ვიდეოსაზოგადოებასპორტი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა მოხდა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს.

პსჟ-ისა და მილანის „ინტერს“ შორის ფინალური მატჩი მიუნხენში გაიმართა, თუმცა შეხვედრას პარიზში, „პსჟ-ის“ სტადიონ „პარკ დე პრენსზე“, დიდ ეკრანზე დაახლოებით 48 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

დილის მონაცემებით, ღამის განმავლობაში ვანდალიზმის ბრალდებით, სულ ცოტა, 427 ადამიანი დააკავეს.

ფრანგმა სამართალდამცველებმა შანზ-ელიზეზე მდებარე სპორტული ფეხსაცმლის მაღაზია Foot Locker-თან გულშემატკივრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

არეულობა იყო საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც. გრენობლში მანქანა გულშემატკივრებში შევარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. მძღოლი პოლიციას ჩაბარდა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც. სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ დაქსში 17 წლის ბიჭი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მკვლელობის მიზეზი უცნობია, დამნაშავეს ჯერ კიდევ ეძებენ.

1tv.ge

განახლება nostal.ge-სგან:

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში მომხდარი არეულობების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 192 კი დაშავდა.

დაქსში (ლანდის დეპარტამენტი) 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა მკერდის არეში დანით მიღებული ჭრილობისგან. ეჭვმიტანილს ეძებენ.

პარიზის მე-15 ოლქში ავტომობილმა, რომელშიც, სავარაუდოდ, „პსჟ-ის“ გულშემატკივრები იმყოფებოდნენ, სკუტერს გადაუარა. სკუტერის მძღოლი დაიღუპა. მანქანა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დააკავეს 559 ადამიანი, მათგან 491, არასრულწლოვანების ჩათვლით, საფრანგეთის დედაქალაქში.

პატიმრობაში დატოვეს 320 ადამიანი, მათგან 254 – პარიზში.

დაიჭრა შინაგანი უსაფრთხოების ორგანოების 22 თანამშრომელი. დაფოქსრიდა ცეცხლის გაჩენის 692 შემთხვევა, 264 მათგანში ზიანი მიადგა ავტომობილებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close