ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის,  26 მაისი – 1-ელი ივნისი

ამ კვირაში ცაზე 4 მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება. აღსანიშნავია, რომ ყველა ასპექტი ჰარმონიული იქნება, რაც არბილებს ზეციურ გავლენას. საინტერესოა ისიც, რომ ყველა ასპექტი დაკავშირებული იქნება მერკურთან, რომელსაც შეუძლია გაააქტიუროს ინტელექტის, ინფორმაციის, მოგზაურობის, კონტაქტების თემები. მერკური ბუნებრივად მოქნილი და ადაპტირებადია და ეს თვისებები ამ კვირაში სრულად გამოვლინდება.

ახალი კვირის დასაწყისში მოგზაურობა, კონტაქტები, სწავლა – ეს ყველაფერი განსაკუთრებულ წონასა და სიმყარეს იძენს. კარგია გეგმების შედგენა და ვარიანტების ეტაპობრივად გამოთვლა. შესაძლოა გაიზარდოს სამეცნიერო ფანტასტიკის ან რელიგიური ლიტერატურის წაკითხვისა და იმავე თემებზე ვიდეოების ყურების მოთხოვნილება. ბევრ ადამიანს შეუძლია სწავლასა და სამსახურში დიდი ინტელექტუალური ტვირთი აიღოს თავის თავზე და დაღლილობა არ იგრძნოს. კვირის ბოლოს კონტაქტების, მოგზაურობის, სწავლის, საბუთების წარმოების, ვაჭრობისა და ინფორმაციის გაცვლის ტემპი აჩქარებულია.

ახალი კვირა იძლევა შესაძლებლობას, დასახოთ პრიორიტეტები, გამოასწოროთ გაუგებრობები და მოისმინოთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები სამყაროსგან. ამ პერიოდში ვარსკვლავები მოქმედებისკენ გიბიძგებენ, მაგრამ წინდახედულობას მოითხოვენ. განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება 27 მაისს ახალი მთვარის ენერგიები – მათ შეუძლიათ ემოციების გამწვავება და შინაგანი წინააღმდეგობების გამოვლენა.

ვერძი

ამ კვირაში წარმატების მისაღწევად მიმართეთ თქვენს ეფექტურობას, კეთილსინდისიერებასა და პუნქტუალურობას. ოთხშაბათს შესაძლებელია ხელმძღვანელობასთან კონფლიქტები, მაგრამ თუ ზედმეტად მგრძნობიარე არ იქნებით, მაშინ თქვენი შეცდომების დანახვით და მათი გამოსწორებით მხოლოდ სარგებელს მიიღებთ. პირად ცხოვრებაში უმჯობესია, პარტნიორზე ზეწოლა არ მოახდინოთ: მიეცით მას თავისუფლება და სანაცვლოდ ნდობა მიიღეთ.

კვირის ბოლო ხელსაყრელია მოკლე მოგზაურობისთვის ან სწავლის დასაწყებად (ვთქვათ, რომელიმე ენის).

სასიკეთო დღეები: 27, 31.

არასასიკეთო დღე: 30

კურო

ამ კვირაში უბრალოდ დაგჭირდებათ საკუთარი და საზოგადოებრივი ინტერესების დაბალანსება. გააფართოვეთ თქვენი სოციალური წრე, შემდეგ საქმიანი შეხვედრები საშუალებას მოგცემთ, გაზარდოთ თქვენი გავლენის სფერო და გაიხსნება ახალი პერსპექტივები. სამსახურში სასარგებლო იქნება ისეთი თვისებები, როგორიცაა დიპლომატია და სიმშვიდე; ნუ მისცემთ ემოციებს თავისუფლებას და ნუ მოერიდებით ცვლილებებს, თუნდაც ეს საშიშად მოგეჩვენოთ.

კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას აგარაკზე გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 28, 1.

არასასიკეთო დღე: 31.

ტყუპი

ეს კვირა  თითქმის ყველაფრის შეცვლის სურვილით დაიწყება: გარეგნობის, გარემოს, სამსახურის. მაგრამ აჩქარება ქაოსამდე მიგიყვანთ. მიეცით საკუთარ თავს დრო ფიქრისთვის. საღი აზრის გამოყენებით, სასურველ შედეგს მიაღწევთ და მოგებას მიიღებთ. ეს შესანიშნავი დროა კომუნიკაციისთვის – თქვენს სიტყვებს შეუძლია ირგვლივ მყოფების შთაგონება.  სიყვარულში შესაძლებელია ფლირტი ან ძველი ნაცნობის მხრიდან მოულოდნელი ინტერესი.

შაბათ-კვირა შემოქმედებითი საქმიანობას მიუძღვენით ან დაწერეთ წერილი, რასაც დიდი ხანია მომავლისთვის დებთ და დებთ.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 26.

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლოა, ეჭვების ტალღამ შეგაწუხოთ, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. ნუ იჩქარებთ ფულის ინვესტირებას – ჯერ რისკები გააანალიზეთ. საერთოდ, ძალიან ფრთხილად იყავით ფულთან და ფასიან ქაღალდებთან, რადგან თაღლითობისა და ქურდობის მაღალი ალბათობაა. ხუთშაბათს შეხვედრები და გარიგებები წარმატებული იქნება. პარასკევს შესაძლოა პირადმა ცხოვრებამ სამსახურში ხელი შეგიშალოთ. წინა პლანზე წამოიწევს მშობლებთან ან ხანდაზმულ ნათესავებთან ურთიერთობა.

შაბათ-კვირას, უბრალოდ, აქტიური დასვენება გჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 27, 31.

არასასიკეთო დღე: 30.

ლომი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, დაასრულოთ დიდი ხნის პროექტი და მიიღოთ არა მხოლოდ მორალური კმაყოფილება, არამედ კარგი ანაზღაურებაც. ორშაბათი შეიძლება დამღლელი და ქაოსური იყოს, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით საქმის გაკეთებაში. შუა კვირაში სპონტანური შეხვედრა ახალ გზას გაგიხსნით, სერიოზულად იფიქრეთ ამაზე. პირად ცხოვრებაში სავარაუდოა ახალი ნაცნობობა და, ამავე დროს, დიდი შანსია ერთმანეთის მიმართ ნდობაზე დაფუძნებული თბილი და რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად.

შაბათ-კვირას მეგობრებთან შეხვედრა დადებითი ენერგიის უზარმაზარ იმპულსს მოგცემთ.

სასიკეთო დღეები: 28, 29.

არასასიკეთო დღე: 26.

ქალწული

ენერგიით სავსე ხართ, თუმცა ამპარტავნება ნუ შეგიპყრობთ. კვირის შუა რიცხვებში კონსტრუქციული და პერსპექტიული საქმიანი შეხვედრებია მოსალოდნელი, მაგრამ კონკურენტებს არ სძინავთ – ყურადღებით იყავით! უფრო მეტიც, ეს შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს თქვენი პირადი ცხოვრებისთვის. კოლეგებს შეიძლება თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ – რამდენიმე თბილი სიტყვაც კი გუნდში ატმოსფეროს შეცვლის. ფრთხილად იყავით დოკუმენტებთან და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.

შაბათ-კვირა კარგი დროა დაგროვილი საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 31.

სასწორები

ამ კვირაში ყურადღებისა და მოვლენების ცენტრში იქნებით. ახალი გეგმები და იდეები გექნებათ, რომელთა განხორციელებაც ღირს.  თქვენი ინტუიცია უფრო მკვეთრი გახდება, რაც საშუალებას მოგცემთ წარმატებით გაუმკლავდეთ დაგროვილ პრობლემებს, მათ შორის, ისეთებს, რომლებზეც ფიქრობთ, რომ გადაუჭრელია. სიყვარულში სავარაუდოა, რომ გულწრფელი საუბრები წარსული ეჭვებისგან გაგათავისუფლებთ.

შაბათ-კვირას მოერიდეთ ხმაურიან კომპანიებს – დაზოგეთ თქვენი ნერვული სისტემა.

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

მორიელი

ამ კვირაში შესაძლოა სხვა ადამიანების კონფლიქტებში ჩაერთოთ, განსაკუთრებით სამსახურში. უმჯობესია, ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოთ და ემოციების გამოხატვის ნაცვლად სტრატეგიით იმოქმედოთ. შეხვედრები და ახალი ნაცნობობა ნაყოფიერი იქნება, თუმცა არა – დაუყოვნებლივ. ამ კვირაში საფუძველი უნდა ჩაუყაროთ მომავალ წარმატებებს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ძველი გრძნობების აღორძინება.

შაბათ-კვირა უმჯობესია ქალაქგარეთ გაატაროთ, ეს საშუალებას მოგცემთ,  დახარჯული ენერგია აღიდგინოთ.

სასიკეთო დღეები: 27, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

მშვილდოსანი

ეს კვირა იდეალურია თვითგანვითარებისა და ჰორიზონტის გაფართოებისთვის. შესაძლებელია მოგზაურობა, საგანმანათლებლო სემინარი ან მნიშვნელოვანი შეხვედრა სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან. სამსახურში ეცადეთ, დაგროვილი სასწრაფო საქმეები მოაგვაროთ. პირად ცხოვრებაში მოძებნეთ კომპრომისი: თქვენი პარტნიორი თქვენგან ყურადღებას ელის და არა მხოლოდ მომავლის გეგმებს.

შაბათ-კვირას შესაძლოა, ნათესავებმა გადაუდებელი პრობლემით მოგმართონ, შეეცადეთ დაეხმაროთ მათ.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 26.

თხის რქა

ეს კვირა მკაცრ დისციპლინას მოითხოვს – მის გარეშე დაგროვილ დავალებებს ვერ გაუმკლავდებით. შესაძლოა, პრობლემები იყოს ტექნიკასთან ან ტრანსპორტთან დაკავშირებით: წინასწარ შეამოწმეთ ყველაფერი, რაც შეიძლება გაფუჭდეს. სამსახურში ენდეთ  ინტუიციას და იარეთ მიზნისკენ. გახსოვდეთ, რომ წინააღმდეგობები თქვენი განვითარების მამოძრავებელი ძალაა.

არსებობს შესაძლებლობა, შაბათ-კვირა კომფორტულ და მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 28.

მერწყული

ამ კვირაში გარშემო მყოფები თქვენგან ინიციატივის გამოჩენას მოელიან და დამკვირვებლის როლიდან გამოსვლა მოგიწევთ. კარგი დროა იდეების, განსაკუთრებით შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ხუთშაბათი კვირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღეა, ბევრი რამის გადასაწყვეტად დრო გექნებათ და შესაძლოა, ახალი შესაძლებლობებიც გაგიჩნდეთ. ძველი მეგობარი დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. იყავიტ რბილი და ალერსიანი პირად ცხოვრებაში – თქვენს პარტნიორს ეს ახლა განსაკუთრებით სჭირდება.

შაბათ-კვირას ზედმეტად მუშაობას მოერიდეთ  და შეეცადეთ კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 30.

თევზები

შესაძლოა, ამ კვირაში თქვენი განწყობა გაზაფხულის ცასავით ცვალებადი იყოს, მაგრამ შთაგონება ახლოსაა. შემოქმედებითი იდეები, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობთ, განსახორციელებლად მზადაა. მოუსმინეთ თქვენს სურვილებსა და შინაგან გრძნობებს – ისინი სწორ მიმართულებას გაჩვენებენ. იღბალი მრავალი თვალსაზრისით თქვენ გვერდით იქნება. ამ კვირაში შეგიძლიათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და ნათლად წარმოაჩინოთ თქვენი მრავალფეროვანი ბუნება.

შაბათ-კვირას სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 27.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close