დღის თემამსოფლიოპოლიტიკასაქართველო

მარკო რუბიო აშშ-ის სახელით ქართველ ხალხს 26 მაისს ულოცავს – რა წერია მისალოც ტექსტში

„აშშ ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სწრაფვას უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მარკო რუბიოს მისალოც ტექსტში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა, ხაზგასმულია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს. ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებზე შენდებოდა. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სწრაფვას უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.

26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close