ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია პირდაპირ ეთერში ანტონიო ბანდერასთან ერთად ამღერდა (ვიდეო)

UFC-ს 28 წლის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ესპანურ Spanish TV-ში გადაცემა El Hormiguero-ს სტუმრობდა, სადაც უახლოეს პროფესიულ გეგმებზე ისაუბრა, თუმცა შოუს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია.

მიმდინარე წლის დასაწყისში ქართველმა UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ქამარი საკუთარი სურვილით დათმო და მსუბუქ წონაში (70კგ) გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ილია თოფურიას თქმით, იმედოვნებს, რომ 28 ივნისს გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაახარებს. იგი ლას-ვეგასში  დაგეგმილი ორთაბრძოლისთვის ემზადება. ჯერ უცნობია, ვინ იქნება UFCის დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლის მომავალი მეტოქე, თუმცა ამბობს, რომ მხოლოდ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

შოუს ყველაზე საინტერესო ნაწილი მას შემდეგ დაიწყო, რაც გადაცემის წამყვანმა და „ელ მატადორმა“ გიტარები მოიმარჯვეს და სიმებს ჩამოკრეს, მათ უკან გიგანტურ ეკრანზე ანტონიო ბანდერასი გამოჩნდა.

ვის არ გვსმენია ანტონიო ბანდერასის შესახებ? ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია, ესპანეთის ნამდვილი სიამაყე, გენიალური რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის ხუთი ფილმის მთავარი გმირი. უფრო მეტიც, ბანდერასი ერთ-ერთია  იმ მცირერიცხოვან ევროპელ მსახიობთაგან, რომლებმაც ჰოლივუდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწიეს.

ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია – ცოტამ თუ იცის, რომ ყველაფრის გარდა, ბანდერასი შესანიშნავი მომღერალი, მოცეკვავე და მუსიკოსია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by El Hormiguero (@elhormiguero)

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ქართველმა MMA-ში აქამდე 16 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. UFC-ს ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლაში მან ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლით დაიცვა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close