„ნეტავ, იცოდეთ, რას გიმზადებთ!..“ – ალექსანდრე ზაზარაშვილი გორში კონცერტს გამართავს

27 ივნისს გორის თეატრის სცენაზე ალექსანდრე ზაზარაშვილის კონცერტი გაიმართება. ალექსანდრე 12 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.
ალექსანდრე ზაზარაშვილმა სიმღერა 3 წლის ასაკიდან დაიწყო.მან ჯერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის სამუსიკო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა გორში გააგრძელა ვოკალის განხრით. ალექსანდრე საერთაშორისო კონკურსზე „ოქროს მუზა“ გრანპრის მფლობელი გახდა. მონაწილეობდა ესპანეთსა და ბულგარეთში გამართულ კონკურსებში, საიდანაც ოქროს მედლებით დაბრუნდა. 2019 წელს უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული გახდა. იმავე წელს, 12 წლის ასაკში ამერიკაში გაემგზავრა. 2 წლის შემდეგ, 2021 წელს კი ამერიკული „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა.
„ჩემი ამერიკული ტური-კონცერტის ანალოგი დაიდგმება იმ ქალაქში და იმ სცენაზე, სადაც პირველად ავიდგი ფეხი. ნეტავ, იცოდეთ, რას გიმზადებთ!…“ – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში.
ალექსანდრემ კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გაგვიზიარა – მალე მომღერალს ამერიკული ფილმის მსახიობად და მუსიკალურ დირექტორად ვიხილავთ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები