დღის თემასაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

ილია მეორე ქართველ ემიგრანტებს მიმართავს

„იცოდეთ, თქვენ ხართ საქართველოს განუყოფელი ნაწილი, უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები, გლოცავთ და გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, სამშობლოს ერთგულებას“

„მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები, წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური, ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას“, – მიმართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილე ქართველ ემიგრანტებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქის წერილი საქართველოს საპატრიარქომ 27 მაისს, დიასპორის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო, ჩემო სულიერო შვილებო, ღვთის წყალობით, კვლავ დადგა დღე ჩვენი ყოველწლიური შეხვედრისა. მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა, თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები, წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური, ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას. იცოდეთ, თქვენ საქართველოს განუყოფელი ნაწილი და უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ. ამდენად, დიდია თქვენი პასუხისმგებლობა. გლოცავთ და გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, მოყვასის სიყვარულს, სამშობლოს ერთგულებას, წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და სიმშვიდესა და სიხარულს ოჯახში. ღმერთმა დალოცოს თქვენი მყოფობის ადგილი, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი და სრულიად საქართველო. თქვენთვის მლოცველი ილია II“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close