კინო/ფილმებიარტისტი

ვინ იქნება ახალი აგენტი 007? – Omega-მ შესაძლოა ახალი ჯეიმზ ბონდის სახელი გაამხილა

მთელი მსოფლიო კვლავ ელის პასუხს მთავარ კითხვაზე: ვინ შეასრულებს ჯეიმზ ბონდის როლს შემდეგ ფილმში? გულშემატკივრები აქტიურად მონაწილეობენ ფორუმებსა და გამოკითხვებში, სადაც უამრავ ვარაუდს გამოთქვამენ ბონდიანას მორიგ სერიაში აგენტი 007-ის როლის ახალი შემსრულებლის ვინაობაზე. დაკვირვებულმა ფანატებმა მოულოდნელი მინიშნება იპოვეს რეკლამის წყალობით.

შვეიცარიული საათების ცნობილმა ბრენდმა Omega-მ, რომელიც ათწლეულებია ბონდიანასთან თანამშრომლობს, ახლახან გამოაცხადა თავისი ახალი ელჩის ვინაობა: ეს არის 34 წლის ბრიტანელი მსახიობი აარონ ტეილორ-ჯონსონი, რომელიც ფართო აუდიტორიამ გაიცნო ფილმებით „Kick-Ass“ და „Godzilla“.

ინტერნეტი მაშინვე „აფეთქდა“ – ხომ არ არის ეს სიგნალი, რომ აარონი ბონდის როლისთვის ემზადება? ბუკმეკერებმა უკვე დაიწყეს მისი კანდიდატურის წამოწევა და ტეილორ-ჯონსონიც ნავთს ცეცხლს ასხამს –  როლზე ღიად არ საუბრობს, თუმცა არც უარყოფს.

მაშინ, როცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, ბევრი ფიქრობს, რომ Omega-მ მინიშნება სპეციალურად გააკეთა – სწორედ ისე, როგორც კინოსამყაროში ხშირად ხდება.

აარონ ტეილორ-ჯონსონი უკვე გამოცდილი მსახიობია: მას ბრედ პიტთან ერთადაც უმუშავია ფილმებში –  „Bullet Train“ და „The King’s Man“. მის კარიერას თუ გადავხედავთ, ჯეიმს ბონდის როლისთვის იგი მართლაც დამაჯერებელი კანდიდატია.

ჯერჯერობით ყველაფერი ვარაუდების დონეზე რჩება, მაგრამ როგორც ბონდს სჩვევია – პასუხი ყოველთვის ყველაზე მოულოდნელ დროს ჩნდება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close