ქართველები უცხოეთშიიტალიაკრიმინალი

იტალიაში ქურდობისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე 43 წლის კაცი დააკავეს

იტალიის პოლიციამ ქალაქ ბოლცანოში მაღაზიაში ქურდობისა და ცივი იარაღის უკანონო შენახვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 43 წლის მამაკაცს გ. დ.-ს ბოლცანოში მაღაზია OBI-ში  ქურდობის ფაქტზე წაასწრეს და გაქცევის მცდელობისას დააკავეს.

RAInews-ის ინფორმაციით, მაღაზიის პერსონალმა შეამჩნია, რომ მამაკაცი ქურთუკსა და შარვალში გარკვეული პროდუქტების დამალვას ცდილობდა. ქართველმა გაქცევის მცდელობისას მაღაზიის დაცვის თანამშრომლებს სახეში წიწაკის სპრეი შეასხა,თუმცა მათ მოახერხეს ეჭვმიტანილის დაკავება პოლიციის მოსვლამდე. ვიდეოკამერებმა ქურდობის ფაქტი დააფიქსირა. მოპარული პროდუქცია მაღაზიას დაუბრუნდა. შემდეგ მამაკაცი, რომელიც უკვე ნასამართლევი აღმოჩნდა, გაჩხრიკეს და ქურთუკის შიგნით დიდი დასაკეცი დანა აღმოუჩინეს.

საქართველოს მოქალაქე 43 წლის მამაკაცი პოლიციამ ძარცვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა. ქალაქ ბოლცანოს ავტონომიური პროვინციის პოლიციის კომისარმა პაოლო სარტორიმ მოითხოვა საერთაშორისო დაცვის სტატუსის გაუქმება, რომლითაც დაკავებული სარგებლობს, შემდგომში იტალიიდან გაძევების ბრძანების გამოცემის მიზნით, რომელიც ციხიდან გათავისუფლებისთანავე შევა ძალაში და დაკავებულს ქვეყნის ტერიტორიას დაატოვებინებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close