადღების გარეშე არ დატოვოთ უმნიშვნელო დეტალიც კი. ახალი ინფორმაცია გაგამდიდრებთ და გასწავლით რაღაც აქტუალურს და სასარგებლოს. პარასკევს მოსალოდნელია თქვენი პროდუქტიულობის უპრეცედენტო ზრდა.

შაბათ-კვირას აგარაკზე პიკნიკი მოაწყვეთ.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 17.

ლომი

ამ კვირაში  შესაძლებლობა გექნებათ, მომავალი საქმიანი პარტნიორობისთვის მყარი საფუძველი შექმნათ. არსებობს შესაძლებლობა, მიიღოთ თქვენთვის ღირებული ინფორმაცია, თუნდაც სრულიად მოულოდნელი წყაროდან. პარასკევს ეცადეთ, სამუშაო დღე მინიმუმამდე შეამციროთ. იყავით ყურადღებიანი და მზრუნველი თქვენი საყვარელი ადამიანის მიმართ, რადგან მას თქვენი სითბო აკლია.

შაბათ-კვირას მოვლენების განვითარება დიდწილად თქვენზე იქნება დამოკიდებული . ვარსკვლავების რჩევით, ეცადეთ, სიხარული მოუტანოთ საკუთარ თავს, თქვენს ოჯახს და მეგობრებს.

სასიკეთო დღეები: 19, 22

არასასიკეთო დღე: 18.

ქალწული

ამ კვირაში შეეცადეთ, არ გაკიცხოთ საკუთარი თავი უმნიშვნელო ნაკლოვანებებისა და შეცდომების გამო, გაზარდეთ თვითშეფასება. თვითკრიტიკა მხოლოდ განწყობას გაგიფუჭებთ. ხუთშაბათი თითქმის იდეალური დღეა ნებისმიერ სფეროში გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის, თუმცა ეცადეთ, წვრილმანებთან დაკავშირებითაც კი ყურადღებით იყოთ. პარასკევს საქმიანი მოლაპარაკებები მარტივი და წარმატებული იქნება.

უმჯობესია შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატაროთ. ვთქვათ, მათთან ერთად წახვიდეთ პლაჟზე.

სასიკეთო დღეები: 18, 19.

არასასიკეთო დღე: 17.

სასწორი

ეს კვირა, ზოგადად, ხელსაყრელია თქვენი გეგმების განსახორციელებლად. შესაძლებელია მეგობრების დროული მხარდაჭერა. სამსახურში დაძაბული რიტმი მალე შვებულებითა და დასვენებით ჩანაცვლდება. მოგზაურობა და საქმიანი ვიზიტები წარმატებული იქნება. ეცადეთ, არ გაამჟღავნოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ის შეიძლება ეგოისტური მიზნებისთვის გამოიყენონ. უნდა შეინარჩუნოთ საღი აზრი და იუმორის გრძნობა. ხუთშაბათს ვარსკვლავები ახალი რომანტიკული პერსპექტივების გახსნას გპირდებიან.

შაბათ-კვირას წარმატებით შეძლებთ მოიშოროთ უაზრო გამოთქმები, რომლებიც ხელს უშლიან თქვენი გამოსვლების დამაჯერებლობას.

სასიკეთო დღეები: 17,  19.

არასასიკეთო დღე: 20.

მორიელი

სამსახურში ყოველთვის სასიამოვნო სიურპრიზებს არ ელოდოთ. შესაშური მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენმა საქმიანმა პარტნიორებმა შეიძლება თქვენი ემოციურობით ისარგებლონ და კონფლიქტური სიტუაცია შექმნან.  შემთხვევითი შეხვედრები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. კვირის მეორე ნახევარში სოლიდური მოგება და მაღალანაზღაურებადი სამსახურის შემოთავაზება გელოდებათ.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, არ ინერვიულოთ დაუსრულებელ საოჯახო საქმეებზე და არ გაართულოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

მშვილდოსანი

ამ კვირაში იყავით ობიექტური საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას და ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გასცეთ საკუთარ თავზე. სამსახურში და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ თავშეკავებულობა. თქვენი ენერგია და ძალა ახალი საქმიანი კავშირების დამყარებაზე მიმართეთ. უიმედობას ნუ მიეცემით და თქვენი ძალისხმევა დაჯილდოვდება. სახლში და ოჯახში სიმშვიდე და კეთილდღეობა გელოდებათ.

გაატარეთ შაბათ-კვირა ბუნებაში, საყვარელ ადამიანებთან ერთად.

სასიკეთო დღეები:  18, 22.

არასასიკეთო დღე: 19.

თხის რქა

ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში დადებითი ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დროა. მოიშორეთ გაურკვევლობა და ეჭვები და დაიწყეთ თქვენი უფლებების დაცვა ყველა სასიცოცხლო სფეროში. ენერგიითა და თავდაჯერებულობით იქნებით სავსე, ამიტომ გაუმკლავდებით ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ამოცანას. ფარული პრობლემები აშკარა გახდება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მათ სასწრაფო გადაწყვეტას. უბრალოდ, ნუ იქნებით ძალიან მკაცრი კრიტიკული განცხადებების გაკეთებისას.

შაბათ-კვირას მეგობრებს ან ნათესავებს თქვენი დახმარებას დასჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 18.

არასასიკეთო დღე: 19, 22.

მერწყული

ეს კვირა ენერგიის უპრეცედენტო მოზღვავებას მოგიტანთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ისედაც არ უყვარს უქმად ჯდომა. სამსახურში შესაძლოა იყოს ცვლილებები უკეთესობისკენ, გაჩნდება პროფესიული ზრდისა და მატერიალური კეთილდღეობის გაძლიერების ახალი შესაძლებლობები. უბრალოდ, ეცადეთ, არ დაივიწყოთ პირადი ცხოვრება და არ დაშორდეთ საყვარელ ადამიანებს. ნუ აჩქარდებით იმ საკითხების გადაჭრისას, რომლებიც გარკვეულ დიპლომატიას მოითხოვს.

შაბათ-კვირას დიდი ხნის ნახავ მეგობრებს შეხვდებით და მათთან ერთად დაუვიწყარ დროს გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 17

თევზები

ამ კვირაში პროფესიული საქმიანობა  დიდ ყურადღებას და  დროს მოითხოვს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბიზნესპარტნიორებს. თუ აქტიურ ადამიანებთან ერთად ერთ გუნდში მუშაობთ, მაშინ წარმატების მიღწევა საკმაოდ ადვილი იქნება. პირად ცხოვრებაში ვარსკვლავები სიმშვიდეს გპირდებიან.

შაბათ-კვირის გეგმები სერიოზულად უნდა შეცვალოთ. ახალი გარემო და ახალი შთაბეჭდილებები აშკარად სარგებელს მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 19.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close