
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა – დღეიდან უკვე ქალი ჩემპიონიც გვყავს და ეს 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში პირველად მოიგო.
ქალთა შორის ასპარეზობის ფინალში 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი ტამაოკი მომო იპონით დაამარცხა და ნანატრ ოქროს მედალს დაეუფლა.
დღეს ტურნირზე კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ), თუმცა ისინი ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღის ბოლოს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ოქროს მედალია, რომელიც ეთერ ლიპარტელიანი მოიპოვა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები