მსოფლიოპოლიტიკაეკონომიკა

გერმანიასთან პოლონეთის საზღვარზე 10-კილომეტრიანი საცობები წარმოიქმნა

პოლონეთიდან ბერლინის მიმართულებით მთავარ მაგისტრალზე და სხვა რამდენიმე ტრანსსასაზღვრო გზაზე 10-კილომეტრიანი საცობები წარმოიქმნა, რაც ნაწილობრივ გერმანიის მიერ შემოღებულ სასაზღვრო კონტროლს უკავშირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას RMF24 ავრცელებს.

ყველაზე დიდი საცობი წარმოქმნილია A2 ავტომაგისტრალზე ბერლინის მიმართულებით საზღვართან არსებული მონაკვეთის წინ საცობის სიგრძე 15 კილომეტრს აღწევს.

გართულებულია მოძრაობა მიმდებარე გზაზეც, ასევე, ოდრის ხიდზე.

A4 ავტომაგისტრალზე, რომელიც ქვემო სილეზიის ვოევოდაში მდებარეობს, სასაზღვრო საცობის სიგრძე 10 კილომეტრს აღწევს. პრობლემები ფიქსირდება სხვა სასაზღვრო გადასასვლელებზეც.

საცობების გამომწვევი მიზეზი გახდა ორი ძირითადი ფაქტორის თანხვედრა – გაზრდილი სატრანსპორტო მოძრაობა ხანგრძლივი გამოსასვლელი დღეების შემდეგ (ორშაბათიც დასვენების დღე იყო), ასევე, გერმანიის მიერ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ შემოღებული სასაზღვრო შემოწმებები.

გერმანიის პოლიციაში ჩივიან, რომ დიდხანს ვერ შეძლებენ მუშაობის გამკაცრებულ რეჟიმში სასაზღვრო კონტროლის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თავშესაფრის მაძიებლების საზღვრიდან უკან გაბრუნება, იმ შემთხვევაში, თუ მათ უკვე წარადგინეს განაცხადი, ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს და უკანონოა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close