შეუცნობელიჰოროსკოპი

რას ამბობდა ვანგა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის შესახებ

ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა არა მხოლოდ მომავალს წინასწარმეტყველებდა, არამედ ასტროლოგიითაც იყო დაინტერესებული. მან ზოდიაქოს ყველა თანავარსკვლავედი სამ ჯგუფში გაანაწილა და თითოეულის ნიშან-თვისებები გამოყო.

ნახეთ, რომელ ჯგუფშია თქვენი ნიშანი.

პირველი ჯგუფი: ყველაზე ძლიერი

პირველ ჯგუფში ვანგამ შეიყვანა ზოდიაქოს წრის ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი დაბრკოლება თავიანთ გზაზე და მიაღწიონ ყველაფერს, რაც სურთ. გარდა ამისა, ნათელმხილველმა თითოეულ მათგანში დაინახა ნათესაური სული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლებს (ვერძი, მშვილდოსანი, მერწყული, ქალწული)  აქვთ ძლიერი ფსიქიკური ნიჭის განვითარების ყველა შესაძლებლობა.

ვერძი

ვერძის ცეცხლოვანი ენერგია მას იოლად აქცევს ლიდერად და მასებს უბიძგებს, გაჰყვეს მას. ამ ნიშნის თითოეულ წარმომადგენელს აქვს ვიზუალიზაციის მძლავრი უნარი, რომელიც მას გარშემო მყოფების მანიპულირებისა და მიზნისკენ მიმავალი სწორი სტრატეგიის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.

მშვილდოსანი

ამ ჯგუფში შედის კიდევ ერთი ცეცხლოვანი ნიშანი, რომელსაც ყველა შესაძლებლობა აქვს, საკუთარი ოცნების ცხოვრება შეიქმნას. საოცარი ენთუზიაზმისა და დიდი ამბიციების წყალობით მას შეუძლია ნებისმიერი კარი გააღოს და ზრდის ისეთ დონეს მიაღწიოს, როგორზეც ბევრი ვერც იოცნებებდა. ის მზადაა ბედის საჩუქრების გამოყენებისთვის და შეუძლია ისინი სრულყოფილებამდე აიყვანოს თავისდა სასიკეთოდ.

მერწყული

მერწყული შეიძლება ხშირად საკმაოდ თავისებურად მოგეჩვენოთ. მას არ იზიდავს ის, რაც სხვებს მოსწონთ. მერწყულები ძალას და შთაგონებას მარტოობაში პოულობენ. ბულგარელმა ნათელმხილველმა აღნიშნა, რომ ამ თანავარსკვლავედის თითოეულ წარმომადგენელს აქვს მკურნალობის ნიჭი. ეს საჩუქარი მათ ბუნებისგან ეძლევათ და თუ დაიწყებენ ამ უნარის განვითარებას, ბევრ ადამიანს დაეხმარებიან.

ქალწული

მიწის ელემენტის ეს ნიშანი არა მხოლოდ პრაქტიკულია, არამედ საკმაოდ ემპათიურიც. ამ თანავარსკვლავედის თითოეული წარმომადგენელი შესანიშნავად კითხულობს მოსაუბრის ემოციებს, ამიტომ ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. ისინი ყოველთვის გონივრულ რჩევებს იძლევიან და მზად არიან დასახმარებლად. გაფრთხილება: ქალწულის განაწყენება ძვირად დაგიჯდებათ!

მეორე ჯგუფი: ყველაზე იღბლიანები

ეს ნიშნები ვანგამ ყველაზე იღბლიანების ჯგუფს მიაკუთვნა, მათ იშვიათად ხვდებათ სირთულეები, ფორტუნა ხომ ყოველთვის მათ მხარეზეა! ყველა უსიამოვნება ადრე თუ გვიან გვარდება, წარუმატებლობები კი თავისთავად მთავრდება.

კურო

ვანგას თქმით, კუროებს გონიერება და შრომისმოყვარეობა გამოარჩევს. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ უზრუნველად იცხოვრონ. ისინი არა მხოლოდ მუდმივად იკვებებიან უმაღლესი ძალებით, არამედ ამ რესურსის სწორად გამოყენებაც იციან. მათი ერთადერთი მინუსი – სიჯიუტეა.

ლომი

ლომი ვანგას ყველაზე ნარცისული ნიშნად მიაჩნდათ. ეს თვისება მათ ცხოვრებას ძალიან ურთულებს, რადგან მუდმივად აიძულებს, თავიანთი უპირატესობა დაამტკიცონ. როგორც კი ლომები იწყებენ გარშემო მყოფთა გრძნობების შემჩნევას, მათი ცხოვრება ბევრად უფრო უკეთესი ხდება.

მორიელი

მორიელი, ვანგას თქმით, ზოდიაქოს ყველაზე ეგოისტური ნიშანია, რომელიც მიჩვეულია, ყველაფერი მიიღოს და თან მყისიერად. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ნებისმიერი მორიელი შინაგანად ყველაზე კეთილშობილი ადამიანია, რომელიც არასდროს ივიწყებს სიკეთეს, რომელიც მას გაუკეთეს ან კეთილ სიტყვებს, რომლებიც უთხრეს.

თევზები

თევზები კეთილგანწყობის და სიკეთის პერსონიფიკაციაა. ეს მათ ეხმარებათ, რომ იოლად მიჰყვნენ ცხოვრებას. ისინი ხომ ყველას მოსწონს ისე, რომ ამისთვის თავად დიდად არ ირჯებიან. თევზები წარმოუდგენლად იღბლიანები არიან – თუ საკუთარ თავს მიზანს დაუსახავენ, მას აუცილებლად უპრობლემოდ და დაუბრკოლებლად მიაღწევენ კიდეც.

მესამე ჯგუფი:  რთული ბედი

ისინი, ვინც ვანგამ მესამე ჯგუფში გააერთიანა, მსგავსნი არიან თავიანთი რთული ბედით. როგორც არ უნდა ეცადონ ყველაფრის კონტროლს, მუდმივად აქვთ გარკვეული სირთულეები, რაც ხელს უშლით დავალების შესრულებასა და დაბრკოლებების წარმატებით გადალახვაში.

ტყუპი

ვანგას თქმით, ტყუპების შემთხვევაში პრობლემებს ქმნის მათი დაბალი თვითშეფასება, რაც ხელს უშლის მათ ბედნიერ და ჰარმონიულ ცხოვრებაში. ნათელმხილველის რჩევით, მნიშვნელოვანია არა შინაგან თვითკრიტიკაზე ჩაციკვლა, არამედ მავნე ჩვევებზე უარის თქმა და ყურადღების გამახვილება საკუთარ უპირატესობებსა და ძლიერ მხარეებზე.

კირჩხიბი

პესიმისტი და განწყობის ხშირი ცვლილებისკენ მიდრეკილი კირჩხიბები დროდადრო უამრავ სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან და იმის მაგივრად, რომ მოაგვარონ, რეფლექსიაში ვარდებიან და თვითგვემას იწყებენ. ვანგას რეკომენდაციაა, დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ და არ შეგეშინდეთ საკუთარი მარცხის აღიარებისა.

სასწორი

ბულგარელმა ნათელმხილველმა სასწორს შეახსენა, რომ ყველასთვის თავის მოწონება არარეალურია. ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ თქვენს შეგრძნებებზე და მიიღეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, სხვების ჩარევის  გარეშე. მოუსმინეთ თქვენს გულს და ყველაფერი კარგად იქნება.

თხის რქა

თხის რქებს ვანგა ურჩევს, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთი ქცევების გამო. სწორედ მიზანსწრაფულობის წყალობით შეუძლიათ თხის რქებს, ბევრ რამეს მიაღწიონ. მაგრამ თხის რქებმა არ იციან საკუთარი თავის სწორად შეფასება და ეს არის მათი პრობლემა. მათ ყოველთვის სჭირდებათ საკუთარი ღირსებების გარედან დადასტურება. ნათელმხილველის რჩევით, ამ პრაქტიკაზე უარი უნდა თქვან და თხის რქების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close