
იტალიის ჩემპიონატში ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურამდე უცნობი იყო – „ნაპოლი“ ერთი ქულით უსწრებდა „ინტერს“ და ორივე გუნდს ჰქონდა „სკუდეტოს“ მოგების შანსი. ლიდერებმა ბოლო, 38-ე ტურის მატჩები პარასკევს ითამაშეს, 23 მაისს გამართეს.
გუნდების შეხვედრა ერთდროულად დაიწყო. „ნაპოლი“ შინ მასპინძლობდა „კალიარის“, „ინტერი“ კი სტუმრად თამაშობდა „კომოსთან“.
ორივე მატჩი ლიდერების გამარჯვებით დასრულდა, ერთნაირი ანგარიშით – 2:0, რამაც „ნაპოლის“ სატურნირო ცხრილში 82 ქულა და იტალიის ჩემპიონობა მოუტანა. მან მხოლოდ ერთი ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ „ინტერს“, რომელმაც 81 ქულა დააგროვა.
„ნაპოლი“ ბოლო სამ წელიწადში – მეორედ, სულ კი მეოთხედ გახდა იტალიის ჩემპიონი. გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ანტონიო კონტესთვის ეს მეხუთე „სკუდეტოა“. აქამდე კონტეს ხელმძღვანელობით სამჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული „იუვენტუსმა“ და ერთხელ კი – „ინტერმა“.
იტალიის სერია A-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი „ნაპოლის“ ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი გახდა, რომელმაც 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები