ეკონომიკასაბერძნეთი

ათენში დღეს ტაქსის მძღოლები იფიცებიან

ათენის ტაქსის მძღოლების პროფკავშირმა (SATA) დღეს, ათენის დროით 15:00 საათიდან ცხრასაათიანი გაფიცვა გამოაცხადა საგზაო მოძრაობის წესებში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გასაპროტესტებლად, რომლებიც ავტობუსის ზოლებზე ტაქსების მოძრაობას ზღუდავს, 

ახალი წესების თანახმად, ათენში ტაქსებს ავტობუსის ზოლებზე შესვლა მხოლოდ 30 წამით შეეძლებათ და ისიც მხოლოდ მგზავრის ასაყვანად და ან მგზავრის ჩამოსვლისთვის.

SATA-მ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ტრანსპორტის მინისტრი ქრისტოს დიმასი დაადანაშაულა „დარგის დაცინვაში 30-წამიანი დადგენილებით“.

ათენის ტაქსის მძღოლების პროფკავშირებში ამბობენ, რომ ეს ზომა „უპატივცემულობის გამოხატვაა არა მხოლოდ პროფესიონალი მძღოლების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმ მგზავრების მიმართ, რომლებიც ტაქსის მომსახურებით სარგებლობენ“.

ტაქსის მძღოლებმა ათენში მაისის ბოლოს 48-საათიანი გაფიცვა მოაწყვეს მარეგულირებელი და ეკონომიკური პრობლემების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close