რჩევებიჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 19 – 25 მაისი

ამ კვირაში ცაზე 5 მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება. საინტერესოა, რომ ყველა ასპექტი ჰარმონიული  ხასიათისაა, რამაც შეიძლება მთელი კვირის განმავლობაში პლანეტების გავლენა შეარბილოს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 20 მაისის სექსტილს მზესა და სატურნს შორის შეუძლია გააძლიეროს განზრახვების სერიოზულობა და ქმედებები უფრო დაბალანსებული და საფუძვლიანი გახადოს. ამ ასპექტის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი მიდრეკილია, დაგეგმოს და გამოთვალოს თავისი ნაბიჯები, ამიტომ მისი ქმედებები საკმაოდ ეფექტიანია.

22 მაისს ვენერა-მარსის ტრინი, ყველაზე დადებითი ასპექტი, შესანიშნავია პირადი ცხოვრებისთვის. მისი გავლენის ქვეშ რომანტიკული და პარტნიორული ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ამ ასპექტში რომანტიკულმა ნაცნობებმა და პირველმა სასიყვარულო პაემნებმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე. კარგი დროა ქორწილების დაგეგმვისთვის. ამ ასპექტს ასევე შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ბიზნესის აქტივობასა და შემოსავლის ზრდაზე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 24-25 მაისი, მერკური-ურანის შეერთება, რომელიც გამომგონებლების, მეცნიერებისა და აღმომჩენების ასპექტია. სწორედ ამ ასპექტში ხდება აღმოჩენები. ალბათ, სწორედ ამ ასპექტის დროს წამოიძახა არქიმედემ თავისი ცნობილი „ევრიკა“! ეს ასპექტი ასოცირდება გამჭრიახობასთან, განმანათლებლობასთან, ხელს უწყობს მოკლევადიან კონტაქტებს, მოგზაურობასა და სწავლას.

ახალი კვირა შეგახსენებთ დისციპლინის მნიშვნელობას და გადამწყვეტი ქმედებებისკენ გიბიძგებთ. ისინი, ვინც გაბედავენ ექსპერიმენტებს და არ გადადებენ თამამ წამოწყებას, წარმატებას მიაღწევენ. ვარსკვლავების მთავარი რჩევა მომდევნო შვიდი დღისთვის ასეთია: „მოუსმინეთ საკუთარ თავს და იმოქმედეთ!“

ვერძი

ამ კვირაში დაგჭირდებათ მთელი თქვენი ბუნებრივი მარაგი და უნარი, რომ მშვიდად იყოთ. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ, დიდხანს ფიქრისა და ნერვიულობის ნაცვლად. კარგი იქნება, თუ ყველა დაუმთავრებელ საქმეს კვირის ბოლომდე დაასრულებთ. ოთხშაბათს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი, თუმცა კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. შესაძლოა, თქვენმა ხელმძღვანელებმა ანგარიში მოგთხოვონ, მზად იყავით კომენტარებისა და შესწორებებისთვის. განსაკუთრებით მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას სამსახურებრივ საკითხებში.

შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ, ნუ დაიწყებთ თავგადასავლების ძებნას. სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

კურო

ეს კვირა თქვენს პირად ცხოვრებაში ქაოსითა და აურზაურით იქნება სავსე, მაგრამ პროფესიულ სფეროში უზრუნველყოფილი იქნებით სტაბილურობითა და კეთილდღეობით. ეს დრო იდეალურია დიდი ხნის ნანატრი პროექტებისა და გეგმების განსახორციელებლად. ოთხშაბათს შეასრულეთ თქვენი დაპირებები ან დაფარეთ ვალები. პარასკევს ენერგიის მოზღვავება და განსაკუთრებული ეფექტიანობაა მოსალოდნელი. შესაძლოა, მომგებიანი საქმიანი შეთავაზებები მიიღოთ, რაც ძალიან გაგახარებთ. შეეცადეთ, თავი აარიდოთ რისკებს, ისინი არ გაამართლებენ თქვენს ემოციურ და მატერიალურ ხარჯებს. რაც უფრო შეგნებული და კოორდინირებული იქნება თქვენი ქმედებები, მით უკეთესი იქნება შედეგი.

შაბათი ხელსაყრელია იმიჯის შესაცვლელად. კვირას პატარა ზეიმით გაინებივრეთ თავი – ოჯახთან ერთად კარგად გაერთობით.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 20.

ტყუპი

ამ კვირაში რაც დაგეგმილი გაქვთ, ყველაფერს მარტივად განახორციელებთ და მეტის გაკეთებასაც კი მოახერხებთ. ბევრი შემოქმედებითი იდეა გაჩნდება. ავტორიტეტი და შემოსავალი თანდათან იზრდება, ამიტომ ამ სფეროზე ფიქრი საჭირო არ არის, თუმცა ნაადრევად არ უნდა იზეიმოთ წარმატებებით, რადგან ამან შეიძლება ირგვლივ მყოფებში შური გამოიწვიოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა თვითშეფასების შენარჩუნებაა. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. ამ კვირამ შესაძლოა საინტერესო და სასარგებლო ადამიანებთან შეხვედრები მოგიტანოთ. ეცადეთ, მოვლენების ცენტრში იყოთ, არ გამოტოვოთ შანსი, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, ქალაქგარეთ გახვიდეთ და მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 19.

კირჩხიბი

შესაძლოა ამ კვირაში რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ, რომლის გასარკვევადაც თქვენი ინტუიცია და ანალიტიკური უნარები დაგჭირდებათ. ორშაბათს ფრთხილად იყავით, რადგან მოგებისკენ სწრაფვისას შეიძლება გრძელვადიანი პერსპექტიული კონტრაქტი უგულებელყოთ. ოთხშაბათს ღირს ციფრებზე ყურადღებით დაკვირვება და გამოთვლების სიზუსტის შემოწმება. თავაზიანი და შეუპოვარი მონდომება თქვენი წარმატების გასაღები იქნება. თქვენი გამომეტყველება აკონტროლეთ, შეიძლება ყველაფერი თქვენს სახეზე ამოიკითხონ.

ეს შაბათ-კვირა შესაძლოა გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული პერიოდის დასაწყისი იყოს, ისიამოვნეთ ჰარმონიული ატმოსფეროთი.

სასიკეთო დღეები: 19, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

ლომი

ამ კვირაში თქვენი შემოქმედებითი ძიება და მცდელობები წარმატებით დაგვირგვინდება, უბრალოდ, უნდა ეცადოთ და აჩვენოთ თქვენი ფანტაზია. ბევრი საოჯახო პრობლემა წარსულს ჩაბარდება და შვებით ამოისუნთქებთ. ოთხშაბათს ნუ იჩქარებთ – მოუთმენლობით შეიძლება შეცდომები დაუშვათ. ხუთშაბათს შესაძლებელია ახალი ნაცნობობა, რომელსაც დიდი პერსპექტივები ექნება. თუ გექნებათ საშუალება, ახალ ბიზნესში საკუთარი თავი დაამტკიცოთ, ამან შეიძლება ფინანსური წარმატება მოგიტანოთ. თქვენთან ახლოს მყოფი ადამიანი ადვილად შეიძლება განაწყენდეს, ნუ მისცემთ მას ამის მიზეზს.

შაბათ-კვირას ცვლილებების ძლიერი სურვილი ცხოვრებაში გადამწყვეტი ქმედებებისკენ გიბიძგებთ.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 21.

ქალწული

ამ კვირის იდეებისა და წინადადებების ყველა ცდუნების მიუხედავად, ჯერ არ უნდა გამოიყენოთ ისინი; უმჯობესია, უფრო ხელსაყრელ მომენტამდე გადადოთ. თქვენი ინტერესების დაცვისას არ დაივიწყოთ ისინი, ვინც ახლოს არიან და ნუ უგულებელყოფთ მათ გამოცდილებას და რჩევებს. განავითარეთ ყველა სახის თანამშრომლობა და გააძლიერეთ ურთიერთქმედება. სამსახურში შესაძლო სირთულეები არ უნდა გახდეს ახალი ადგილის ძებნის მიზეზი, რადგან ეს დროის ფუჭად კარგვა იქნება. კვირის მეორე ნახევარში გამოყავით დრო ნათესავებთან, სასურველია, ბავშვებთან კომუნიკაციისთვის. ბევრი რამ გაქვთ ერთმანეთისთვის სასწავლებელი.

შაბათ-კვირას მეგობრები დაგეხმარებიან თქვენი გეგმების განხორციელებაში.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 22.

სასწორი

ამ კვირაში უფრო ფრთხილად უნდა იყოთ და ზედმეტი ლაპარაკი არ დაიწყოთ. ვარსკვლავების რჩევით, თავი უნდა აარიდოთ უცნობებთან კონტაქტს, განსაკუთრებით საქმიან სფეროში. ნუ გადატვირთავთ თავს. შეეცადეთ, ცოტათი მაინც შეამციროთ სამუშაოს მოცულობა. შესაძლებელია მოტყუება და თაღლითობა. კვირის შუა რიცხვებიდან იდეებისა და გეგმების ერთგვარი გენერატორი გახდებით როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. სამსახურში შეძლებთ ხელმძღვანელების ყურადღების მიპყრობას და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას. ხუთშაბათს დიდი შანსია, საინტერესო ნაცნობები გაიჩინოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ.

ამ შაბათ-კვირას პაემნები, რომანტიკა და საჩუქრები გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 23.

მორიელი

ამ კვირაში სასიამოვნო სიახლეებს და მაცდურ პროფესიულ შემოთავაზებებს უნდა ელოდოთ. თქვენი ფინანსური საქმეები მკვეთრად გაუმჯობესდება. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში ჰარმონია და ურთიერთგაგება ერთობლივი გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესს ეფექტიანს გახდის. ხუთშაბათი კარგი დღეა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის. კვირის მეორე ნახევარში მოერიდეთ იმპულსურ ქმედებებს.

შაბათ-კვირას რაც შეიძლება მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანების მიმართ. თავისუფლად შეგიძლიათ რომანტიკულ პაემნებსა და მეგობრულ შეკრებებზე წასვლა.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 24.

მშვილდოსანი

ამ კვირაში შეგიძლიათ ელოდოთ წარმატებულ გადაწყვეტილებებს იმ პრობლემებისა და ამოცანების გადასაჭრელად, რომლებიც ხანგრძლივ კოორდინაციას მოითხოვს. კოლეგებთან და უფროსებთან ჩვეულებრივზე მეტად გექნებათ კომუნიკაცია. ირგვლივ მყოფები დაგეხმარებიან შესაძლებლობების დანახვაში. ორშაბათს და ოთხშაბათს თქვენი საუკეთესო თვისებები იქნება მოკრძალება და კონცენტრაცია, რაც საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ შეცდომები და ნაკლოვანებები თქვენს საქმიანობაში. კვირის მეორე ნახევარში უმჯობესია, ლოდინის რეჟიმში მზად იყოთ გარკვეული კომპრომისებისთვის. გამოიჩინეთ ინიციატივა თქვენი იდეების პრაქტიკაში განსახორციელებლად.

შაბათ-კვირას შესაძლოა მეგობრებთან ურთიერთობაში სირთულეები წარმოიშვას.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

თხის რქა

ამ კვირაში დაძაბულობა შესაძლოა მაღალ დონემდე ავიდეს. სირთულეები წარმოიქმნება ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებზეც დიდი ხანია თვალს ხუჭავთ, ამიტომ მოგიწევთ, მთელი თქვენი დრო და ყურადღება პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ. სამშაბათს შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გონიერება. ოთხშაბათს ეცადეთ, ფრთხილად იმოქმედოთ – მაღალია ტრავმის რისკი. კვირის მეორე ნახევარში სავარაუდოა დიალოგები ან მოვლენები, რომლებიც ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით თქვენს შეხედულებებს შეცვლის. შესაძლოა, ზეგანაკვეთური სამუშაოთი გადატვირთული იყოთ, მაგრამ ღირსეული ანაზღაურება დადებითად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც და განწყობაზეც. პარასკევი ხელსაყრელია რთული მოლაპარაკებებისთვის.

ამ შაბათ-კვირას ძველი მეგობრებისგან მიღებული კარგი ამბებით აღფრთოვანებული დარჩებით.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

მერწყული

ეს კვირა შესაძლოა საკმაოდ წარმატებული იყოს სამუშაოს და ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ არ მოდუნდეთ და სიტუაციაზე კონტროლი არ დაკარგოთ. ყველა შეამჩნევს თქვენს ემოციურ დაძაბულობას, ეცადეთ, ზედმეტი პრობლემები თავიდან აიცილოთ. დეტალებში არ ჩაერთოთ, ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეთ. ხუთშაბათი იდეალურია საჯარო გამოსვლისა და საკუთარი იდეების გამოხატვისთვის. მეგობრების რჩევები სასარგებლო და დროული იქნება.

შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად, ეცადეთ, პირად ცხოვრებასა და პროფესიულ ამბიციებს შორის ბალანსი იპოვოთ: წადით პაემანზე ან სახლში რომანტიკული საღამო გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე: 19.

თევზები

ყურადღება გაამახვილეთ სამუშაოზე, ეს ახლა ნამდვილად გჭირდებათ, ამიტომ ნუ დააგვიანებთ და ნუ გადადებთ დავალებების შესრულებას. შესაძლებელია, რომ ზოგიერთ საკითხში შეცდომებს დაუშვებთ, საკუთარ თავზე იმუშავებთ, ისწავლით ხარვეზების გამოსწორებას. ეცადეთ, უფრო მომთმენი იყოთ სხვების უმნიშვნელო ნაკლოვანებების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში წვრილმანებზე მუდმივი წუწუნი ნებისმიერი ადამიანის გამოფიტვას გამოიწვევს. დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა კონცენტრაცია და წონასწორობა, თუმცა ზედმეტი ემოციურობა შეიძლება ხელს გიშლიდეთ. ამ კვირაში თქვენი შრომის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ძალისხმევას ჩადებთ მასში.

შაბათ-კვირა საუკეთესო დროა ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად.

სასიკეთო დღეები: 19, 24.

არასასიკეთო დღე: 23.

 თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close