ვიდეოიტალიაპოლიტიკა

აურზაური იტალიის პარლამენტში – გზის გადაკეტვა, საზოგადოებრივი ქონების დაზიანება და ე. წ. „ლეგალური“ კანაფით ვაჭრობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება (ვიდეო)

იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც, სხვა ზომებთან ერთად, გზების გადაკეტვისა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. სენატმა შესაბამისი დადგენილება 109 ხმით დაამტკიცა 69-ის წინააღმდეგ, ერთმა სენატორმა თავი შეიკავა. დოკუმენტი ქვედა პალატამ 29 მაისს მიიღო, ასე რომ, სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ ის კანონად იქცა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მემარჯვენე კოალიციური მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტით გათვალისწინებულ ზომებს ოპოზიციური პარტიები (Pd, M5s და Avs) და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ და მათ რეპრესიულს უწოდებენ.

კენჭისყრას სენატში წინ უძღოდა ხმაურიანი სესია, რომელიც დროებით შეწყდა, როდესაც ოპოზიციონერი პარლამენტარები პროტესტის ნიშნად დარბაზის იატაკზე დასხდნენ სამთავრობო სკამების წინ და სკანდირებდნენ: „სირცხვილი, სირცხვილი“ (იტ. “Vergogna vergogna”). ისინი ჯგუფების ლიდერების კონფერენციის მოწვევას მოითხოვდნენ.

როგორც მედია აღნიშნავს, ახალი კანონი მიმართულია კლიმატის აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას და საღებავებს ესვრიან მონუმენტებს.

კანონი ამკაცრებს სასჯელს ციხეებსა და მიგრაციულ ცენტრებში ამბოხისთვის და ითვალისწინებს სასჯელს პასიური წინააღმდეგობისთვისაც. ასევე ითვალისწინებს ზომებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სხვების კერძო ქონებას იკავებენ.  იკრძალება, აგრეთვე, ე. წ. მსუბუქი ნარკოტიკით – მარიხუანით ან ჰაშიშით ვაჭრობა, რაც ადგილობრივი მეწარმეების უკმაყოფილებას იწვევს. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება საფრთხეს შეუქმნის ათასობით სამუშაო ადგილს და მილიონობით ევროს ინვესტიციას.

კანონი აუქმებს ფეხმძიმე ან მცირეწლოვანი ბავშვ(ებ)ის პატრონი მსჯავრდებულების პატიმრობისგან გათავისუფლებას,  გადაწყვეტილების მომხრეები აცხადებენ, რომ ამგვარ გამონაკლისს ბოროტად იყენებდნენ ბოშების ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, რათა თავი აერიდებინათ სასჯელისთვის ჯიბის ქურდობისთვის.

კანონით მკაცრდება, აგრეთვე, სასჯელი დემონსტრანტებისთვის, რომლებიც ფიზიკურად დაუპირისპირდებიან პოლიციას და დაზიანებებს მიაყენებენ მათ.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close