მსოფლიოტექნოლოგიებიnews

ესპანეთში კიდევ ერთი მასშტაბური შეფერხება მოხდა – ამჯერად სატელეფონო და ინტერნეტკავშირის

ესპანეთში, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სტაციონარული სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის მუშაობა შეფერხდა. ამის შესახებ გაზეთი El Pais-მა გაავრცელა ინფორმაცია.

შეფერხების მიზეზი ესპანურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Telefonica-ში ქსელის განახლების სამუშაოების დროს მომხდარი რაღაც „ინციდენტი“ გახდა. „ჩვენ განვახორციელეთ ქსელის მოდერნიზაცია, რამაც გავლენა მოახდინა ზოგიერთ კომპანიაში გარკვეულ სერვისებზე. ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადეს Telefonica-ში.

გამოცემა „ელ პაისი“ წერს, რომ გაუმართაობამ ქვეყნის ზოგიერთ ავტონომიურ თემში საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე იმოქმედა. კერძოდ, ერთიანმა ნომერმა 112-მა ფუნქციობა შეწყვიტა. ადგილობრივი დროით 09:30 საათისთვის (თბილისის დროით 11:30 სთ) საგანგებო სამსახურების სატელეფონო კავშირები აღდგა.

ბრიტანული მაუწყებელი LBC იუწყება, რომ ავარიამ ასევე იმოქმედა ესპანეთის ყველა წამყვან ოპერატორზე, როგორიცაა: Movistar, Orange, Vodafone, Digimobil, O2. მოქალაქეებმა 20 მაისს, დაახლოებით დილის ხუთ საათზე დაიწყეს კომპანიებში რეკვა და პრობლემის შესახებ შეტყობინება. Downdetector-ის ვებსაიტის ცნობით, მომხმარებლები ამბობდნენ, რომ ვერ ახერხებდნენ ზარების განხორციელებას, ტექსტური შეტყობინებების მიღებას ან მობილური ინტერნეტით სარგებლობას.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, შუადღისას ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რის შედეგადაც შეფერხდა რკინიგზის ტრანსპორტის ფუნქციონირება, ასობით რეისი გაუქმდა, მაღაზიებმა და საავადმყოფოებმა მუშაობა შეაჩერეს. ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ზუსტად ცნობილი, რატომ გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება.

ნინო ხოშტარია

ყველაზე დიდი ენერგოკოლაფსი ესპანეთსა და პორტუგალიაში – რამ გამოიწვია ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close